BIAFF საზაფხულო კინოსკოლა დაიწყო

პრესრელიზი

30 ივლისი, 2012
დაუყოვნებლივიგავრცელებისთვის

საკონტაქტოინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებგვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF საზაფხულო კინოსკოლა დაიწყო

 28 ივლისს, BIAFF კინოსფესტივალის ორგანიზებით  საზაფხულო კინოსკოლა დაიწყო ბათუმში. კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ შეირჩა 22 ახალგაზრდა კინემატოგრაფი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კინოსკოლაში. კანდიდატთა შერჩევა მოხდა მათი გამოცდილების, წინა წარმოდგენილი ფილმის იდეისა და სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების მიხედვით.

კინოსკოლის მიზანია საქართველოში კინოგანათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდა კინორეჟისორების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება.

სწავლება  მიმდინარეობს ვორქშოპების სახით, რომლებსაც უძღვება მოწვეული  ტრენერი ლონდონიდან პოლ კრონინი Mr. Paul Cronin (http://www.lfs.org.uk/courses/workshops/directing/wsdir03/index.php)

საზაფხულო კინოსკოლისთემატიკაა სცენარისგანვითარება. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ისეთ საკითხებზე როგორიცაა – სცენარის განვითარების მთავარი მეთოდოლოგიური საშუალებები, სცენარის სტრუქტურა, ძირითადი იდეის გადმოცემა სცენარში და იდეის/სცენარის ეფექტური ტრანსფორმაცია ფილმის სახით.  ტრენინგისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა მონაწილეებთან ჯგუფურ  მუშაობას.

კინოსკოლა ხორციელდება საგანმანათლებლო ტრენინგ კურსის – “მაქენდრიქი ფილმების შესახებ” მიხედვით (http://www.thestickingplace.com/film/films/mackendrick-on-film/study-sheets-pdf ), რომელიც ეფუძნება ცნობილი ბრიტანელი კინორეჟისორის ალექსანდრ მაქენდრიქის უაღრესად საინტერესო და პრაქტიკულ სწავლებებს კინემატოგრაფზე/სცენარზე და თავმოყრილია მის წიგნში: „შესავალი რეჟისორის ხელოვნებაში“. ეს არის 300 გვერდიანი წიგნი მაქენდრიკის ჩანაწერებისა და მონახაზებისა, რედაქტირებული პოლ კრონინის მიერ, რომელსაც მარტინ სკორსეზეს წინასიტყვაობა უძღვის წინ.უძღვის წინ. აღნიშნული ტრენინიგი წინა წლებში ჩატარებული იქნა ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ლონდონის კინოსკოლის სტუდენტებისთვის, ისევე როგორც ტრიბეკას კინოფესტივალზე (ნიუ-იორკი) და ა.შ.

ტრენინგების დროს განხილული იქნება მონაწილეთა სამომავლო ფილმის სცენარის იდეები და ტრენერის მხრიდან მიცემული იქნება შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები, რაც დაეხმარებათ სცენარის იდეის დამუშავებაში.

აღნიშნული კინოსკოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ახალბედა კინორეჟისორების პროფესიული ზრდისთვის. ისინი შეძლებენ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და მიიღონ რეკომენდაციები გამოცდილი კინორეჟისორისგან, რაც ძალიან გამოადგებათ სამომავლო ფილმის გადაღების პროცესში.

პროექტს ახორციელებს ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოსა” და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პარტნიორები არიან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

სახელი უნივერსიტეტი
1. ვახტანგ ჯაჯანიძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
2. ანა ურუშაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
3. გიორგი ტყემალაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
4. გიორგი მუხაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
5. მარია სიჩანინი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
6. გიორგი ბართაია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
7. სალომე ვეფხვაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
8. შორენა თევზაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრი
9. მარიამ ხაჩვანი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
11. თამთა გაბრიჩიძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ჟურნალისტიკის კავკასიური სკოლის კურსდამთავრებული
12. ცირა გვასალია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ჟურნალისტიკის კავკასიური სკოლის კურსდამთავრებული
13.თამარ ფოლადაშვილი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებული
14. ნათია ნიკოლაშვილი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
15. ქეთი ნაცვლიშვილი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
20. ნინო გორდელაძე NUCINE კინოსკოლის კურსდამთავრებული (ვალენსია, ესპანეთი)
16. ქეთი ტაკიძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
17. სუზი ვოლოდიანი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
18. ერეკლე სიგუა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
19. მანანა ბერიძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
21. გიორგი უგრელიძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
22. გიიორგი გოგიბერიძე კინორეჟისორი, BIAFF კინოსფესტივალის ორგანიზატორი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s