KINO FUTURES ვორქშოფი დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში: BIAFF საქართველო

     KINO FUTURES ვორქშოფი დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში:  BIAFF საქართველო

POSTCODE FILMS და BIAFF კინოფესტივალი იწყებს ერთობლივ პროექტს  KINO FUTURES, რომელიც ხორციელდება „ბრიტანეთის საბჭოს“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს  ახალგაზრდა კინემატოგრაფების ტალანტების აღმოჩენასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.  ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება „ღია ბარათი“-ის ტიპის  ფილმების სერიის შექმნა, რომლებიც რეგიონებში და საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება  და ესტაფეტის სახით გაგრძელდება.

პროექტი დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბერში და ჩატარდება ბათუმის საერთაშორისო   კინოფესტივალის მიმდინარეობისას. სემინარებს  POSTCODE FILMS-ის ტრენერები: ელხუმ   შაკერიფარდი და ედ ოულსი ჩაატარებენ. პროექტი ასევე მოიცავს მასტერ-კლასებსა ცნობილი ბრიტანელი კინორეჟისორის შონ მაკალისტერის მიერ.

ჩვენ ვიმუშავებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაზე სამ ჯგუფთან ერთად მთელი კვირის მანძილზე. თითოეული ჯგუფი შედგება 4 ადამიანისგან, რომლებიც ჩართული იქნებიან გადაღებებში,  ასევე ისარგებლებენ ტრენერების რჩევებით  საკითხებში, როგორიცაა მონტაჟი, პიტჩინგი (PITCHING) და პროდიუსინგი.

ვორქშოფი იქნება ინგლისურ ენაზე !!!  შესაბამისად აუცილებელი ინგლისური ენის ცოდნა

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური აპლიკაციები. ვინც ინდივიდუალურად დარეგისტრირდება, შემდეგში მისი ჩართვა მოხდება  4 კაციან ჯგუფში რომლებთან ერთადაც იმუშავებენ პროექტის მიმდინარეობისას.

პროექტზე  განაცხადის წარდგენა

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია და აპლიკაციის წარდგენა 2012 წლის 20 აგვისტომდე. შერჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან 28 აგვისტოს. სემინარი ჩატარდება 2012 წლის 17-22 სექტემბერს, BIAFF კინოფესტივალის  პერიოდში. წინამოსამზადებელი სესიები ჩატარდება ონლაინზე, სემინარების დაწყებამდე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა ელ. ფოსტით მოგვწეროთ შემდეგი ინფორმაცია:

–  სახელი, გვარი

–  ასაკი

–  კინო გამოცდილება კინოს სფეროში – გადარებული ფილმები, კინოგადაღების პროცესში სხვადასხვა როლში მონაწილეობა.

–  სხვა შესაბამისი გამოცდილება

–  ფილმოგრაფია

–  რას ელოდებით ამ სემინარისგან?

 „ღია ბარათის“  ფილმების სერიების  იდეა

 „ღია ბარათის“ ფილმების სერიაში  ვგულისხმობთ იდეას, რომელიც შეიქმნება კვირის მანძილზე და გახდება საერთაშორისო პროექტის ნაწილი და შემდეგ ესტაფეტის სახით გაიგზავნება უკრაინაში.  Postcode Films ხშირად წარმოადგენს გარკვეული ადგილისა და ადამიანების პორტრეტს, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რეჟისორებს, შექმნან ფილმები ისეთ  საკითხებზე, რაც მათთვის ახალია. მაგალითად, იმ საზოგადოებასთან  შეხვედრა და საუბარი, ვისაც აქამდე არ შეხვედრილხართ და ასე შემდეგ. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მოგვიყვეთ საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ცხოვრების შესახებ. ეს პროექტი არის შესაძლებლობა გადმოგვცეთ თქვენი ნააზრევი ფილმის სახით რაც თქვენეული სტილში იქნება გადაღებული, რომელიც შემდეგ გაიგზავნება უკრაინაში  სადაც ასევე ჩატარდება ვორქშოფი და გაგრძლედება ფილმების სერია.

გთხოვთ თქვენი აპლიკაცია გამოგვიგზავნოთ  submission@biaff.org-ზე 2012 წლის, 20 აგვისტომდე.

შერჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან   2012 წლის, 28 აგვისტოს.

One thought on “KINO FUTURES ვორქშოფი დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში: BIAFF საქართველო

  1. Pingback: მე, ფილმები და ბიაფი « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s