BIAFF კონკურსსა და ვორქშოპზე მონაწილე ბლოგერების აპლიკაციების მიღებას ასრულებს

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი  25 ივლისს ასრულებს, ბლოგერთა აპლიკაციების მიღებას,  15-16 სექტემბერს დაგეგმილ ვორქშოფსა და ბლოგერთა კონკურსისთვის.  ვორქშოპში მონაწილე ბლოგერთა სია გამოქვეყნდება აგვისტოს პირველ რიცხვებში, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდისა  და ბლოგის მეშვეობით .

ინფორმაცია ვორქშოფის შესახებ :

ვორქშოფი გაიმართება თემაზე: “სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში”.

ვორქშოფის განრიგი და ხანგრძლივობა : 2 დღე , დღეში 5 საათი

მონაწილეთა რაოდენობა : 22-25 ბლოგერი

ვორქშოფის სამუშაო ენა : ქართული

ვორქშოფის ფორმატი: ვორქშოფის პირველ დღეს, ბლოგერების მიერ წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები, სოციალური მედიის მეშვეობით კულტურული ღონისძიებების გაშუქების, წარმატებული ქართული და უცხოური ქეისების შესახებ. ვორქშოფის მეორე დღე დაეთმობა შემდეგი თემების განხილვას: რა სიტუაციაა დღეის მდგომარეობით საქართველოში სოციალური მედიით კულტურული ღონისძიებების გაშუქება/პოპულარიზებასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება გააქტიურდეს სოციალური მედიის როლი ამ სფეროში, როგორ შეიძლება გავზარდოთ დაინტერესება კულტურის სფეროში არსებული ორგანიზაციების, ფესტივალების ორგანიზატორების მხრიდან.

შერჩევის კრიტერიუმები: ბლოგერთა შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ბლოგის პოპულარობა/აქტიურობა, ბლოგერის გამოცდილება
  • ბლოგის კინოს/კულტურის თემაზე ორიენტაცია
  • ბლოგერის დაინტერესება/მზაობა -კინოფესტივანის გაშუქების კუთხით

ვორქშოფში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებს რამდენიმე ბათუმელი ბლოგერი (3-4) და ფესტივალის 2011 წელს გამარჯვებული 4 ბლოგერი

  • მარიამ პაიჭაძე
  • ნინი ოქროპირიძე
  • ანა გელბახიანი
  • გოჩა გაბოძე

BIAFF ვორქშოფის მონაწილეებისთვის უზრუნველყოფს შემდეგს:

  • ტრანსპორტირება
  • განთავსება 2 დღე/3 ღამე
  • კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი
  • კინოფესტივალის აბონემენტი

ბლოგერებს რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, საკუთარი ხარჯებით დარჩნენ ფესტივალის დასრულებამდე, კინოფესტივალი სთავაზობს:

დახმარებას, განთავსების ხელმისაწვდომი ვარიანტების მოძიებაში, კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალის მოსაწვევს და აბონემენტს ფესტივალის მთლიანი პერიოდისათვის.

კონკურსი ბლოგერებისთვის

ფესტივალის მიმდინარეობისას (16 -23 სექტემბერი) ცხადდება კონკურსი ბლოგერებისთვის . 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, შემდეგ წელს ფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს.

2012 წელს გამარჯვებული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგლისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის წვეულებაზე.

დამატებითი პრიზები

კინოფესტივალის პარტნიორი ტურ კომპანია wonderland, ფესტივალის გამარჯვებული ბლოგერებისთვის აწესებს შემდეგ პრიზებს

საუკეთესო ბლოგერისთვის,  500 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერს, საქართველოს ფარგლებში არსებულ ტურებზე.
დანარჩენ ორ გამარჯვებულ ბლოგერს, გადაეცემა თითოეულს 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი.

კონკურსში და ვორქშოფში მონაწილეობის პირობები

  • ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით)
  • კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება, კინოფესტივალის მსვლელობისას ასევე მინიმუმ 1 პოსტის გამოქვეყნება
  • კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით

ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს

  • აკრედიტაციას, რაც საშუალებას მისცემთ დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას.
  • ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება, დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები.
  • ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი, სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი, გვარი, ბლოგის მისამართი.
  • მაისურს ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგს

ვორქშოფში მონაწილე ბლოგერებიდან BIAFF მენეჯმენტი შეარჩევს დამატებით 3-4 ბლოგერს ფესტივალის საჭიროებებიდან გამომდინარე , რომელთაც ექნებათ მოთხოვნა კინოფესტივალის აქტიური გაშუქების საკუთარ ბლოგებზე. შერჩეულ ბლოგერებს ბათუმის საავტორო ფესტივალი აუნაზღაურებს ტრანსპორტირებისა და 9 დღის განმავლობაში ცხოვრების ხარჯებს.

თუ გსურთ გახდეთ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის კონკურსის მონაწილე და ასევე მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფში დაგვიკავშირდით.

mail: info@biaff.org
mob:574 482 181

გოჩა გაბოძე

mail: gabo@gabo.ge

mob: 598 359 050

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s