BIAFF კინოფესტივალის კონკურსი ბლოგერებისთვის – დამატებითი პრიზები გამარჯვებულებისთვის

BIAFF კინოფესტივალი –    კონკურსი  ბლოგერებისთვის

საავტორო კინოს ბათუმის  საერთაშორისო ფესტივალი ქართველ ბლოგერებს იწვევს ბათუმში, 17-24 სექტემბერს ფესტივალის გასაშუქებლად.

ფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება კონკურსისამი ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მიწვეული იქნებიან კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებაზე.

ასევე  კინოფესტივალის  პარტნიორმა ტურ-კომპანიამ „WONDERLAND (www.wonderland.ge) დააწესა დამატებითი პრიზები :

–          საუკეთესო ბლოგერი500 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერი (საქართველოს ფარგლებში)

–          დანარჩენ 2 გამარჯვებულ ბლოგერს  –  თითოეულს  გადაეცემა 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

ტურისტული პაკეტის და მოგზაურობის პერიოდის შერჩევა მოხდება ბლოგერებს და ტურისტულ კომპანიას შორის შეთანხმებით.

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი არ უზრუნველყოფს ბლოგერების ტრანსპორტირებისა და ბათუმში ცხოვრების ხარჯებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დაეხმარება მათ შეღავათიან ფასად საცხოვრებელი ადგილის პოვნაში.

თუ გსურთ გახდეს   საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერი, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@biaff.org; kvachadze.n@gmail.com.  წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, თქვენი ბლოგის მისამართი, გსურთ თუ არა ბათუმის კინოფესტივალმა აღმოგიჩინოთ დახმარება საცხოვრებელი ადგილის პოვნაში და თქვენი ბათუმში ჩამოსვლის/წასვლის თარიღი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტებს:

BIAFF ვებ-გვერდი:  www.biaff.org

BIAFF გვერდი ფეისბუქზე:    www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF  ბლოგი:  https://biaffbatumi.wordpress.com


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s