BIAFF კინოფესტივალის კონკურსი ბლოგერებისთვის – დამატებითი პრიზები გამარჯვებულებისთვის

BIAFF კინოფესტივალი –    კონკურსი  ბლოგერებისთვის

საავტორო კინოს ბათუმის  საერთაშორისო ფესტივალი ქართველ ბლოგერებს იწვევს ბათუმში, 17-24 სექტემბერს ფესტივალის გასაშუქებლად.

ფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება კონკურსისამი ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მიწვეული იქნებიან კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებაზე.

ასევე  კინოფესტივალის  პარტნიორმა ტურ-კომპანიამ „WONDERLAND (www.wonderland.ge) დააწესა დამატებითი პრიზები :

–          საუკეთესო ბლოგერი500 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერი (საქართველოს ფარგლებში)

–          დანარჩენ 2 გამარჯვებულ ბლოგერს  –  თითოეულს  გადაეცემა 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

ტურისტული პაკეტის და მოგზაურობის პერიოდის შერჩევა მოხდება ბლოგერებს და ტურისტულ კომპანიას შორის შეთანხმებით.

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი არ უზრუნველყოფს ბლოგერების ტრანსპორტირებისა და ბათუმში ცხოვრების ხარჯებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დაეხმარება მათ შეღავათიან ფასად საცხოვრებელი ადგილის პოვნაში.

თუ გსურთ გახდეს   საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერი, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@biaff.org; kvachadze.n@gmail.com.  წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, თქვენი ბლოგის მისამართი, გსურთ თუ არა ბათუმის კინოფესტივალმა აღმოგიჩინოთ დახმარება საცხოვრებელი ადგილის პოვნაში და თქვენი ბათუმში ჩამოსვლის/წასვლის თარიღი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტებს:

BIAFF ვებ-გვერდი:  www.biaff.org

BIAFF გვერდი ფეისბუქზე:    www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF  ბლოგი:  https://biaffbatumi.wordpress.com


Advertisements

BIAFF 2011 – კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა

პრესრელიზი

 ამ ეტაპისთვის დასრულებულია BIAFF კინოფესტივალის ჟიურის შერჩევა  2011წლისთვის სამივე საკონკურსო სექციისთვის. საერთაშორისო ჟიურის შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი:

BIAFF 2011  – მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის   ჟიური

  1. ჟიურის თავმჯდომარე – გიორგი დულგეროვი, ბულგარეთი
  2. დარიუშ მეჰრჯუი, ირანი
  3. ოლენა ფეტისოვა, უკრაინა
  4. სერგეი სოლოვიოვი, რუსეთი
  5. გოგი გვახარია, საქართველო

BIAFF 2011 –   დოკუმენტური  ფილმების საკონკურსო სექციის   ჟიური

  1. ჟიურის თავმჯდომარე –  პაველ პავლიკოვსკი, დიდი ბრიტანეთი
  2. როსიტა ვალკანოვა, ბულგარეთი
  3. ნოსირ საიდოვ, ტაჯიკეთი
  4. ირა კორმანჰაუსი, გერმანია
  5. სალომე ჯაში, საქართველო

BIAFF 2011 –   მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის   ჟიური

  1. ჟიურის თავმჯდომარე – კრისტინა ტრაპი, საფრანგეთი (EAVE-ს დირექტორი)
  2. მოჰამად ატებაი, ირანი
  3. რეზო ჩხიკვიშვილი, გერმანია
  4. ელჩინ მუსაღლუ, აზერბაიჯანი
  5. თამარ ტატიშვილი, საქართველო

 


ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება 2011 წლის 17-24 სექტემბერს.

კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.  კინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტიშ კაუნსილი, აშშ საელჩო,

­­­

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   info@biaff.org 

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (http://www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც – http://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

BIAFF 2011 – International Short Film Competition LINE-UP / BIAFF 2011 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში შერჩეული ფილმების სია

BIAFF 2011 – International Short Film Competition

BIAFF 2011 – International Short Film Competition LINE-UP is finalized  /  BIAFF 2011 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში შერჩეული ფილმების სია :

1. Antract, Soso Bliadze, Georgia, 2011;

2. Ghost, Manana Beridze, Georgia, 2011, 20 min.

3.  I Love you, by Giorgi Varsimashvili, Geogia, 2011;

4. Light, by David Kopaleishvili, Georgia, 2011;

5.  Nest, by Tornike Bziava, Georgia, 2011

6. Gulo, by  Elene Asatiani/Eliane Bots/Mirek Koranda/Sophia Tabatadze; Georgia/Germany, 2011; 15,41 min.

7. Bigos, by Marcin Gajewski, Netherlands, 2011;

8. Roofwalker,  by Ramaz Melashvili, Netherlands, 2011; 11 min.

9. The Puppet, by Kemal Tezcan, Turkey 2011;

10.  Great Celebration, by Vahe Gevorgyants, Armenia, 2010;

11.  Heritage, by Fariz Ahmedov, Azerbaijan, 2010, 12 min.

12. Save the Rhinoceros- by Tomi Malkki, Finland, 2011,

13. The Earrings, by Nargiza Mamatkulova, Kyrgizstan, 2010;

14. Audition, Eti Tsitsko, Israel, 2011;

15. Mothers Fading by Arthur Stepanyan, Israel, 2011;

16. Into thin air, by Mohammadreza Farzad, Iran, 2011, 26 min.

17. Woman and Wind, Aija Bley, Latvia, 2011, 10 min.

18. Our Father, by Marius Ivaskovicius, Latvia, 2010;

19. Paparazzi, Piotyr Bernas, by Poland, 2011, 33 min.

20.Decrescendo, Marta Minorowicz, Poland, 2011, 27 min.

21.Grand cafe, by Bogdan Mihailescu, Romania 2010, 8,35 min.

22.Light as a feather, by Loa Steiner, Switzerland, 2010, 10 min

23. Sweet, by Ivan  Flores, Spain, 2011; 14 min.

24. Mirror, by Ramond & Pedro,  Switzerland, 2010;

25. Blood, by Iryna Pravylo, Ukraine, 2010; 28 min.

26. Pretty mouth and Green my Eyes, by  Anna Smoliy, Ukraine, 2011

27. Sea of desire, Shota Gamisonia, Russia, 2011, 28 min.

28. Blue Bone, by Kuzma Vostrikov , Russia, 2011;  18 min.

29. Connect, by Samuel Abrahams, UK, 2010; 5 min.

30. Theo, Rati Oneli, USA, 2011, 30 min.

BIAFF 2011 International Short Film Competition Section Jury / BIAFF 2011 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ჟიური

BIAFF 2011 – International Short Film Competition Section Jury:

1. Head of Jury – Kristina Trapp, CEO of EAVE
2. Olena Fetisova, Producer, Ukraine
3. Mohammad Attebai, Producer, Iran
4. Rezo Chkhikvishvili, Geramny/ Georgia
5. Tamar Tatishvili, Director of GNFC (Georgia)

 

BIAFF 2011  მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა

  1. ქრისტინა ტრაპ – დირექტორი, EAVE ტრენინგ ცენტრი
  2. ოლენა ფეტისოვა – პროდიუსერი, უკრაინა
  3. მოჰამად ატებაი – პროდიუსერი, ირანი
  4. რეზო ჩხიკვიშვილი – მსახიობი, გერმანია
  5. თამარ ტატიშვილი – საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

 

Submissions to BIAFF 2011 is closed / ფილმების მიღება BIAFF 2011-თვის დასრულებულია

Submissions to BIAFF 2011 is closed. The deadline was 10 August.

ფილმების მიღება BIAFF 2011-თვის დასრულებულია. ფილმების მიღების ბოლო ვადა იყო 10 აგვისტო.

BIAFF კინოფესტივალი – კონკურსი ბლოგერებისთვის

BIAFF კინოფესტივალი –    კონკურსი  ბლოგერებისთვის

საავტორო კინოს ბათუმის  საერთაშორისო ფესტივალი ქართველ ბლოგერებს იწვევს ბათუმში, 17-24 სექტემბერს ფესტივალის გასაშუქებლად.

კინოფესტივალის მენეჯმენტი ფესტივალზე ჩამოსულ ბლოგერებს სთავაზობს შემდეგს:

• აკრედიტაციას, რაც საშუალებას მისცემთ დაესწრონ ფესტივალზე გამართულ ნებისმიერ კინოჩვენებას.
• ბლოგერებს ფესტივალის გაშუქებისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ-კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები.
• ყველა ბლოგერს გადაეცემა „ბეჯი“ სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი და გვარი, ბლოგის მისამართი.
• მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.
• ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება.
• ყველა ბლოგერს დამატებით გადაეცემა კინოფესტივალის 2 აბონემენტი, რაც საშუალებას იძლევა დაესწრონ ნებისმიერ კინოჩვენებას (გახსნა და დახურვის ცერემონიის გარდა). ეს აბონემენტები ბლოგერებს შეუძლია გამოიყენონ თავისი მეგობრების / ნაცონობებისთვის საჩუქრად.

ფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება კონკურსი – სამი ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მიწვეული იქნებიან კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებაზე.   ასევე – თუ რომელიმე კერძო კომპანია დაინტერესდა სპონსორობით,  შესაძლოა გამარჯვებული 3 ბლოგერისთვის დაწესდეს დამატებითი პრიიზები (რის შესახებაც ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული).

 

წელს ფესტივალზე გასულ წელს კონკურსში გამარჯვებული ოთხი ბლოგერი იქნება მოწვეული კინოფესტივალის დაფინანსებით: გოჩა გაბოძე  – www.gabo.ge, ნინო ბექაური www.hexsus.com, მარი კორინთელი www.mariefille.wordpress.com და ნინი ოქროპირიძე www.fsyche.wordpress.com.

 

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი არ უზრუნველყოფს ბლოგერების ტრანსპორტირებისა და ბათუმში ცხოვრების ხარჯებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დაეხმარება მათ შეღავათიან ფასად საცხოვრებელი ადგილის პოვნაში.

თუ გსურთ გახდეს   საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერი, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@biaff.org; kvachadze.n@gmail.com.  წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, თქვენი ბლოგის მისამართი, გსურთ თუ არა ბათუმის კინოფესტივალმა აღმოგიჩინოთ დახმარება საცხოვრებელი ადგილის პოვნაში და თქვენი ბათუმში ჩამოსვლის/წასვლის თარიღი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტებს:

BIAFF ვებ-გვერდი:  www.biaff.org

BIAFF გვერდი ფეისფუქზე:    www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF  ბლოგი:  https://biaffbatumi.wordpress.com