BIAFF – მიწურული შვებულების ჩაივით ტკბილი გაგრძელება

Originally posted on გვანცას კუთხე:

თუ ჩემს შვებულებას საჰაერო ბუშტს შევადარებ, გამოვა, რომ თითქმის ჩაფუშულიღა მიფრიალეს თვალწინ, – საბოლოო ჩაჩუტვამდე რამდენიმე საათიღა დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინდაუკან ხეტიალი, ლოგინში უდარდელი კოტრიალი, ყავის აუჩქარებელად, პატარ-პატარა ყლუპებით სმა და მეგობრებთან ლაყბობა სულ მალე ისეთივე სანატრელი გამიხდება, როგორც მომავალ ზაფხულამდე – დასვენების დღეები. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ. არამც და არამც. უბრალოდ, შვებულების სიამ-ტკბილობებს მივტირი.

ხოდა ასე, ჩემს ბედს არც თუ ისე ხეირიანად შეგუებული კუთხეში მიდგმულ მაგიდასთან ვზივარ და ქაფქაფა ჩაით გალიპლიპებულ ჭიქას ჩავქცქერი. ვიცი, რომ ამ ჩაის დამლევი არ ვარ და საერთოდაც, უკვე დიდი ხანია აღმოვაჩინე, ჩაის და ყავას თავის შესაქცევად ვიმზადებ და თითქმის არასოდეს ვსვამ, ერთადერთი გამონაკლისის გარდა – ძილის წინა ჩაის სმაზე უარს ვერაფრით ვამბობ.

გუშინაც ვწერდი, თუ კი რამე მიყვარს, ერთ-ერთი სიზმრების მოფრატუნებამდე ჩაის დალევაა–მეთქი. მართლაც დიდებული რამ არის, სამზარეულოს რომელიმე კედელზე აკრულს აუჩქარებლად, ნება-ნება რომ შეგიძლია სხეულის თაფლითა და ლიმონით შეზავებული ჩაით ჩათბობა და ტკბობა იმით, რომ ყოველი ყლუპი ისე, თითქოს ის –…

View original 221 more words

ბათუმის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი

Originally posted on შოშანას კონტროლის ზონა:

წელსაც მინდა ბათუმში… შარშანაც მინდოდა.

წელსაც გავიარე რეგისტრაცია BIAFF ბლოგერების კონკურსზე… შარშანაც გავიარე.

წელსაც შვებულება ფესტივალის პერიოდში დავგეგმე. შარშანაც ეგრე ვქენი, მაგრამ წელს აუცილებლად წავალ.

მე წელს ბათუმში წავალ და შარშანდელივით პარიზზე არ გავცვლი.

რამდენიმე წლის წინ ბათუმი ნიცას შეადარეს, თუმცა ჩემთვის ამ ეტაპზე ვენეციასა და კანთან ასოცირდება: მოლოდინებით, თავგადასავლებით, ახალი ადამიანებით და რაც მთავარია ბევრი კარგი ფილმით, რის გარანტიასაც უკვე გამოცხადებული Master Collection გვაძლევს. კინოფესტივალზე ამ კოლექციის ფარგლებში ნაჩვენები იქნება:

1. One on One, Kim Ki Duk, South Korea, 2014; 122 min.
2. Mountains May Depart, Jia Zhang-Ke, China, 2015
3. Eisenstein in Guanajuato, Peter Greenway, Netherlands/Mexico/Finland/Belgium/France, 2015; 105 min.
4. My Good Hans, Alexander MIndadze, Germany/Russia, 2015; 110 min.
5. Winter Song, Otar Iosseliani, France/Georgia, 2015; 117 min.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს უკვე მეათედ ტარდება. რეგისტრაციის გავლა მათი გვერდის საშუალებით ძალიან მარტივი იყო. ზოგადად BIAFF გამორჩეულად სოციალური კინოფესტივალია. ორგანიზატორებს მუდმივი და დინამიური კონტაქტი აქვთ საზოგადოებასთან, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

View original 110 more words

BIAFF 2015 – იწყებს აპლიკაციების მიღებას კინოფესტივალის ვოლუნტერების პოზიციაზე

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2015 წლის 13-20 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

­­­კინოფესტივალის ჩატარების ადგილი – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.

 

 

რას მოიცავს ინტერნშიფი – სტუდენტებს, კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ კინოფესტივალის მენეჯმენტს კინოფესტივალის პერიოდში და კინოფესტივალამდე ინტერნშიფის გავლისთვის სხვადასხვა პოზიციებზე:

  • კინოფესტივალის სტუმრებთან ურთიერთობა და ლოჯისტიკა – კინოესტივალის სტუმრების მიღება, განთავსება, გაცილება, კინოფესტივალის დროს სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;
  • საინფორმაციო ცენტრი (განთავსებული იქნება კინოთატრ აპოლოში)– საჭირო ინფორმაციის მიწოდება კინოფესტივალზე, პროგრამაზე, პროგრამაში ცვლილებაზე და ა.შ.;
  • ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმეებში დახმარება;  
  • პრესასთან/მედიასთან ურთიერთობა – გულისხმობს PR /მედია კოორდინატორის დახმარება შემდეგში – ყოველდღიური პრეს-რელიზების მომზადება, თარგმნა, ვებ-გვერდზე დადება, მაილინგ ლისტებზე და სოციალურ ქსელში გავრცელება, კინოფესტივალის შესახებ ყოველდღიური დაიჯესტის მომზადებაში დახმარება, კინოფესტივალზე მყოფი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტების მონიტორინგი, და მათი გავრცელება სოციალურ ქსელებში; მედიასთან ურთიერთობის კოორდინაციაში დახმარება -პრესკონფერენციების ორგანიზებაში / კოორდინაციაში დახმარება, ჟურნალისტების ინფორმირება და მოწვევა პრეს-კონფერენციებზე, მასტერკლასებზე და ა.შ.   საჭირო შემთხვევაში – ინტერვიუების ჩაწერა; Facebook, Twitter, BIAFF ვებ-გვერდზე – მუდმივად სიახლეების გავრცელება, დაშეარება, კინოფესტივალზე გამოქვეყნებული სტატიების სოც. ქსელებში გავრცელება

 

რას სთავაზობს კინოფესტივალი სტუდენტებსკინოფესტივალის ფარგლებში ინტერნშიფის გავლის მსურველებს ვთავაზობთ შემდეგს:

  • ნებისმიერ ჩვენებაზე, მასტერკლასზე დასწრება
  • გახსნა/დახურვის ცერემონიაზე დასწრება და დახურვის ბანკეტზე დასწრება, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება
  • ფესტივალის კატალოგში და ვებ-გვერდზე მოხსენიება ვოლუნტერების სიაში
  • მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.
  • ოფიციალური სერტიფიკატი – რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა გაიარა ინტერნშიფი კინოფესტივალზე
  • სარეკომენდაციო წერილი – საჭირო შემთხვევაში (სამომვალოდ) ფესტივალი ყველა ვოლუნტერს გაუწევს მხარდაჭერას სარეკომენდაციო წერილით.
  • კინოფესტივალზე ვოლუნტერის სახით ჩართულობა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ საინტერესო გამოცდილება, გახდენ მნიშნველოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მონაწილე, ურთიერთობა ქონდეთ მრავალ საინტერესო სტუმართან და ა.შ.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ info@biaff.org

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პტელ: 599-482181

ბათუმის  საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2015 აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2015 წლის 13-20 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

კინოფესტივალის ფარგლებში BIAFF  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, რომელიც უკვე მეექვსე წელია რაც ტარდება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობა – კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა:

 

–          კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება

–          რეგისტრაცია – უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე.  რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად   სარეგისტრაციო ფორმის (http://goo.gl/cxAMX) შევსებით.  ცხადია კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.

–          ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით)

–          კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება

–          კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით

 

 

რეგისტრაციის ვადა – ბლოგერებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აგვისტომდე.

 

 

რას სთავაზობს ფესტივალი  მონაწილეებს – ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს შემდეგს:

–          აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას

–          ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ  ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები

–          ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი

–          ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება

–          ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი

 

ბლოგერების კონკურსის პრიზები  გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:

 

  • BIAFFპრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.
  • BIAFFპრიზი  – სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება – საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით – #1 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება (5 ღამე);   #2 ადგილი –   აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება.   განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე.   + BIAFF  3-4 ბლოგერს კინოფესტივალი გაუკეთებს კარლოვი ვარის კინოფესტივალების აკრედიტაციას – მგზავრობის ხარჯების გარეშე (როგორც წესი აკრედიტაცია მხოლოდ კინოინდუსტრიის ან პრესის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი).
  • სასტუმრორჩეული ვილას ქსელის პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის
  • სასტუმრო „Batumi PLAZA Hotel“  (batumiplaza.ge) პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი   სასტუმროში   დასვენებისთვის

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ზვიადი ელიზიანი (ფესტივალის მენეჯერი) – ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 599-482181

 

 

კინოფესტივალის სპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „Divan Suites”

კინოფესტივალის მხარდამჭერები კინოთეატრი „აპოლო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“,

კინოფესტივალის მედია პარტნიორებირადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 574-482181б 597-998272

 

 

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2015 წლის პროგრამისთვის

BIAFF კინოფესტივალმა, რომელიც გაიმართება 2015 წლის 13-20 სექტემბერს ქ.ბათუმში, დაიწყო ფილმების მიღება წლევანდელი პროგრამისთვის. ფილმები წარმოდგენილი შეიძლება იქნეს შემდეგ საკონკურსო სექციებიისთვის:
საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
ფილმების მიღება გაგრძელდება 2015 წ., 1 აგვისტომდე და შერჩეული ფილმების სია გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს.

მოთხოვნები საკონკურსო ფილმების მიმართ:
ა) მხატვრული და დოკუმენტური ფილმები:
ფილმი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი
გადაღების პერიოდი – 2014 ან 2015 წწ
ბ) მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
ასაკი – 35 წლამდე
ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 35 წთ-მდე
ჟანრი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური (და ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმები
გადაღების პერიოდი – 2014 ან 2015 წწ

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფილმებს, რომელთა საჯარო ჩვენება არ მომხდარა საქართველოში. არასაკონკურსო სექციებისთვის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ფილმებს, რომლებიც არ ყოფილა ნაჩვენები საქართველოში კინოგაქირავების ქსელში ან ქართულ სატელევიზიო არხებზე.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ხდება ციფრული ვერსიებით – DCP, Blue-ray ან DVD (მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემთხევევაში).
ბათუმის კინოფესტივალზე ფილმის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
შეავსოთ შემდეგი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა – BIAFF 2015 SUBMISSION, ხოლო სელექციისთვის ფილმი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ონლაინ ბმულით – ჩამოსატვირთი ბმული ან ინტერნეტში ფილმის ნახვის ბმული (მაგ: Vimeo, youtube).
ან ფილმის საჩვენებელი ვერსია (blue-ray, DVD და ა.შ.) უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი
ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ.3
ტელ: 599-482181, 591019790

BIAFF FESTIVAL ACCEPTS FILMS FOR SUBMISSION FOR BIAFF 2015 FESTIVAL PROGRAM

BIAFF film festival which will be held during 13-20 September, in Batumi opens film submission for 2015 program. Films can be submitted for following competition sections:

  • International Competition – Feature films
  • International Competition – Doc films
  • International Competition  – Short films

Submission deadline – 1 August, 2015. Selected films will be announced by end of August.

Requirements for competition films:

a)     Feature and Doc films

  • Film should be full length
  • Film Production period – 2014 or 2015
  • Film should be premiered in Georgia

b)    Short films

  • Age –  up to 35
  • Genre – Short Fiction, Documentary (creative doc) and Animation/Experimental Films.
  • Duration of the film –  maximum 35 min.
  • Production period – 2014 or 2015 years

The films, which didn’t have public screening in Georgia, may participate in the Festival Program (some exceptions can be made for retrospective screening and Georgian Films Program).

Films can be screened only in digital format – DCP, Blu-ray, DVD (in case of short films) with ENGLISH subtitles.

 

Film submission process:

  • Entry form – To submit your film to BIAFF 2015, please fill the online entry form – it can be found here –http://biaff.org/submission
  • Film copy – Film for preview can be provided via online (link to watch or download) or DVD screener should be sent to:

 

Batumi International Art-House Film Festival

3 Chavchavadze Street,  Batumi 6000, Georgia

Tel: 599-482181, 591019790

 

Batumi International Art House Film Festival – post-factum (by Müfit Mert BALAK, Turkey)

 

9th Batumi International Art House Film Festival was made at between 14-21 September 2014 dates. For competition themes, there were “International Competition of Feature Films” section, “International Competition of Documentary Films” section and “International Competition of Short Films” section were taken place at the festival. And also; “Georgian Panorama, Masters Collection, Retrospective, Cannes Critics Week Films and European Film Academy’s Short Film Tour” were the other parts taken part at the festival.


biaff 2014 - closing 3

 

 

 

Several marvelous masterclasses have taken place at the festival as well. For me, masterclasses “Talk To Charles Tesson Meeting with Artistic Director of Film Critique’s Week’s section of Cannes Film Festival” and masterclass with Australian producer, director and actor Andrew Vial about “Practical Filmmaking Workshop” were the highlights. Charles Tesson has given information about Film Critique’s Week section of Cannes Film Festival and Andrew Vial has made a workshop of practical film making with the participants of his workshop. I also have had a chance of taking place at the workshop as a “script writer” and as an “actor”. All the participants have had the chance of understanding the simplicity of amateur film making and had enjoyable times.

20140916-20140916-DSC_4981

 

 

 

The films which have taken place at competition sections have been choosen superbly. At “International Competition of Feature Films section” ten films competed. Although Spanish producer and director Luis Minarro’s film “Falling Star” could not take any prize at the festival, this film was my favorite. It was really artistic, cinematography of the film was facinating and the script of the film was charming. India, France, Germany and USA co-production, Ritesh Batra’s film Lunchbox attracted festival audiance with its main actor’s (Irfan Khan) performance and with its magical script. After its screening the audiance of the film clapped the film for several minutes. Another film “Cure: The Life of Another” co-production of Switzerland, Croatia and Bosnia and Herzegovina directed by Andrea Staka was also great. Sylvie Marinkovic’s performance as a young actress acting as Linda, should be seen by film critiques and cinephiles. It seems she will be known worldwide as an actress at an early future.

biaff 2014 - mert

 

At section “International Competition of Documentary Films” eight films and at section “International Competition of Short Films” twenty five films have competed. At “Competition of Documentary Films” section, the documentary films, World Peace Dance, Waiting for August and Istanbul United were the best ones for me.

 

Georgian film, “Legend of Suram Fortress” directed by Sergei Parajanov and Dodo Abashidze was chosen as the opening film of the festival.

 

 

 

For the closing film of the festival “Corn Island” co-production of Georgia, Germany, France, Czech Republic and Kazakhstan directed by George Ovashvili was chosen. I can easily mention that for me the best film of the festival was Corn Island. Corn Island effected me with its magnificent script, cast and style.

 

 

 

At the Batumi International Art House Film Festival, as a film critique I have been fascinated by many Georgian films like; Corn Island, Legend of Surami Fortress, Ahik Kerib, Brides, World Peace Dance (Documentary Film), Blind Dates, I am Little Georgian and Other City. I think Georgian cinema is really powerful and achievements at “Georgian Cinema” will effect the world cinema at many areas. The Georgian style of “telling stories like a poem or literature” at cinema language as a script will influence the telling way of scripts in world cinema. I think for supporting “Georgian Cinema” many things should be made.

 

Batumi International Art House Film Festival’s organisation was magnificent and great. Screenings have taken place at Cinema Apollo and at Outdoor Cinema (for open air screenings). And short film screenings and some masterclasses have taken place at Hotel Divan Suites Batumi’s Ballroom. And some masterclasses have organised in Batumi Art State University. Many dinners, coctails different kind of events also organised by festival committee.

 

 

 

Batumi is a very nice little seaside city for visiting. It has a lot of things to see like Botanical Gardens, Adjara Arts Museum or Opera and Drama Theatre. Georgian cuisine is very unique and tasty. The city’s having this film festival organisation makes this city more attractive. I hope being in Batumi Art House Film Festival in my lifetime again; special thanks for everything to festival committe especially Zviad Eliziani (Festival Manager) and Giorgi Gogiberidze (Director of the Festival).

biaff 2014 - goga and zviad