BIAFF კინოფესტივალი – კონკურსი ბლოგერებისთვის

BIAFF კინოფესტივალი –    კონკურსი  ბლოგერებისთვის

საავტორო კინოს ბათუმის  საერთაშორისო ფესტივალი ქართველ ბლოგერებს იწვევს ბათუმში, 17-24 სექტემბერს ფესტივალის გასაშუქებლად.

კინოფესტივალის მენეჯმენტი ფესტივალზე ჩამოსულ ბლოგერებს სთავაზობს შემდეგს:

• აკრედიტაციას, რაც საშუალებას მისცემთ დაესწრონ ფესტივალზე გამართულ ნებისმიერ კინოჩვენებას.
• ბლოგერებს ფესტივალის გაშუქებისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ-კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები.
• ყველა ბლოგერს გადაეცემა „ბეჯი“ სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი და გვარი, ბლოგის მისამართი.
• მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.
• ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება.
• ყველა ბლოგერს დამატებით გადაეცემა კინოფესტივალის 2 აბონემენტი, რაც საშუალებას იძლევა დაესწრონ ნებისმიერ კინოჩვენებას (გახსნა და დახურვის ცერემონიის გარდა). ეს აბონემენტები ბლოგერებს შეუძლია გამოიყენონ თავისი მეგობრების / ნაცონობებისთვის საჩუქრად.

ფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება კონკურსი – სამი ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მიწვეული იქნებიან კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებაზე.   ასევე – თუ რომელიმე კერძო კომპანია დაინტერესდა სპონსორობით,  შესაძლოა გამარჯვებული 3 ბლოგერისთვის დაწესდეს დამატებითი პრიიზები (რის შესახებაც ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული).

 

წელს ფესტივალზე გასულ წელს კონკურსში გამარჯვებული ოთხი ბლოგერი იქნება მოწვეული კინოფესტივალის დაფინანსებით: გოჩა გაბოძე  – www.gabo.ge, ნინო ბექაური www.hexsus.com, მარი კორინთელი www.mariefille.wordpress.com და ნინი ოქროპირიძე www.fsyche.wordpress.com.

 

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი არ უზრუნველყოფს ბლოგერების ტრანსპორტირებისა და ბათუმში ცხოვრების ხარჯებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დაეხმარება მათ შეღავათიან ფასად საცხოვრებელი ადგილის პოვნაში.

თუ გსურთ გახდეს   საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერი, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@biaff.org; kvachadze.n@gmail.com.  წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, თქვენი ბლოგის მისამართი, გსურთ თუ არა ბათუმის კინოფესტივალმა აღმოგიჩინოთ დახმარება საცხოვრებელი ადგილის პოვნაში და თქვენი ბათუმში ჩამოსვლის/წასვლის თარიღი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტებს:

BIAFF ვებ-გვერდი:  www.biaff.org

BIAFF გვერდი ფეისფუქზე:    www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF  ბლოგი:  https://biaffbatumi.wordpress.com

 


2 thoughts on “BIAFF კინოფესტივალი – კონკურსი ბლოგერებისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s