ქეთი მაჭავარიანის “მარილივით თეთრის” წინასაპრემიერო ჩვენება BIAFF-ის ფარგლებში

დღეს ბათუმის საავტორო კინოს მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბოლო ღია ჩვენება შედგება. 12:00 სთ-ზე „ოსტატთა კოლექციიდან“ ნაჩვენები იქნება ჯერსი სკოლიმოვსკის ფილმი „აუცილებელი მკვლელობა“. სურათში ასახულია ამერიკის ჯარების მიერ ავღანეთში დაპატიმრებული მუჰამედის გაქცევა. დევნილის გადარჩენის ერთადერთი გზა ადამიანის მოკვლაა.

კინოფესტივალის პროგრამაში, გარკვეული მიზეზების გამო, ცვლილებაა. ლარს ფონ ტრიერის ფილმი „მელანქოლია“ 14:00 სთ-ის ნაცვლად საღამოს 22:00 სთ-ზე გავა.

ბათუმის დრამის თეატრში განმეორებით 13:00 სთ-ზე ნაჩვენები იქნება ტომ დილიჩიოს ამერიკული ფილმი „როდესაც უცნაური ხარ“. სურათი მოგვითხრობს ცნობილი ჯგუფის The Doors” – ის შესახებ. 15:30 სთ-ზე კი, იორგენ ლეტის „ეროტიკული მამაკაცის“ განმეორებითი ჩვენება შედგება.

17:00სთ-ზე კინოთეატრ „აპოლოში“ შეგიძლიათ იხილოთ მარკ რომანეკის „არ გამიშვა“ (დიდი ბრიტანეთი/აშშ 2010წ.)

19:00სთ-ზე კი ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრის“ წინასაპრემიერო ჩვენება შედგება. (საქართველო, 2011). საქართველო, 21ე საუკუნის დასაწყისი. ნანა, 35 წლის მარტოხელა ქალი სეზონურ სამუშაოზეა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ნანა შემოსავალს მშობლიურ ქალაქ ჭიათურაში კაფის გასახსნელად ინახავს. ნანა ხვდება პატრულის ოფიცერ ნიკოს. ნიკო აფხაზეთიდანაა დევნილი, მშობლები სხვა დევნილებთან ერთად სასტუმროში ცხოვრობენ.  ნიკოს ამნეზიით დავადებული დედა საკუთარ შვილსაც ვერ ცნობს. ნიკო ზრუნავს მშობლებზე. ნანას და ნიკოს ჩაკეტილ სამყაროს უსახლკარო გოგონა – სოფო არღვევს. სოფო მათ ახალ გზას აჩვენებს – იმედის გზას, თუმცა მხოლოდ ნანა შეძლებს გაყვეს ამ ბილიკს.

ბათუმის დრამატულ თეატრში 17:00სთ-ზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება შედგება: „სიყვარული“ ტომას ვანგსმო, (ნორვეგია, 2009), „ვირისტერფა“ იონას ოდელი, (შვედეთი, 2010), „ორძალაუფლებიანობა“, ფერდინანდო ციტო ფილომარინო (იტალია, 2010), „შუქნიშნები“, გიულიო რიჩიარელი (გერმანია, 2009), „მარიას გზა“, ანნა მილნე (დიდი ბრიტანეთი/ესპანეთი 2009), „პატარა თოვლის ცხოველი“, მიია ტერვო (ფინეთი, 2009).

ხოლო ბოლო სეანსზე, (21:00) წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმი „დაბადებულები საქართველოში“, რომლის რეჟისორია თამარ შავგულიძე, (საქართველო 2011).

თამარ შავგულიძე დაიბადა 1980 წელს. 2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტი _ მხატრული კინოს რეჟისორი (დათო ჯანელიძის სახელოსნო). “დაბადებულები საქართველოში” (2011წ.) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლიარგანი”, ოფიციალური პარტნიორი. ბათუმის მერიაკინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   info@biaff.org   

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებგვერდზე (http://www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეცhttp://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

Today in a Batumi international art house film festival will be presented last open show. At 12:00 o’clock will be shown Jerzy Skolimowski’s film called “Essential Killing”, from Masters collection. The picture shows escape of Afghan boy, Mohammed, who is captured by the US military. Mohammed must confront the necessity to kill in order to survive.

In a film festival program, for some reasons, is a change. The film of Lars Von Trier called “Melancholia” will be at 22:00 o’clock.

In a Batumi drama theatre at 13:00 o’clock will repeat Tom DiCillio’s American film called “When you are strange”. The film is about famous group “The Doors”. At 15:30 o’clock will repeat film of Jorgen Leth called “Erotic Man”.

Cinema “Apollo”: 17:00: „Never let me go” by Mark Nomanek, (UK, 2010).

19:30: “Salt White” by Keti Machavariani, (Georgia, 2011). Post-Soviet Georgia in the beginning of the 21st century. Nana, 35, a single woman works as a seasonal worker on summer resort of Black Sea coast. Nana saves her income dreaming to purchase a small café in her hometown. She occasionally meets patrol officer Niko, a refugee from Abkhazia.. Niko takes care of old parents, living at a hotel with others refugees. The father is looking after the amnesic mother, who isn’t able to recognize even her own son. Nana and Niko’s closed world is disrupted by the homeless child Sopo. She points them to a new path – path of hope. Only Nana is able to follow it.

Batumi Drama Theatre:

17:00: Short movies: Amor by Thomas Wangsmo,(Norway, 2009); Coltsfoot, by Jonas Odell, (Sweden 2010), Diarchy by Ferdinando Cito Filomarino (Italy 2010), Lights by Giulio Ricciarelli (Germany 2009), “Little Snow Animal” by Miia Tervo, (Finland, 2009), “Maria’s Way” by Anne Milne (UK/Spain 2009).

21:00: “Born in Georgia” by Tamar Shavgulidze, (Georgia, 2010). Tamar Shavgulidze was born in 1980. In 2002 graduated Shota Rustaveli Theater and Cinema State University, Faculty – Film Director (Dato Janelidze class ). “Born in Georgia” is her first feature film.

BIAFF Industry Meetings is launched this year as part of festival in cooperation of Georgian National Film Center. This year during BIAFF Industry Meetings (21-23 September) will be presented – European Film Academy, H. Balls Fund Rotterdam Film Festival, EAVE, A. Wajda Film School, Polish Film Institute and various producers.

All, interested in BIAFF 2011 program, accreditation and news can contact us via email – marketing@biaff.org

News and updates will be published on our web-site – www.biaff.org, Facebook page – www.facebook.com/biaffbatumi ,  BIAFF’s newly created blog – https://biaffbatumi.wordpress.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s