BIAFF   საზაფხულო კინოსკოლა

 

ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“ BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იწყებს ახალ პროექტს – BIAFF საზაფხულო კინოსკოლა, რომლის მიზანია კინოგანათლების ხელშეწყობა საქართველოში და ახალგაზრდა კინორეჟისორების პროფესიული უნარ-ჩვევბის ამაღლება.

მხარდამჭერები  –  ფონდი  „ღია საზოგადოება საქართველო“,  აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

პარტნიორები ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი; შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

ინფორმაცია BIAFF საზაფხულო კინოსკოლაზე

–      ჩატარების ადგილი და პერიოდი – ქ. ბათუმი; 27 ივლისი- 5 აგვისტო, 2012 წ.

–      2012 საზაფხულო კინოსკოლის თემატიკა –   სცენარის განვითარება“

–      ტრენინგის განრიგი /ხანგძლივობა – 9 დღე ; დღის განმავლობაში   4.5-5  სთ.-იანი  ტრენინგი

–      ტრენერი ინგლისიდან –  პოლ კრონინი / Paul Cronin   (ლონდონის კინოსკოლა). ინფორმაცია ტრენერზე/ტრენინგზე- http://www.lfs.org.uk/courses/workshops/directing/wsdir03/index.php

–      მიზნობრივი ჯგუფი – ახალგაზრდა ქართველი (და კავკასიელი) რეჟისორები, სცენარტისტები. ასაკობრივი ლიმიტი – 19-30 წ.

–      მონაწილეთა რაოდენობა – 20-22  მონაწილე, აქედან – 2-2 მონაწილე  აზერბაიჯანი/სომხეთი,  5 – ბათუმი, 11-12 თბილისი

–      ტრენინგის სამუშაო ენა – ინგლისური, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანიც.

 

ტრენინგის ფორმატი – კინოსკოლის ფარგლებში ჩატარებული   სწავლება  წარმოდგენილი იქნება ტრენინგი/ ვორქშოპების სახით, რომლებსაც ჩაატარებს უცხოელი  ტრენერი. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ისეთ საკითხებზე როგორიცაა – სცენარის განვითარების მთავარი საშუალებები, სცენარის სტრუქტურა, თუ როგორ დაწერონ სცენარი იდეისა, რისი გადმოცემაც სურთ მათ და როგორ მოახდინონ ამ იდეის/სცენარის ეფექტური ტრანსფორმაცია ფილმად.  ტრენინგი მოიცავს ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას.

ტრენინგების დროს ასევე განხილული იქნება მონაწილეთა სამომავლო ფილმის სცენარის იდეები და ტრენერის მხრიდან მიცემული იქნება შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები, რაც დაეხმარებათ სცენარის იდეის დამუშავებაში.

 

შერჩევის კრიტერიუმები  – საზაფხულო კინოსკოლაში შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

–      გამოცდილება (გადაღებული ფილმები და  ა.შ.)

–      ფილმის იდეის/სცენარის მონახაზის შეფასება

–       სარეკომენდაციო წერილები

მონაწილეობის პირობები

–          საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა არის  უფასო !

–          პროექტის ფარგლებში  BIAFF  უზრუნვეყლოფს განთავსებას (+ ორჯერადი კვება)

–          ტრენინგთან დაკავშირებული მასალებს

–          ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები

BIAFF საზაფხულო კინოსკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

–          შევსებული სააპლიკაციო ფორმა – დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე აპლიკაციის ფაილისთვის

–          CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)

–          წინა  წლებში გადაღებული ფილმების  DVD ვერსია

–          მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის მონახაზი რომლის გადაღებასაც აპლიკანტი აპირებს სამომავლოდ.

აპლიკაციების მიღება დაწყებულია და  ბოლო ვადა 14 ივლისი

საკონტაქტო ინფორმაცია

 ტელ: 574-482181, 579-190375

ელ. ფოსტა:   info@biaff.org

ვებ-გვერდი:  www.biaff.org

სოც.მედია:  www.biaffbatumi.wordpress.com;   www.facebook.com/biaffbatumi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s