“ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანის” / BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა”

ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანის / BIAFF კინოფესტივალის  ინსტიტუციონალური  განვითარების ხელშეწყობა

 

„ბათუმის ხელოვანთა სახლი – არგანი“ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალი პროექტის განხორცილებას.

პროექტის მიზნები

პროექტის ძირითადი მიზანია  „ბათუმის ხელოვანთა სახლი – არგანის“ და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინსტიტუციონალური გაძლიერება  შემდეგი მიმართულებით:

–          ორგანიზაციული / კადრების განვითარება –  ტრენინგების,  ვორქშოფების მეშვეობით  ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული პერსონალის/ვოლუნტერების კვალიფიკაციის გაძლიერება,   ვოლუნტერთა რეკრუიტინგის სისტემის ჩამოყალიბება

–          PR / მარკეტინგული  კომუნიკაციის  გაუმჯობესება 

–          აუდიტორიის  ზრდა  – სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით კინოხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერრესება

–          BIAFF  საზაფხულო კინოსკოლის განვითარება

–          BIAFF  ინდუსტრიული   შეხვედრების  (“Industry Meetings”) სექციის  შემდგომი გაძლიერება და ხელშეწყობა

როექტი მოიცავს  2 ეტაპს:

  •  ეტაპი–  1 თებერვალი –  10 ივნისი , 2012 წ.

ძირითადი ფოკუსია კინოფესტივალის ინსტიტუციონალურ გაძლიერება –    სემინარები, ვორქშოფები, კინოჩვენებები,  საგაზეთო  ჩანართები და ა.შ.

  • ეტაპი  2 –   1 ივლისი – 1 დეკემბერი, 2012 წ.

მოიცავს –  საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზებას ივლისში,  კინოფესტივალის პერიოდში სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერას


პროექტის  ფარგლებში  დაგეგმილი  აქტივობები

 

  1. 1.    რგანიზაციის / კინოფესტივალის  მარკეტინგული და PR კომუნიკაციის გაუმჯობესება:

–          განახლებული ვებგვერდი  – ახალი, თანამედროვე დიზაინის და ტექნოლოგიურად გამართული/ფუნქციონირებადი ვებ-გვერდის შექმნა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება სოციალური მედიის ელემეტები

–          მარკეტინგული / PR კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა – კონალტინგური კომპანია   მიერ მომზადება  კინოფესტივალის PR კომუნიკაციის გეგმა, რომელიც მოიცავს  დეტალურ აქტივობებს და პრატიკულ ნაბიჯებს PR  კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით

–          სოციალური მედია მარკეტინგის  გააქტიურება –  შერჩეული იქნება ბლოგერი, რომელიც  3 თვის განმავლობაში დაგვეხმარება  BIAFF ბლოგი (www.biaffbatumi.wordpress.com), BIAFF ფეისბუქ გვერდის (www.facebook.com/biaffbatumi), პოპულარიზაციაში, წევრების მოზიდვაში

–          BIAFFის პრომომასალების მომზადება –  ფლაიერების ბეჭდვა, BIAFF-ის მცირე საინფორმაციო ბროშურების დაბეჭდვა, რომელიც დარიგდება სხვადასხვა ფესტივალებზე  ახალი, თანამედროვე დიზაინის და ტექნოლოგიურად გამართული/ფუნქციონირებადი ვებ-გვერდის შექმნა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება სოციალური მედიის ელემეტები

–          BIAFFის  შესახებ  პრეზენტაციების ორგანიზება – თბილისში და ბათუმის ინსტიტუტებში პრეზენტაციების  ორგანიზება, კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და პოპულარიზაციის მიზნით.

–          BIAFFის  2012 წლის კინოფესტივალზე  ბლოგერების კონფერენციის ორგანიზება –  2 დღიანი კონფერენცია 25 ბლოგერის მონაწილეობით თემაზე  „სოციალური მედიის მნიშვნელობა კულუტურული ღონისძიებების მარკეტინგში“

–          BIAFFის  2012 წლის კინოფესტივალის გაშუქება  ბლოგერების მიერ  – 8 შერჩეული ბლოგერი 1 კვირის განმავლობაში მოახდენს  კინოფესტივალის გაშუქეაბას სოციალურ  მედიაში

  1. 2.    კადრებისკვალიფიკაციისამაღლება  და  ორგანიზაციული  განვითარება

 

  • ტრეინინგების და სემინარების  ჩატარება   შემდეგ სფეროში:

–      PR კომუნიკაციები    – 6 დღიანი  ტრენინგი.    ტრენერი – ელდარ პირმასაშვილი  (Perytus  Group)

–      სოციალური მედია მარკეტინგი   –   5 დღიანი  ტრენინგი;  ტრენერი – დოდი   ხარხელი (თბილისის   PR  სკოლა)

–      ტრენინგი  ფოტოგრაფიაში   – 7 დღიანი  ტრენინგი;    ტრენერი – მოწვეული ტრენერები ისრაელიდან

–      პროექტის მენეჯმენტი და საპროექტო წინადადების მომზადება  – 6 დღიანი  ტრენინგი

–      ვოლუნტერების რექრუიტინგის  სისტემის ჩამოყალიბება  –  მოწვეულ კონსულტანტთან ერთად შემუშვებული იქნება ვოლუნტერების რექრუიტინგის სისტემის კონცეფცია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა

–      ვოლუნტერების შერჩევა და ტრენინგიპარტნიორ უნივერსიეტეტებში შეირჩევა  სტუდენტები,  ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები

  1. 3.    აუდიტორიის  გაზრდა და  სტეიქჰოლდერების ჩართულობა

 

  • კინოჩვენებებიBIAFF კლუბის ფარგლებში გაგრძელდება  კინოჩვენებების ორგანიზება. ასევე დაგეგმილია რამდენიმე კინორეჟისორის მოწვევა თბილისიდან და შეხვედრების ორგანიზება
  • საგაზეთო ჩანართები – გაზეთ „ბათუმელებში“ 5 ჩანართის განთავსება, რომელშიც იქნება კინოს და ზოგადად ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებული სტატიები,  ინტერვიუები და ა.შ.
  • სტეიქჰოლდერების შეხვედრა  „რეგიონში  ფესტივალების განვითარების მნიშვნელობა და კინო ინდუსტრიის პერსპექტივები“ –  კინოცენტრის,  ბათუმის კინოფესტივალის, ქ. ბათუმის მერიის, კულტურის სამინისტროს,  სხვადასხვა დონორების წარმომადგენლების  მონაწილეობით
  • თანამშრობლობის განვითარება პოტენციურ პარტნიორებთან  –  სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა. დაგეგმილია  მემორენდუმის გაფორმება შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან:
    • ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი
    • საქართველოს უნივერსიტეტი
    • ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

BIAFF   საზაფხულო კინოსკოლა

  • საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზების პერიოდი –  ივლისი, 2012 წელი,
  • ხანგძლივობა – 9 დღე
  • ჩატარების ადგილი – ბათუმი.
  • მიზნობრივი ჯგუფი – ახალგაზრდა ქართველი (და კავკასიელი) კინემატოგრაფისტები (კინოსკოლის სტუდენტები)
  • კინოსკოლის ფარგლებში ჩატარებული   სწავლება  წარმოდგენილი იქნება ტრენინგი/ ვორქშოპების სახით, რომლებსაც ჩაატარებენ უცხოელი  კინემატოგრაფისტები
  • თემატიკა –  კინორეჟისურა (რეჟისურის ტეორიული და პრაქტიკული საკითხები);
  • საზაფხულო კინოსკოლაში შეირჩევა მონაწილეები, რომლებსაც უკვე აქვთ ფილმის იდეა (მცირე მონახაზი რის გადაღებას აპირებენ) და ტრენინგის პერიოდში მოხდება ამ იდეების დამუშავებაც და ფილმის გადასაღებად სტუდენტების მომზადება.
  • საზაფხულო კინოსკოლის მონაწილეების ფილმები შემდეგში ნაჩვენები იქნება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების კინოფესტივალებზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s