ბათუმის კინოფესტივალი მზადების პროცესშია

პრესრელიზი

01 მაისი, 2012

დაუყოვნებლივიგავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 574-482181, 597-998272

ელ. ფოსტა: marketing@biaff.org

ვებ-გვერდი: www.biaff.org

სოც. მედია: www.biaffbatumi.wordpress.com

                       www.facebook.com/biaffbatumi

                       www.twitter.com/biaffbatumi

                       www.youtube.com/biaffbatumi

                       http://www.flickr.com/photos/biaffbatumi

ბათუმის კინოფესტივალი მზადების პროცესშია

 

ბათუმი უკვე ემზადება მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. წლევანდელი ფესტივალის საორგანიზაციო და საინფორმაციო/სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებისთვის, “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭრით ხორცილედება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს BIAFF კინოფესტივალის თანამშრომლებისა და მოხალისეების გადამზადებას. აპრილში ჩატარდა 6 დღიანი ტრენინგი  „ეფექტური PR კომუნიკაციაში“ (ტრენერი ელდარ პირმისაშვილი, „Peritus Group”) და ამჟამად მიმდინარეობს ტრენინგები ეფექტურ ონლაინ კომუნიკაციაში (ტრენერი სანდრო ასათიანი – http://www.sandroasatiani.com) .

ტრეინინგი მიზნად ისახავს მონაწილეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ეფექტურად გაავრცელონ და მართონ ინფორმაცია სოციალურ მედიაში.

2012 წლის 28-29 აპრილს ჩატარდა ტრეინინგის პირველი ეტაპი, სადაც განიხილეს ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები, საძიებო სისტემების შექმნის ისტორია და მათი ეფექტური გამოყენება, Google-ის დოკუმენტებთან მუშაობის, ბლოგის და სხვადასხვა სოციალური ქსელების  ინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოყენების მეთოდები და ა.შ.

ტრენინგ სესია განახლდება 2012 წლის 12 მაისს და შემდეგ ეტაპზე მსმენელები გაეცნობიან სოციალური მედიის გამოყენების კონკრეტულ შემთხვევებს საქართველოსა და უცხოეთის მაგალითებზე, WordPress-­ის შესაძლებლობებს და მართვის პანელს, SMO, SMM, Web 2.0 არსს, სოციალური მედიის  PR-ის კუთხით გამოყენების სპეციფიკას.

ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს BIAFF–ის გუნდის PR კომუნიკაციისა და სოციალური მედიის ეფექტური გამოყენების უნარ-ჩვევების გაძლიერებას და პროექტით გათავალისწინებულ სხვა აქტივობებთან ერთად (ახალი ვებ-გვერდის შექმნა –

კომპანია “Ltd. “Propaganda HQ”-ს მიერ – www.propagandaHQ.ge; კინოფესტივალის PR სტრატრეგიის გეგმის მომზადება „Peritus Group”-ის მიერ – http://www.peritus.ge ) მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფესტივალის კიდევ უფრო პოპულარიზაციას, აუდიტორიის მოზიდვას და უკეთეს ორგანიზაციას.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s