ფესტივალის მე-2 დღე

დღეს, 18 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეა. 12 საათზე კინოთეატრ „აპოლოში“ დოკუმენტური ფილმი, „ვარდისფერი სარი“ იქნება ნაჩვენები. ფილმის რეჟისორია კიმ ლონგინოტო, (დიდი ბრიტანეთი, 2010 წ.). ფილმი მოგვითხრობს ინდოელი ქალების შესახებ, რომლებიც ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვიან.

ასევე 14 საათზე, „აპოლოში“ „როდესაც ჩვენ მივდივართ“ ჩვენება შედგება. ფილმი არასაკონკურსო სექციაშია განთავსებული. რეჟისორი ფეო ალადაგია. (გერმანია, 2010წ.)

ხოლო ბათუმის დრამატულ თეატრში 16 საათზე ვუდი ალენის ფილმის, „შუაღამე პარიზში“ განმეორებითი ჩვენება შედგება.

კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.  კინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   info@biaff.org 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s