26 აგვისტო, 2012
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებ–გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi
BIAFF კინოფესტივალი იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები BIAFF-ის Facebook გვერდზე“
ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2012 წლის 16-23 სექტემბერს.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალისორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალურიპარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.
BIAFF კინოფესტივალი, იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები“ რომლის მიზანია კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდის (www.faceboook.com/biaffbatumi) პოპულარიზაცია.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
ჩაერთეთ კონკურსში „მოიწვიე მეგობრები“, დაპატიჟეთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი თქვენს მხარდასაჭერად და მიიღეთ საჩუქრად BIAFF კინოფესტივალის მიერ დაწესებული პრიზები.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული კონკურსანტი, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ შემდეგ პრიზებს:
– 1 ადგილი – კინოფესტივალის გახსნა-დახურვის ცერემონიის მოსაწვევი, კინოფესტივალის ანობონემენტი, გახსნა-დახურვის ბანკეტის მოსაწვევი (2 ადამიანზე). + იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული არ არის ბათუმში მცხოვრები, BIAFF-ის მენეჯმენტი უზრუნველყოფს გამარჯვებულის ტრანსპორტირების და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას.
– 2 ადგილი – კინოფესტივალის დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 ადამიანზე), კინოფესტივალის ანობონემენტი, კინოფესტივალის ერთ-ერთი წვეულების მოსაწვევი (2 ადამიანზე)
– 3 ადგილი – კინოფესტივალის დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 ადამიანზე) და კინოფესტივალის ანობონემენტი
12 სექტემბრამდე, თუ რომელიმე კომპანია დათანხმდება დამატებითი პრიზების დაწესებას შესაძლებელია ზემოჩამოთვლილს დაემატოს დამატებითი პრიზები, რის შესახებაც ინფორმაცია მოწოდებული იქნება ფეისბუქ გვერდზე..
გამარჯვებულად დასახელდება ის სამი პიროვნება, რომელიც 2012 წლის 12 სექტემბერს, ზუსტად 12.00-ზე იქნება პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე საკონკურსო რეიტინგში და ეყოლება ყველაზე მეტი მოწვეული მეგობარი.
კინოფესტივალისმხარდამჭერები – კომპანია „აირზენა“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა“, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“.
კინოფესტივალისგენერალურიმედიაპარტნიორი– საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK
კინოფესტივალის მედიაპარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზიაб არტარეა, პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, „, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge)