“ფრანგული კინოკლუბი” – ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF) და “ფრანგული ინსტიტუტის” ერთობლივი პროექტი ბათუმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

23 მაისი, 2012 წ.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 599-482181
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ვებ-გვერდი: http://www.biaff.org

სოციალური მედია:     www.biaffbatumi.wordpress.com

www.facebook.com/biaffbatumi

www.twitter.com/biaffbatumi

www.youtube.com/biaffbatumi

www.flickr.com/photos/biaffbatumi

 

ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”/BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, “ფრანგული ინსტიტუტთან” და ბათუმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს “ფრანგული კინოკლუბი” ბათუმში. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 25 მაისს, 18:30 სთ.-ზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 238 აუდიტორიაში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პროექტის, კინოჩვენებების ფორმატის და განრიგის შესახებ. პრეზენტაციას დაესწრება BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის, “ფრანგული ინსტიტუტის”, ბათუმის უნივერსიტეტის წარმომადგენელები და სტუდენტები.

პრესკონფერენციის შემდგომ 19.00-ზე გაიმართება ფრანგული ფილმების პირველი კინოჩვენება, სადაც, წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

1. Forbach – საფრანგეთი; 2008; ხანგრძლივობა 35 წუთი
რეჟისორი კლერ ბურგერი; ჟანრი – დრამა
მსახიობები: სემუელ ტეისი, მარიო ტეისი, სონია ტეისი

2. Treinta anos – საფრანგეთი; 2006; 20 წუთი
რეჟისორი – ნიკოლა ლასნიბატი
ჟანრი – დრამა
მსახიობები: ანიბალ რეინა, დენიელ ალკაინო, ერნესტო ანაკონა

3. Le silence des machines – საფრანგეთი; 2007; 9 წუთი
რეჟისორები – კოსტია ტესტუ, პოლ კალორი
ჟანრი – კომედია
მსახიობები: ლორენ შილინგი

4. Logorama – საფრანგეთი; 2011; 16 წუთი
რეჟისორები – ფრანსუა ალო, ჰარვე დე კრეი, ლუდოვიკ ჰუპლენი
ჟანრი – ანიმაცია
მსახიობები: ბობ სტეფენსონი (ხმა), შერმან ოგუსტუსი (ხმა)

“ფრანგული კინოკლუბის” მიზანია ფრანგული კინოს პოპულარიზაცია, ფრანგული კინემატოგრაფის კინოსიახლეების გაცნობა და კინოჩვენებების ორგანიზება. კინოჩვენებები მოეწყობა თვეში ორჯერ, ხუთშაბათ საღამოს და ჩვენების შემდეგ მოწეყობა დისკუსია ფილმის გარეშემო. მსგავსი პროექტები მეტად მნიშვნელოვანია ბათუმის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის, საავტორო/არაკომერციული კინოხელოვნების პოპულარიზაციისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s