სტეიქჰოლდერების შეხვედრა ბათუმში „კინოინდუსტრიის და კინოფესტივლების განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში“

პრესრელიზი

 01 მაისი, 2012 წ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 599-482181

ელ. ფოსტა: marketing@biaff.org

ვე-გვერდი: www.biaff.org

www.biaffbatumi.wordpress.com;      

www.facebook.com/biaffbatumi       

www.twitter.com/biaffbatumi;  

 www.youtube.com/biaffbatumi;             

http://www.flickr.com/photos/biaffbatumi

სტეიქჰოლდერების შეხვედრა ბათუმში  კინოინდუსტრიის  და კინოფესტივლების განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში“

ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი“,   „ღია საზოგადოება საქართველოს”  მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმში 4-5 მაისს  გეგმავს სტეიქჰოლდერების 2 დღიან სამუშაო შეხვედრას თემაზე:  კინოინდუსტრიის  და კინოფესტივლისგანვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში“.

შეხვედრის განრიგი – 4 მაისი  –  13.30-17.30;    5 მაისი – 11.00-14.30;

შეხვედრის ადგილი – ქ. ბათუმი, სასტუმრო „ჩაო”-ს საკონფერენციო დარბაზი. მის: ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის (ერა) ქ. 75

შეხვედრის მიზანია – სამუშაო შეხვედრის ფორმატში წარმოდგენილი იქნეს აჭარის რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით არსებული რეალობა და პერსპექტივები, კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზები, კინოფესტივალების განვითარების მხრივ არსებული სიტუაცია და მისი მნიშვნელობა რეგიონის კულტურული ცხოვრების გააქტიურების, რეგიონის პოპულარიზაციის, ტურიზმის და კინოინდუსტრიის განვთარების ხელშეწყობის კუთხით. ასევ განხილული იქნება  სხვადასხვა სტეიქჰოლდერების – საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ეფექტური  გზები.

შეხვედრის  ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იქნება  საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ინფორმაცია მიზნობრივი და საგრანტო პროგრამების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია კინოს და ზოგადად კულტურის სფეროს განვითარებაზე და ა.შ. BIAFF კინოფესტივალის ორგანიზატორები წარმოადგენენ ინფორმაციას კინოფესტივალის ორგანიზების წარსული გამოცდილების, განვითარების სტრატეგიის და სხვადასხვა პროგრამების შესახებ, რომლის რეალიზაციაც დაგეგმილია სამომავლოდ სამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.  შეხვედრის მეორე დღეს მოხდება აჭარაში კინოინდუსტრიის განვითარების, კინოს პოპულარიზაციის პრაქტიკული ნაბიჯების/პროგრამების/ პროექტების/წინადადებების განხილვა და ამ კუთხით სამთავრობო, კერძო/არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციების/დონორების ერთობლივი მუშაობის/თანამშრომლობის გზების განსაზღვრა.

შეხვედრის მონაწილეები  –     BIAFF კინოფესტივალი (ორგანიზატორი),   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი,   აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო,  ბათუმის მერია,  აჭარის მთავრობის აპარატი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურიზმის სააგენტო,  ბათუმში ხელოვნების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორები (ანიმაციური ფესტივალი „თოფუზი“ და ა.შ.),     ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი,   კინოინდუსტრიის წარმომადგენლები (კინორეჟისორები, პროდიუსერები, კინომცოდნეები),    საერთშორისო ორგანიზაციები – OSF/”ღია საზოგადოება საქართველო”, British Council, ფრანგული ინსტიტუტი  და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s