BIAFF-ის მეორე საფესტივალო დღის საღამოს პროგრამა

Today, at 16:30 PM will be shown “Babo” (feature movie) by Igor Obolovsky in cinema “Apolo”. Also at 17:30 you can watch the movie “Room 304” by Birgitte Staermose, Denmark/Croatia, 2011; 88 min.

Director Birgitte Stærmose’s multi-layered drama takes place over the course of three days in a Copenhagen hotel and revolves around a mysterious gunshot. The protagonists are several characters whose diametrically opposed life stories gradually intertwine, both accidentally and intentionally – a lonely flight attendant comes to the hotel looking for love; a couple of immigrant hotel employees are seeking revenge; a desperate hotel manager; a woman whose husband has left her; a reception clerk who keeps trying (in vain) to smile more when welcoming guests; and many others.

At 18:00 in Batumi Drama Theatre visitors can watch the documentary shot of Jørgen Leth, „Erotic Man“. (Denmark, 2010, 85 min.). Jørgen Leth was born in 1937, Aarhus, Denmark. He is a journalist, poet, movie director, and television commentator. He studied literature and anthropology in Aarhus and Copenhagen. As a journalist he wrote film, music, and theater criticism, and he also worked in the diplomatic service in Haiti (1999-2005).

Also There will be shown “Black Thursday”, by Antoni Krauze. (Poland, 2011).

The Day will be finished with the movie from masters collection’s section, “When you are strange”, by Tom Dicillo. (USA, 2010). When You re Strange, written and directed by the award-winning Tom DiCillo, is the first feature documentary released on The Doors. This 90-minute presentation features never-before-seen rare archival film.  When You’re Strange is far from a nostalgic journey and much more than a biopic.

 

დღეს კინოთეატრ „აპოლოში“ შედგება იგორ ობოლოვსკის ფილმის „ბაბოს“ ჩვენება. დასაწყისი 16:30სთ-ზე. (საქართველო, 2009წ.). 17:30სთ-ზე ასევე კინოთეატრ „აპოლოში“ შედგება „ოთახი 304“-ის ჩვენება, რომლის რეჟისორია ბრიჯიტ სტარმოსი. (დანია/ხორვატია. 2011წ.). რეჟისორ ბირჯიტ სტარმოსის მრავალსიუჟეტიან დრამაში  მოქმედება კოპენჰაგენის სასტუმროში ვითარდება და ყველაფერი მისტერიული გასროლის ირგვლივ ტრიალებს. პროტაგონისტები განსხვავებული ხასიათების არიან, თუმცა მათი სრულიად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული ისტორიები თანდათანობით ერთმანეთში იხლართება. სასტუმროს ეული თანამშრომლები სიყვარულს ეძებენ; აქ შეხვდებით შურისმაძიებელი ემიგრანტების წყვილს, სასოწარკვეთილ სასტუმროს მენეჯერს, ქალს, რომელიც ქმარმა მიატოვა, კლერკს, რომელიც ყალბი ღიმილის შენარჩუნებას მხოლოდ სტუმრების მიღების დროს ცდილობს, და ბევრ სხვას.

18სთ-ზე ბათუმის დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება იორგენ ლეტის დოკუმენტური ნამუშევარი, „ეროტიკული მამაკაცი“ (დანია, 2010). იორგენ ლეტი დაიბადა 1937 წელს, დანიაში. ის არის ჟურნალისტი, პოეტი, კინორეჟისორი და ტელევიზიის კომენტატორი. ის სწავლობდა ლიტერატურასა და ანთროპოლოგიას, როგორც აარუსში, ასევე კოპენჰაგენში. როგორც ჟურნალისტს, დაწერილი აქვს სტატიები კინოს, მუსიკისა და თეატრის შესახებ და აგრეთვე მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში ჰაიტიში, 1999-2005 წლებში. მას შექმნილი აქვს 45 ფილმი, რომელთა უმრავლესობა მრავალ ქვეყანაში იყო ნაჩვენები.

ასევე საღამოს 19:30სთ-ზე კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება ანტონი კრაუზეს „შავი ხუთშაბათის“ ჩვენება (პოლონეთი, 2011).

და ბოლოს, 22:00სთ-ზე ასევე „აპოლოში“ ტომ დიჩილიოს „როდესაც უცნაური ხარ“ იქნება ნაჩვენები ოსტატთა კოლექციის სექციიდან. (აშშ. 2010წ.). „როდესაც უცნაური ხარ“ დიჩილიოს პირველი დოკუმენტური ფილმია ჯგუფ „დორს“-ის შესახებ. ფილმში წარმოდგენილია იშვიათი საარქივო მასალა, რომელიც აქამდე არავის უნახავს. Eფილმი არ არის მხოლოდ ნოსტალგიური მოგზაურობა წარსულში, იგი გაცილებით მეტია ვიდრე ბიოგრაფიული ფილმი. რეჟისორი იყენებს მხოლოდ ორიგინალურ კადრებს, რომელიც გადაღებულია 1966-1971 წლებში.

კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.  კინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   info@biaff.org 

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (http://www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც – http://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s