შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში BIAFF კინოფესტივალის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

7 ივნისს შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართა BIAFF კინოფესტივალის პრეზენტაცია, ფესტივალის დირექტორმა ზვიად ელიზიანმა ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე დაგეგმილი 3 ახალი პროექტის: BIAFF საზაფხულო კინოსკოლა (27 ივლისი-6 აგვისტო, 2012 წ.), BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი (17-23 სექტემბერი), ბლოგერების ორდღიანი ვორქშოფისა და ბლოგერების კონკურსის შესახებ ისაუბრა და დამსწრე აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია ბლოგერების ორდღიანი ვორქშოფი (15-16 სექტემბერი) თემაზე – „სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების საინფორმაციო/სარეკლამო კამპანიისთვის“ . ვორკშოპში მონაწილეობას 22-25 ბლოგერი მიიღებს. წარმოდგენილი იქნება სოციალური მედიაში კულტურული ღონისძიებების გაშუქების წარმატებული ქართული და უცხოური ქეისები, მოხდება მათი განხილვა. დაინტერესებულ ბლოგერებს საშუალება მიეცემათ გაიარონ აკრედიტაცია ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე . ბლოგერების კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული ბლოგერი, რომლებსაც შემდეგ წელს კინოფესტივალის დაფინანსებით შეეძლებათ დაესწრონ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს, მათ ასევე გადაეცემათ ფესტივალის სპონსორების მიერ დაწესებული სხვა პრიზები.

ვრცლად ინფორმაცია იხილეთ პრეზენტაციაში :

Biaff presentation – 2012 – bloggers   

 BIAFF საზაფხულო კინოსკოლის პროექტის ფარგლებში ჩატარდება 8 დღიანი ინტენსიური ტრენინგი სცენარის განვითარების საკითხებზე, რომელსაც ჩაატარებს მოწვეული ტრენერი ინგლისიდან – პოლ კრონინი / Paul Cronin (ლონდონის კინოსკოლა). ტრენინგების დროს ასევე განხილული იქნება მონაწილეთა სამოამვლო ფილმის სცენარის იდეები და ტრენერის მხრიდან მიცემული იქნბეა შესაბამის რეკომენდაციები.

BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის პროექტის ფარგლებში შეირჩევა 2-3 ხუთკაციანი გუნდი, რომელსაც ჩაუტარდება პრაქტიკული ხასიათის ტრენინგები დოკუმენტურ კინოში, რომელიც კომბინირებული იქნება გადაღების პროცესთან და ერთი კვირიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გადაიღბენ 10-15 წთ.-იან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტურ ფილმს, წინასწარშერჩეულ თემატიკაზე. ტრენინგები ხორცილდება ბრიტანული პარტნიორი ორგანიზაციის (Postdoc Films) ტრენერების და ბრიტანელი დოკუმენტალისტი რეჟისორის შონ მაკალისტერის (Sean McAlister) მიერ.

ადგილები, როგორც BIAFF საზაფხულო კინოსკოლის, ისე BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის დროს შეზღუდულია და მონაწილეთა შერჩვევა მოხდება BIAFF მენეჯმენტის მიერ.

ვრცლად ინფორმაცია BIAFF საზაფხულო კინოსკოლის და   BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის პროექტის  შესახებ იხილეთ პრეზენტაციაში :

BIAFF საზაფხულო კინოსკოლის და   BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s