გამოვლინდა 65-ე კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები

27 მაისს გაიმართა კანის კინოფესტივალი დახურვის ცერემონია სადაც გამოვლინდა გამარჯვებულები.

ოქროს პალმის რტო გადაეცა მაიკლ ჰანეკეს ფილმისთვის “AMOUR”(Love)

გრანდპრი – მათეო გარონე ფილმისთვის REALITY

საუკეთესო რეჟისორი – კარლოს რეიგადასი ფილმისთვის POST TENEBRAS LUX 

ჟიურის პრიზი – კენ ლოაჰ ფილმისთვის THE ANGELS’ SHARE

საუკეთესო მსახიობი კაცი – მედს მიკელსენი ფილმისთვის JAGTEN (The Hunt)

საუკეთესო მსახიობი ქალი – ქრისტინა ფლუტური და კოსამინა სტრატანი

ფილმისთვის DUPÃ DEALURI (Beyond The Hills)

საუკეთესო სცენარი – კრისტიან მუნგიუ ფილმისთვის DUPÃ DEALURI (Beyond The Hills)

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

ოქროს პალმის რტო გადაეცა ლ. რეზან იესილბას ფილმისთვის SESSIZ-BE DENG (Silent) 

ოქროს კამერა – ბენ ზეიტლინი ფილმისთვის BEASTS OF THE SOUTHERN WILD

 

UN CERTAIN REGARD პრიზები

პრემია “განსაკუთრებული ხედვა” – მიშელ ფრანკო ფილმისთვის DESPUÉS DE LUCIA

ჯიურის სპეციალური პრიზი – ბენუა დელეპინი და გუსტავ კერვერნი

ფილმისთვის LE GRAND SOIR

საუკეთესო მსახიობი ქალი – სუზანა კლემანი ფილმისთვის                                 

                                                       LAURENCE ANYWAYS

ემილი დეკენი ფილმისთვის À PERDRE LA RAISON

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – აიდა ბეგიჩი ფილმისთვის DJECA

 

CINÉFONDATION პრიზები

პირველი პრიზი – ტაისია იგუმენცევა ფილმისთვის ДОРОГА НА (The road to)

მეორე პრიზი – მეთიუ ჯეიმს რეილი ფილმისთვის ABIGAIL 

მესამე პრიზი – მიგელ ენგელ მულეტი ფილმისთვის LOS ANFITRIONES (The Hosts)

“ფრანგული კინოკლუბი” – ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF) და “ფრანგული ინსტიტუტის” ერთობლივი პროექტი ბათუმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

23 მაისი, 2012 წ.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 599-482181
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ვებ-გვერდი: http://www.biaff.org

სოციალური მედია:     www.biaffbatumi.wordpress.com

www.facebook.com/biaffbatumi

www.twitter.com/biaffbatumi

www.youtube.com/biaffbatumi

www.flickr.com/photos/biaffbatumi

 

ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”/BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, “ფრანგული ინსტიტუტთან” და ბათუმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს “ფრანგული კინოკლუბი” ბათუმში. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 25 მაისს, 18:30 სთ.-ზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 238 აუდიტორიაში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პროექტის, კინოჩვენებების ფორმატის და განრიგის შესახებ. პრეზენტაციას დაესწრება BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის, “ფრანგული ინსტიტუტის”, ბათუმის უნივერსიტეტის წარმომადგენელები და სტუდენტები.

პრესკონფერენციის შემდგომ 19.00-ზე გაიმართება ფრანგული ფილმების პირველი კინოჩვენება, სადაც, წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

1. Forbach – საფრანგეთი; 2008; ხანგრძლივობა 35 წუთი
რეჟისორი კლერ ბურგერი; ჟანრი – დრამა
მსახიობები: სემუელ ტეისი, მარიო ტეისი, სონია ტეისი

2. Treinta anos – საფრანგეთი; 2006; 20 წუთი
რეჟისორი – ნიკოლა ლასნიბატი
ჟანრი – დრამა
მსახიობები: ანიბალ რეინა, დენიელ ალკაინო, ერნესტო ანაკონა

3. Le silence des machines – საფრანგეთი; 2007; 9 წუთი
რეჟისორები – კოსტია ტესტუ, პოლ კალორი
ჟანრი – კომედია
მსახიობები: ლორენ შილინგი

4. Logorama – საფრანგეთი; 2011; 16 წუთი
რეჟისორები – ფრანსუა ალო, ჰარვე დე კრეი, ლუდოვიკ ჰუპლენი
ჟანრი – ანიმაცია
მსახიობები: ბობ სტეფენსონი (ხმა), შერმან ოგუსტუსი (ხმა)

“ფრანგული კინოკლუბის” მიზანია ფრანგული კინოს პოპულარიზაცია, ფრანგული კინემატოგრაფის კინოსიახლეების გაცნობა და კინოჩვენებების ორგანიზება. კინოჩვენებები მოეწყობა თვეში ორჯერ, ხუთშაბათ საღამოს და ჩვენების შემდეგ მოწეყობა დისკუსია ფილმის გარეშემო. მსგავსი პროექტები მეტად მნიშვნელოვანია ბათუმის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის, საავტორო/არაკომერციული კინოხელოვნების პოპულარიზაციისთვის.

ტრენინგები ფოტოგრაფიაში

ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“ ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ატარებს 1 კვირიან ტრენინგებს ფოტოგრაფიაში.

ტრენერები: იგორ და რომა კრუტერები (ისრაელი);

ტრენინგის თემა: კომერციული ფოტოგრაფიის თეორიული და პრაქტიკული საკითხები;

 

ტრენინგის პერიოდი: 29 მაისი – 5 ივნისი

ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა;

მონაწილეების აოდენობა – ადგილების რაოდენობა შეზღუდუალია (მაქსიმუმ 15 მონაწილე)

ტრენინგის ფორმატი – თეორიული სწავლება პრაქტიკული აქტივობებით, რომელსაც დაასრულებს ტრენინგის მონაწილეების გამოფენა 6 ივნისს (თითოეული მონაწილე წარმოადგენს A4 ზომის 3 ფოტოს);

ტრენინგზე მონაწილეობის პირობები –  ტრენინგზე მონაწილეობა შეუძლია როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ ფოტოხელოვანებს. ტრენინგზე დასწრება მონაწილეებისთვის უფასოა და შერჩევა ხდება ბათუმის ხელოვანთა სახლის მენეჯმენტის მიერ. ტრენინგის მონაწილეებს ერთადერთი ვალდებულება ექნებათ ის, რომ საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მსვლელობისას (16-23 სექტემბერი, 2012 წ.) უნდა მოამზადონ თითო პორტფოლიო.

ინფორმაცია ტრენერის შესახებ

იგორ კრუტერი – ფოტოგრაფი, რომლის საქმიანობის სფერო კომერციული ფოტოგრაფიაა. დაიბადა ოდესაში 1979 წელს, 1991 წელს კრუტერების ოჯახი გადასხლდა ისრაელში. 2003-07 წლებში სწავლობდა ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში (ჰოლანდია), 2008 წლიდან მუშაობს ცნობილ და სკანდალურ ფოტოხელოვანთან ერვინ ოლაფთან (Erwin Olaf).

პრიზები და ჯილდოები

2010 Winner “Master CUP Award”, International Color Awards. USA

2010 Nominated “B&W – Spider Award”, UK

2009 Winner “Tarbut”, National Competition, Israёl

2009 IPA (International Photography Award), Honorable Mentions, USA

2009 PX3 (Prix de la Photographie Paris Competition), Honorable Mentions, French

2008 IPA (International Photography Award), Honorable Mentions, USA

2008 Finalist, Shots Competition, London, UK

2007 Nominated “Art Olive”- Jong Talent 07, The Netherlands

გამოფენები

coming soon: 2011 “Pyramida”, Contemporary Art Center, Haifa, Israёl

2010 FotoLoft gallery, Winzavod, Moscow, Russia

2010 Dutch Art Now,The National Arts Club, New York City, USA

2010 Realizme 10, Amsterdam, The

2009 Eduard Planting Fine Art Photographs, Amsterdam, The Netherlands

2008 Millionaire Fair, rep. Moscow, Russia

2008 LAK-galerie, Universiteit Leiden, Leiden, The Netherlands

2008 Extravaganza, Manege, Moscow, Russia

2008 RH-08, Grote Kerk, Breda, The Netherlands

2008 International Biennale for Young Art, Contemporary Art Center: “Winzavod”, Moscow, Russia

2008 Radboud Universiteit, Nijmegen, The Netherlands

2007 Domstad, Utrecht, The Netherlands

2007 Gallery Utrecht, Utrecht, The Netherlands

2007 Gallery Newuntitled, Venlo, The Netherlands

2007 Theater aan de Rijn, Arnhem, The Netherlands

2006 Gallery Magenta, Nijmegen, The Netherlands

2006 Foto-Lux, Nijmegen, The Netherlands

2003 The Marc Chagall Artists’ House, Haifa, Is

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ. ფოსტა: marketing@biaff.org

ტელ: 599-482181

ინტერნეტი: www.biaff.org

www.facebook.com/biaffbatumi

www.biaffbatumi.wordpress.com

www.twitter.com/biaffbatumi

www.youtube.com/biaffbatumi 

BIAFF იწყებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას საერთაშორისო საკონკურსო სექციისთვის

BIAFF კინოფესტივალი  იწყებს  მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას

საერთაშორისო საკონკურსო სექციისთვის

BIAFF კინოფესტივალი  იწყევს  მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას ახალგაზრდა კინორეჟისორების ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციისთვის. კინოფესტივალის გაიმართება 2012 წლის 16-23 სექტემბერს ქ. ბათუმში.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება გაგრძელდება 2012 წ., 5 აგვისტომდე და შერჩეული ფილმები გამოცხადდება 5 სექტემბერს.

მოთხოვნები

– ასაკი –   35 წლამდე

–  ჟანრი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმები

– ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 35 წთ-მდე- გადაღების პერიოდი – 2011 ან 2012 წწ.

კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორია – ქ. ბათუმის მერია. მხარდამჭერები – ავიაკომპანია „აირზენა“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი,  „ბრიტანეთის საბჭო“, „ღია საზოგადოება საქართველო“, „პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი“ და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაცია 

ტელ: 599-482181

ელფოსტა: marketing@biaff.org

ვებგვერდი: http://www.biaff.org

სოციალური მედია:   www.biaffbatumi.wordpress.com

                                        www.facebook.com/biaffbatumi

                                        www.twitter.com/biaffbatumi

                                        www.youtube.com/biaffbatumi

                                        http://www.flickr.com/photos/biaffbatumi

  აჭარ…

  აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი – პროექტის პრეზენტაცია “ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანის” / BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა”

 

ბათუმის კინოფესტივალი მზადების პროცესშია

პრესრელიზი

01 მაისი, 2012

დაუყოვნებლივიგავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 574-482181, 597-998272

ელ. ფოსტა: marketing@biaff.org

ვებ-გვერდი: www.biaff.org

სოც. მედია: www.biaffbatumi.wordpress.com

                       www.facebook.com/biaffbatumi

                       www.twitter.com/biaffbatumi

                       www.youtube.com/biaffbatumi

                       http://www.flickr.com/photos/biaffbatumi

ბათუმის კინოფესტივალი მზადების პროცესშია

 

ბათუმი უკვე ემზადება მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. წლევანდელი ფესტივალის საორგანიზაციო და საინფორმაციო/სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებისთვის, “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭრით ხორცილედება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს BIAFF კინოფესტივალის თანამშრომლებისა და მოხალისეების გადამზადებას. აპრილში ჩატარდა 6 დღიანი ტრენინგი  „ეფექტური PR კომუნიკაციაში“ (ტრენერი ელდარ პირმისაშვილი, „Peritus Group”) და ამჟამად მიმდინარეობს ტრენინგები ეფექტურ ონლაინ კომუნიკაციაში (ტრენერი სანდრო ასათიანი – http://www.sandroasatiani.com) .

ტრეინინგი მიზნად ისახავს მონაწილეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ეფექტურად გაავრცელონ და მართონ ინფორმაცია სოციალურ მედიაში.

2012 წლის 28-29 აპრილს ჩატარდა ტრეინინგის პირველი ეტაპი, სადაც განიხილეს ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები, საძიებო სისტემების შექმნის ისტორია და მათი ეფექტური გამოყენება, Google-ის დოკუმენტებთან მუშაობის, ბლოგის და სხვადასხვა სოციალური ქსელების  ინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოყენების მეთოდები და ა.შ.

ტრენინგ სესია განახლდება 2012 წლის 12 მაისს და შემდეგ ეტაპზე მსმენელები გაეცნობიან სოციალური მედიის გამოყენების კონკრეტულ შემთხვევებს საქართველოსა და უცხოეთის მაგალითებზე, WordPress-­ის შესაძლებლობებს და მართვის პანელს, SMO, SMM, Web 2.0 არსს, სოციალური მედიის  PR-ის კუთხით გამოყენების სპეციფიკას.

ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს BIAFF–ის გუნდის PR კომუნიკაციისა და სოციალური მედიის ეფექტური გამოყენების უნარ-ჩვევების გაძლიერებას და პროექტით გათავალისწინებულ სხვა აქტივობებთან ერთად (ახალი ვებ-გვერდის შექმნა –

კომპანია “Ltd. “Propaganda HQ”-ს მიერ – www.propagandaHQ.ge; კინოფესტივალის PR სტრატრეგიის გეგმის მომზადება „Peritus Group”-ის მიერ – http://www.peritus.ge ) მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფესტივალის კიდევ უფრო პოპულარიზაციას, აუდიტორიის მოზიდვას და უკეთეს ორგანიზაციას.


სტეიქჰოლდერების შეხვედრა ბათუმში „კინოინდუსტრიის და კინოფესტივლების განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში“

პრესრელიზი

 01 მაისი, 2012 წ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 599-482181

ელ. ფოსტა: marketing@biaff.org

ვე-გვერდი: www.biaff.org

www.biaffbatumi.wordpress.com;      

www.facebook.com/biaffbatumi       

www.twitter.com/biaffbatumi;  

 www.youtube.com/biaffbatumi;             

http://www.flickr.com/photos/biaffbatumi

სტეიქჰოლდერების შეხვედრა ბათუმში  კინოინდუსტრიის  და კინოფესტივლების განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში“

ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი“,   „ღია საზოგადოება საქართველოს”  მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმში 4-5 მაისს  გეგმავს სტეიქჰოლდერების 2 დღიან სამუშაო შეხვედრას თემაზე:  კინოინდუსტრიის  და კინოფესტივლისგანვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში“.

Continue reading