Biaff opens at 18:30PM

Batumi International 6th Art House Film Festival will be opened today in Batumi State drama theatre at 18:30PM. Opening film of the festival will be “Midnight in Paris” by Woody Allen, (Spain/USA, 2011, 94 min.)

BIAFF Industry Meetings is launched this year as part of festival in cooperation of Georgian National Film Center. This year during BIAFF Industry Meetings (21-23 September) will be presented – European Film Academy, H. Balls Fund Rotterdam Film Festival, EAVE, A.

Wajda Film School, Polish Film Institute and various producers. All, interested in BIAFF 2011 program, accreditation and news can contact us via email – marketing@biaff.org.

News and updates will be published on our web-site – http://www.biaff.org, Facebook page – http://www.facebook.com/biaffbatumi , BIAFF’s newly created blog – https://biaffbatumi.wordpress.com

 

საავტორო კინოს ბათუმის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

by Batumi International Art-House Film Festival on Saturday, September 17, 2011 at 2:11pm

­­­

საავტორო კინოს ბათუმის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. კინოფესტივალს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი 18.30-ზე უმასპინძლებს.

ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ვუდი ალენის რომანტიკული კომედია „შუაღამე პარიზში“ (ესპანეთი/აშშ, 2011, 94 წთ.).

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და სხვადასხვა სექციისგან შედგება(მხატვრული ფილმები, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი, რეტროსპექტივა, აბრეშუმის გზის ქვეყნების სექცია, ოსტატთა სექცია, არასაკონკურსო სექცია, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია, ანჟეი ვაიდას კინოსკოლის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია). ფესტივალი ერთი კვირა გაგრძელდება და 24 სექტემბერს დაიხურება.

კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.  კინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   info@biaff.org 

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (http://www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც – http://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s