BIAFF კინოფესტივალი იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები BIAFF-ის Facebook გვერდზე“

26 აგვისტო, 2012
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებგვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi

 

BIAFF  კინოფესტივალი   იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები BIAFF-ის  Facebook  გვერდზე“

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება  2012 წლის 16-23 სექტემბერს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალისორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალურიპარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

BIAFF  კინოფესტივალი,  იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები“ რომლის მიზანია კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდის (www.faceboook.com/biaffbatumi) პოპულარიზაცია.

 ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

ჩაერთეთ კონკურსში „მოიწვიე მეგობრები“, დაპატიჟეთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი თქვენს მხარდასაჭერად და მიიღეთ საჩუქრად BIAFF  კინოფესტივალის მიერ დაწესებული პრიზები.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება  სამი გამარჯვებული კონკურსანტი, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ შემდეგ პრიზებს:

 

–           1 ადგილი –  კინოფესტივალის გახსნა-დახურვის ცერემონიის მოსაწვევი, კინოფესტივალის ანობონემენტი,  გახსნა-დახურვის  ბანკეტის           მოსაწვევი (2 ადამიანზე).  + იმ შემთხვევაში თუ  გამარჯვებული არ არის ბათუმში მცხოვრები, BIAFF-ის მენეჯმენტი უზრუნველყოფს               გამარჯვებულის ტრანსპორტირების და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას.

–           2 ადგილი – კინოფესტივალის დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 ადამიანზე), კინოფესტივალის ანობონემენტი, კინოფესტივალის                 ერთ-ერთი წვეულების მოსაწვევი (2 ადამიანზე)

–           3 ადგილი – კინოფესტივალის დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 ადამიანზე) და კინოფესტივალის ანობონემენტი

 

12 სექტემბრამდე, თუ რომელიმე კომპანია დათანხმდება დამატებითი პრიზების დაწესებას შესაძლებელია ზემოჩამოთვლილს დაემატოს დამატებითი პრიზები, რის შესახებაც ინფორმაცია მოწოდებული იქნება ფეისბუქ გვერდზე..

 

გამარჯვებულად დასახელდება ის  სამი პიროვნება, რომელიც 2012 წლის 12 სექტემბერს, ზუსტად 12.00-ზე იქნება პირველ, მეორე და მესამე  ადგილებზე საკონკურსო რეიტინგში და ეყოლება ყველაზე მეტი მოწვეული მეგობარი.

 

კინოფესტივალისმხარდამჭერებიკომპანია „აირზენა“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა“,  „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“.

კინოფესტივალისგენერალურიმედიაპარტნიორი– საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK

კინოფესტივალის  მედიაპარტნიორებირადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზიაб არტარეა, პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, „, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge),  ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge)

 

2 thoughts on “BIAFF კინოფესტივალი იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები BIAFF-ის Facebook გვერდზე“

  1. გამარჯობა, სამწუხაროდ დამაგვიანდა და ვერ მოვასწარი ბლოგერების კონკურსში მონაწილეობის მიღება. მომავალ წელს კიდევ იქნება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s