BIAFF-ის მეოთხე დღე

დღეს 20 სექტემბერს BIAFF-ის ფარგლებში შეგიძლიათ შემდეგი ფილმები იხილოთ

კინოთეატრი აპოლო:

12:00 – დაუმსხვრიე კამერა“ – ლეონ გასტი, აშშ, 2010წ. – დოკუმენტური ფილმების სექცია.

ჟაკლინ კენედიმ მას უჩივლა, მარლონ ბრანდომ ყბა გაუტეხა, სტივ მაქქუინმა თავისი მზერით ლამის გაანადგურა. ცნობილი ადამიანებისთვის, ფოტოგრაფი რონ გალელა იყო მხეცი, რომელიც სილამაზეს ემუქრებოდა. თუმცა, როგორც დროთა განმავლობაში აღმოჩნდა მისმა ფოტოებმა შემოინახა ამ ადამიანების უცნაური და ხანგრძლივი სილამაზე.  ისინი შეიძლება არასოდეს გამხდარიყვნენ პოპულარულები მის გარეშე

14:00 – „სხვა ეწლიწადი“ – მაიკ ლი, დიდი ბრიტანეთი 2010წ. – ოსტატების კოლექცია.

ბედნიერი ინგლისელი წყვილი ნათესავებისა და მეგობრების წრეს მუდმივ ემოციურ მხარდაჭერას უწევს. მთელი წლის განმავლობაში გერი და ტომის სახლი ღიაა და თბილ გარემოს თავაზობს ტომის ძმას, რობის, უბედურ მარტოხელა მერის და მსუქან, ლოთ კენს.

დრამატული თეატრი:

13:00 –

„დეკრესჩენდო“ – მარტა მირონოვიჩი, პოლონეთი 2011წ;

„ბიგოს 06“ – მარცინ გაჯევსკი, ნიდერლანდები, 2010წ;

„მამაჩვენი“ – მარიუს ივაშკევიჩიუსი, ლიტვა 2010წ;

„მსუბუქ ჰაერში“ – მოჰამადრეზაფარზადი, ირანი, 2011წ;

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

16:00 – „გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან“ – ბენქსი, აშშ/დიდი ბრიტანეთი 2010წ. – დოკუმენტური ფილმების სექცია.

ბენქსი, სთრით-არტის მამამთავარი, თავის ფუნჯს კამერაზე  ცვლის, მაგრამ  თავის საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებს – მაყურებლის პროვოცირება და გაოცება, ჩარჩოების მსხვრევა. ფილმში ის ყვება ექსცენტრიული ტიერი გუეტას ამბავს, რომელმაც სთრით-არტის დახურულ სამყაროში შეიჭრა.

 

კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლიარგანი”, ოფიციალური პარტნიორი. ბათუმის მერიაკინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   info@biaff.org   

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებგვერდზე (http://www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეცhttp://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s