“BIAFF კინოფესტივალის კონკურსი და ვორქშოფი ბლოგერებისთვის”

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი იწყებს ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ვორშოფსა და ბლოგერების კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი  ბლოგერების განაცხადების მიღებას .

ინფორმაცია ვორქშოფის შესახებ:

ჩატარების ადგილი და პერიოდი – ქ.ბათუმი 15-16 სექტემბერი 2012 წ

ვორქშოფის თემა – სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში

ვორქშოპის განრიგი ხანგრძლივობა – 2 დღე ,დღეში 5 საათი

მონაწილეთა რაოდენობა – 22-25 ბლოგერი

ვორქშოფის სამუშაო ენა : ქართული

ვორშოფის ფორმატი: ბლოგერების მიერ ვორქშოპის პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები , სოციალური მედიის მეშვეობით კულტურული ღონისძიებების გაშუქების წარმატებული ქართული და უცხოური ქეისების შესახებ. ვორქშოფის მეორე დღე დაეთმობა  შმდეგი თემების განხილვას : რა სიტუაციაა დღეის მდგომარეობით ქართულ სოციალურ მედიაში კულტურული ღონისძიებების გაშუქება/პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება გააქტიურდეს სოციალური მედიის როლი ამ სფეროში, როგორ შეიძლება გავზარდოთ დაინტერესება კულტურის სფეროში არსებული ორგანიზაციების ფესტივალების ორგანიზატორების მხრიდან  და ა.შ.

შერჩევის კრიტერიუმები – ბლოგერთა შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით

  • ბლოგის პოპულარობა/აქტიურობა, ბლოგერის გამოცდილება
  • ბლოგის კუნოს/კულტურის თემაზე ორიენტაცია
  • ბლოგერის დაინტერესება/მზაობა -კინოფესტივანის გაშუქების კუთხით

ვორქშოფში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებს რამდენიმე ბათუმელი ბლოგერი  (3-4)  და ფესტივალის 2011 წელს გამარჯვებული 4 ბლოგერი

  • მარიამ პაიჭაძე
  • ნინი ოქროპირიძე
  • ანა გელბახიანი
  • გოჩა გაბოძე

BIAFF ვორქშოფის მონაწილეებისთვის უზრუნველყოფს შემდეგს

  • ტრანსპორტირება
  • განთავსება 2 დღე/3 ღამე
  • კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი
  • კინოფესტივალის აბონემენტი

თუ ვორქშოფის მონაწილეებს ექნებათ სურვილი , რომ საკუთარი ხარჯებით დარჩნენ  კინოფესტივალის  დახურვამდე ჩვენ თავაზობთ :

  • დახმარება განთავსების ხელმისაწვდომი ვარიანტების მოძიებაში
  • კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალის მოსაწვევი და აბონემენტი ფესტიანის მთლიანი პერიოდისათვის

კონკურსი ბლოგერებისთვის

ფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება ბლოგერების კონკურსი. 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს , ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს.

2012 წელს გამარჯვებული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგლისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის წვეულებაზე.

დამატებითი პრიზები

კინოფესტივალის პარტნიორი ტურ კომპანია wonderland  ფესტივალის გამარჯვებული ბლოგერებისთვის აწესებს შემდეგ პრიზებს

  • საუკეთესო ბლოგერი 500 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერი (საქართველოს ფარგლებში
  • დანარჩენ ორ გამარჯვებულ ბლოგერს გადაეცემა თითოეულს 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კონკურსში გამარჯვებული სამი ბლოგერისათვის აწესებს შემდეგ პრიზებს

  • ტურისტული პაკეტი: მტირალას ეროვნულ ტყე პარკში, ტური ღვინის სახლში .
  • კავკასიის უნივერსტეტი აწესებს ბათუმის კინოფესტივალზე გამოცხადებული ბლოგერების კონკურსში მონაწილე სამი საუკეთესო ბლოგერისთვის პრიზებს. ვაუჩერი კავკასიის მედიის სკოლის სასერტიფიკატო სამი კურსიდან ერთ ერთის უფასოდ გავლაზე.

    1. ფოტოგრაფია – გურამ წიბახაშვილი
    2. დოკუმენტური ფილმი – სალომე ჯაში, http://cu.edu.ge/?i=17074&l=2
    3. ლიტერატურა – ლევან ბერძენიშვილი, http://www.cu.edu.ge/?l=2&i=12919&i2=18583

    გამარჯვებულ ბლოგერებს სურვილისამებრ შეეძლებათ აირჩიონ ერთ-ერთი და გაიარონ უფასოდ.

    კურსის ვაუჩარი გადაეცემათ ფერსტივალის დახურვის შემდეგ, გამარჯვებული ბლოგერის გამოვლენის შემდეგ.

კონკურსში და ვორქშოფში მონაწილეობის პირობები

  • ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით)
  • კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება, კინოფესტივალის მსვლელობისას ასევე მინიმუმ 1 პოსტის გამოქვეყნება
  • კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით

ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს

  • აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას
  • ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ  ფესტივალის ჟიური , სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები
  • ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი
  • მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი

ვორქშოპში მონაწილე ბლოგერებიდან BIAFF მენეჯმენტი შეარჩევს დამატებით 3-4 ბლოგერს ფესტივალის საჭიროებებიდან გამომდინარე , შერჩეულ ბლოგერებს ექნებათ მოთხოვნა კინოფესტივალის აქტიური გაშუქების ბლოგებზე პოსტების ვიდეო პოსტების  და ა.შ მეშვეობით . შერჩეულ ბლოგერებს ბათუმის საავტორო ფესტივალი აუნაზღაურებს ტრანსპორტირებისა და 9 დღის განმავლობაში ცხოვრების ხარჯებს.

თუ გსურთ გახდეთ ბატუმის საავტორო კინოფესტივალის კონკურსის მონაწილე და ასევე მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფში დაგვიკავშირდით

mail: info@biaff.org
mob:574 482 181

გოჩა გაბოძე

mail: gabo@gabo.ge

mob: 598 359 050

2 thoughts on ““BIAFF კინოფესტივალის კონკურსი და ვორქშოფი ბლოგერებისთვის”

  1. Pingback: კინოფესტივალი და ბათუმი ♒ | სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  2. Pingback: ინოფესტივალი და ბათუმი ♒ | სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s