BIAFF-ის ფესტივალის მესამე დღე

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება:

კინოთეატრი აპოლო:

12:00 – „უხილავი სიმები“ – ნიჭიერი დები პუსკერები, აგნეს სოსი, უნგრეთი, 2011წ. – დოკუმენტური ფილმების სექცია.

ორი უნგრელი, ნიჭიერი მევიოლინე დების ჯულია და აგნეს პუსკერების შთამბეჭდავი ისტორია. არაბუნებრივად ძლიერი კავშირი დებს შორის, ოჯახის ბუნდოვანი საიდუმლო და ყოველივე ამის გარდაუვალი ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე წარმოგვიჩნდება ფილმში. ამ ყოველივეს თან ახლავს შესანიშნავი, კლასიკური მუსიკის პერფორმანსი, რომელიც მატებს ჰაეროვან განზომილებას ფილმს.

17:00 – „ლურჯი კოდი“- ურსულა ანტონიაკა, ჰოლანდია/დანია, 2011წ. – მხატვრული ფილმების სექცია.

მარიანი, შუახნის ასაკის მედდაა, რომელიც მთლიანდ უძღვნის თავს პაციენტებს. ზოგჯერ ის თავს ერთგვარ მხსნელადაც კი აღიქვამს, როცა პაციენტებს ტანჯვას უმცირებს. მარიანისთვის მსგავსი მომენტები, რომლის დროსაც ასე ახლოს იგრძნობა სიკვდილი, აბსოლუტური ინტიმის განცდას იწვევს. საავადმყოფოს “დაცული” სივრცის გარეთ მარიანი მარტოხელა ცხოვრებას ეწევა და ყველა ემოციას თრგუნავს საკუთარ თავში, სანამ ის შემთხვევით ერთობლივ “ვუაერიზმის” აქტში არ ჩაებმება და აღმოჩენს, რომ უცნობი მამაკაცისადმი ლტოლვა უჩნდება.

ბათუმის დრამატული თეატრი:

17:00 – „წერილები ცენზურის ქვეშ“ – მასიეჟ დრიგასი, პოლონეთი, 2011წ. – დოკუმენტური ფილმების სექცია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონელი საზოგადოების სურვილის საწინაამდეგოდ, პოლონეთი შეუერთდა კომუნისტურ ბლოკს. ფილმის მიზანია აჩვენოს პოლონელი საზოგადოების იმჟამინდელი განწყობა პირადი წერილების მეშვეობით. წერილებისა, რომლებიც განიცდიდნენ ცენზურას და ხშირად გამოიყენებოდნენ ავტორების და  ადრესატთა დევნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონით გათვალისწინებული იყო მიმოწერის საიდუმლოების დაცვა.

კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლიარგანი”, ოფიციალური პარტნიორი. ბათუმის მერიაკინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   info@biaff.org   

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებგვერდზე (http://www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეცhttp://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

Today, September 19, During BIAFF, There will be shown following film-screenings:

Cinema “Apolo”:

12:00 — “Invisible Strings” (The Talented Pusker Sisters) by Ágnes Sós (Hungary, 2011). The powerful story of two talented Hungarian violinist sisters, Julia and Agnes Pusker. Their unnaturally strong sisterly bondage, a looming family secret and its inevitable effects on their lives unfolds as we travel through time. All these are accompanied with wonderfully gripping performances of classical music adding an ethereal dimension to the documentary.

17:00 – “Code Blue” by Ursula Antoniak, (Netherlands/Denmark; 2011). Marian, a middle-aged nurse, devotes herself to her patients like a saint. Sometimes she even sees herself in the role of redeemer, shortening the patient’s suffering herself. For Marian, these moments which allow her to be within a hair’s breadth of death bring her an irresistible sense of absolute intimacy. Outside the “safety” of the hospital Marian leads a secluded, solitary life, violently suppressing all emotion. Until she accidentally becomes involved in an act of mutual voyeurism and finds that she is strongly attracted to a strange man.

Batumi Drama Theatre:

17:00 – “Violated letters” by Maciej J. Drygas (Poland, 2011).

After WWII Poland fell to communist block against the will of majority of the society. Film is an attempt to show the soul of Polish society through private letters. Letters which were censored and often used to persecute a sender and a receiver of the letter although Constitution Act guaranteed secrecy of correspondence in People’s Republic of Poland.

Black and white film is a mosaic of never shown archive footage, letters which are red by careful chosen voices and Secret Service internal messages which shows Orwell’s size organization in action in the years 1945-1989.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s