BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა

BIAFF  –  ბათუმის  საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა

2012 წლის 16-23 სექტემბერს გაიმართა ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი.  კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

­­­კინოფესტივალის ჩატარების ადგილი – კინოთეატრი „აპოლო“ და  სასტუმრო „რედისონის“ დარბაზი

23 სექტემბერს, სასტუმრო  „შერატონის“ დარბაზში გაიმართა კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, რომლის დროსაც სხვადასხვა საკონკურსო სექციაში გამოვლინდა გამარჯვებული ფილმები.

 

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსისაერთაშორისო    ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისგან – ელდარ შენგელაია (საქართველო) – თავმჯდომარე, სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), ნიკ ჰოლდსვორთი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი პალფი (უნგრეთი), რიჩარდ ბრილსკი (პოლონეთი), გამოავლინა გამარჯვებული ფილმები:

–      გრან პრი – სიბნელეში, აგნეშკა ჰოლანდი, კანადა/გერმანია/პოლონეთი, 2011 წ;

–      საუკეთესო რეჟისურა – ემინ ალპერი – მთებს მიღმა, თურქეთი/საბერძნეთი, 2012

–      საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი – ალირეზა აკხაგანი, ფილმში – ბოლო ნაბიჯი, ალი მოსაფა, ირანი, 2012

–      საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი – გოლშიფტეჰ ფარაჰანი,  ფილმში – ქათამი ქლიავით, ვინსენტ პარონო, მარიან სატრაპი, საფრანგეთი/გერმანია,  2011 წ.

–      ჟიურის სპეციალური პრიზი – სახლი კოშკურით, ევა ნეიმანი, უკრაინა, 2011 წ

 

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო  კონკურსი საერთაშორისო   ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისგან – რადოსლავ პივოვარსკი (პოლონეთი) – თავმჯდომარე, ფარდინ საჰებზამანი (ირანი), გუნერ გულერი, თურქეთი), სერგეი ბუკოვსკი (უკრაინა), ნინო ორჯონიკიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებული ფილმები:

–      საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – არგენტინული გაკვეთილი, ვოიცეხ სტარონი, პოლონეთი,  2011 წ

–      ჟიურის სპეციალური პრიზი – იძულებითი რევოლუციონერი, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი/ირლანდია, 2012 წ

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი  საერთაშორისო  ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისგან სიტორა ალიევა (რუსეთი) – თავმჯდომარე, კრისტოფ კორპჩინსკი, პოლონეთი, ირინა რომანჩენკო (უკრაინა), მიშელ კლიმკიევიჩ (პოლონეთი), დათო ჯანელიძე, (საქართველო),გამოავლინა გამარჯვებული ფილმები:

 

– საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – საზამთრო, ტატო კოტეტიშვილი, პოლონეთი/საქართველო, 2012წ

– ჟიურის სპეციალური პრიზი – თავისუფლების სამი დღე, ლუკაშ ბოროვსკი, პოლონეთი, 2011 წ.
ბათუმის კინოფესტივალი წელს, ძალიან საინტერესო კინოფილმების პროგრამასთან ერთად რამდენიმე საპატიო სტუმარს მასპინძლობდა.  მათ კინომოყვარულებისთვის საინტერესო მასტერკლასი ჩაატარეს და კინოფესტივალის BIAFF  სპეციალური პრიზები გადაეცათ:

–      BIAFF  პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ.Lifetime Achievement Award) გადაეცა  ცნობილ  ქართველ რეჟისორს ელდარ შენგელაიას და  მსოფლიო კინოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს უნგრელ რეჟისორს – ბელა ტარს.

–      BIAFF დირექციის პრიზი კი თანამედროვე კინემატოგრაფის ძალიან საინტერესო რეჟისორს – ნური ბილგე ჩეილანს (თურქეთი).

კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება:

–      ბათუმისსაერთაშორისოკინოფესტივალის „BIAFF ინდუსტრიულიშეხვედრები – აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ   ქართველი, პლონელი, თურქი  პროდიუსერები/რეჟისორები. ღონისძიებას ასევე ეწსრებოდნენ აჭარის კულტურის, განათლების და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რომელებმაც წარმოადგინეს „აჭარის რეგიონალური კინოფონდის“ პრეზენატაცია, საქართველოს კინოცენტრი, პოლონეთის კინოს ინსტიტუტი (PISF).  “BIAFF 2012 ინდუსტრიული შეხვედრების” მიზანია – თანამშრომლობის და ნეთვორქინგის განვითარების ხელშეწყობა ერთობლივ კინოპროექტების განხორციელების მიზნით. BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტი აპირებს, რომ პოლონურ-ქართულ და ქართულ-თურქულ შეხვედრებს მიეცეს ყოველწლიური ხასიათი (სამომავლოა შეიძლება დაემატოს უკრაინა). სამომავლოდ “BIAFF 2012 ინდუსტრიული შეხვედრების” სახით ერთგვარი პლატფორმის ფორმირება (კინოპროექტებისთვის „პიჩინგის“ დამატება), რაც ხელს შეუწყობს სამ ქვეყანას შორის (და ამას შეიძლება სამომავლოდ დაემატოს უკრაინა) კინოს სფეროში აქტიურ თანამშრომლობას და კო-პროდუქციის განვითარებას.

–      KINO FUTURES ვორქშოფი დოკუმენტური კინოში – POSTCODE FILMS და BIAFF კინოფესტივალის მიერ, „ბრიტანეთის საბჭოს“ მხარდაჭერით, ორგანიზებული იქნა  ერთობლივ პროექტი  KINO FUTURES, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა კინემატოგრაფების ტალანტების აღმოჩენასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.  ექვსდღიან ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო ათმა ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა. პროექტის ფარგლებში ტრენინგებთან ერთად ვორქშოფის ნაწილი იყო „ღია ბარათი“-ის ტიპის  ფილმების სერიის შექმნა. მონაწილეების მიერ გადაღებული იქნა 3 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი,  რომლებიც რეგიონებში და საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება  და ესტაფეტის სახით გაგრძელდება.. სემინარებს  POSTCODE FILMS-ის ტრენერები: ელხუმ   შაკერიფარდი და ედ ოულსი ატარებდნენ. პროექტი ასევე მოიცავდა მასტერ-კლასებსა ცნობილი ბრიტანელი კინორეჟისორის შონ მაკალისტერის მიერ.

 

კინოფესტივალისსპონსორები – კომპანია „აირზენა“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველო“

კინოფესტივალისმხარდამჭერები –  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა“,  კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, Iveria Group, კაფე „სინატრა“, „ Facebook კაფე“,

კინოფესტივალისგენერალურიმედიაპარტნიორი – საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK

კინოფესტივალის  მედიაპარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  ტელეარხი STYLE  TV (www.style-tv.ru), პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT”, გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

საკონტაქტოინფორმაცია:

ტელ: 574-482181, 597-998272

ელ. ფოსტა: info@biaff.org;   ვებ-გვერდი:www.biaff.org

სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi,   www.biaffbatumi.wordpress.com

Advertisements

Litterator's Blog

ახლა ბათუმში წვიმს, ნუ გაგიკვირდებათ ის რომ ამას აღვნიშნავ, ერთ კვირაზე მეტია რაც აქ ვარ და ჯერ არ უწვიმია. მოჟამული და დეპრესიული ამინდია, ისეთივე როგორიც მე და როგორიც ბევრს არ სჯერა რომ ვარ.

* * *

საცეკვაო სტუდია

დარბაზის მარჯვნივ დოლ–გარმონზე დამკვრელები სხედან

შუაში თმებაწეწილი, თვალებრიალა და ხელში იატაკის პლანკიანი ცეკვის მასწავლებელი

დარბაზის სიღრმეში შავსამოსიანი მოცეკვავეები, ანგელოზები

– ხევსურულიი, იი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 წავიდაა – ყვირის და თან ყოველ თვლაზე იატაკის პლანკას პარკეტზე ურახუნებს მასწავლებელი.

მოცეკვავეები იწყებენ ცეკვას

– მუსიკა სტოპ, – ყვირის ცეკვის მასწავლებელი, – რას აკეთებთ? თავიდან! და ღიმილით, ხევსურულს მხოლოდ ღიმილით ცეკვავენ

View original post 269 more words

სამარხვო ბლოგი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ყოველ წელს მინდოდა წასვლა, თუმცა აქამდე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ბათუმში ფესტივალზე ჩამოდიოდნენ ჩემი საყვარელი კინორეჟისორები რომელთა ცოცხლად ხილვაც დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის, მაგალითად ოთარ იოსელიანის ან და კშიშტოფ ზანუსის. ზანუსისადმი ჩემი დამოკიდებულება ზოგჯერ, ერთგვარად, კომიკურ ხასიათსაც კი იღებს ხოლმე. ორი წლის წინ მის ფილმს ერთ-ერთი მაშინ არსებული ქართული ვარეზიდან ვიწერდი ერთი კვირის განმავლობაში, დღეები გადიოდა და მოლოდინი სულ უფრო მიმძაფრდებოდა და დადგა ის სანეტარო დღეც, როდესაც გადმოწერა დასსრულდა. ჩავრთე ფილმი და ჰოი, საოცრებავ! ფილმი აღმოჩნდა ორიგინალის – პოლონურ ენაზე ყოველგვრი დუბლირებისა და სუბ ტიტრების გარეშეც კი. რა თქმა უნდა, მაინც ბოლომდე ვუყურო, თუმცა ვერ ვიტყვი ბევრი რამე გავიგე-მეთქი.

წლევანდელი კინოფესტივალიც პოლონური ფილმით გაიხსნა – “ვარშავის ბრძოლა 1920” /Battle of Warsawa 1920/. ეს არ არის საავტორო კინო და შესაბამისად არც საფესტივალო ფილმი ყოფილა, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მისი ხილვა. ფილმი 3D ხარისხისაა და როგორც გავიგე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კინოპროექტი ყოფილა პოლონური კინემატოგრაფის ისტორიაში…

View original post 608 more words

Litterator's Blog

ფული ჯოჯოხეთს თუ ანათებს, იქნებ ისეთი რამეც არის ერთი წლის შვილი დაუმარხავი დაგატოვებინოს ტყეში და მგლების საჯიჯგნად მიგაგდებინოს . . . სიმბოლურადაც კი მომეჩვენა, როდესაც ფილმის მთავარი გმირი ერთ ხელში ფულით სავსე ტომსიკით, ხოლო მეორე ხელში ცეცხლის დასანთები ფიჩხით მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც მამა წერაქვით გამალებით თხრის შვილის საფლავს ჩაყინულ მიწაში.

არადა საქმე თითქოს ერთობ მარტივად გამოიყურება, მდიდარმა მოხუცმა გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისთვის დაერიგებინა იმ ადგილას, საიდანაც თვითონ იყო წარმოშობით, ამ მისიის შესრულება კი თავის შვილებს დაავალა, თუმცა რიგ შემთხვევაში გაუგებარია ვინ არიან მთავარი გმირები, და-ძმა, ცოლ-ქმარი, შეყვარებულები ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს საჭირო როლს ირგებენ შეუფერხებლად.

მიუხედავად იმისა რომ „და-ძმა“ საკმაოდ ღარიბულ, თითქმის დაუსახელებელ ადგილას ტრიალებდნენ და ცდილობდნენ იქ მცხოვრები ადამიანების დახმარებას, რამდენიმე შემთხვევაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფულის დატოვება და მათ გარკვეული სცენის გათამაშება უწევდათ (ჩხუბის და ა.შ.) რის შემდეგაც ფულს ადრესატს ასე ვთქვათ აჩეჩებდნენ.

თუმცა რაც უფრო ეშხში შევიდა ფილმი, „ძმა“ მით უფრო გათამამდა და რომ ხალხის…

View original post 181 more words

ნათია დემეტრაშვილი ელდარ შენგელაიასა და ნური ბილგე ჯეილანის მასტერ კლასის შესახებ

სიყვარულოვნას ბლოგი

როდესაც პროგრამა მომცეს, ჩავუჯექი ანოტაციებით და შემოვხაზე ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა მენახა, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ ვნახავდი და რომლებსაც არ ვიცოდი ვნახავდი თუ არა. როგორც წესი ანოტაციები არ ამართლებს და მისი მიხედვით რომელიმე ფილმის ნახვა/არ ნახვა არ არის რეკომენდირებული. მაგრამ, როდესაც დღის განმავლობაში 5 სეანსია დაგეგმილი რთულია ყველაზე შეხვიდე, უყურო და მერე გადაწყვიტო კარგი იყო თუ ცუდი. ყოველშემთხვევაში ჩემთვისაა რთული.

ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც ძახილის ნიშანი დავუსვი აუცილებლად უნდა ვუყურო-მეთქი იყო „უკაცრიელი კუნძული“. ფილმი ეხება რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას, რომელთა გზებიც ალაგ-ალაგ იკვეთება. თითოეული მათგანის წარსულში მოხდა რაღაც, რამაც ძალიანაც იმოქმედა და ცდილობენ  აწმყოში რაიმე შეცვალონ ბედნიერი მომავლისთვის. რომ ვთქვა ფილმით ავღფრთოვანდი-მეთქი, მოვიტყუები. არ ჩანს რა მოხდა წარსულში, არც აწმყოში იკლავენ თავს რაიმეს გამოსწორებით. ფილმი ძირითადად დიალოგებით შედგება და ამ დიალოგების საშუალებითაა იმის გამორკვევა თუ რა მოხდა უწინ და რის შედეგებს იმკიან. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რაც ფილმიდან დავინახე ალბათ იყო ის, რომ არავინ უნდა დაადანაშაულო მანამ, სანამ არ გექნება ამის უტყუარი ფაქტები…

View original post 225 more words

წყვდიადში

ჩვენ ვკვდებით დღითიდღე – უაზრობაა აბების ყლაპვა. ჩვენ ვთხრით მიწას, თანაც – ცხვირით. ჩვენ ვიმალებით კანალიზაციის მილებში და ხმას ვერ ვაწვდენთ ადამიანებს, ვინც დღემდე ვირთხებს გვეძახიან. ხანდახან არც გაერთიანება გვშველის და ვერც კეთილშობილი ლიდერები ახერხებენ ყველას გადარჩენას. ჩვენ გავრბივართ ჩვენნაირებისაგან, ვცდილობთ ვიპოვოთ გზა მზისაკენ, თუმცა სიბნელეში მარტონი ვიკარგებით, თანაც ისე, რომ გადარჩენის შანსსაც აღარ ვუტოვებთ საკუთარ თავს. ალბათ, ვნანობთ შემდეგ. ან – არც. თუმცა, ვიხოცებით ისე, როგორც ძაღლები მიუსაფარნი და აუცრელნი. გამუდმებით ვცდილობთ მოვისყიდოთ, თავი შევაცოდოთ, ინტრიგა ჩავხლართოთ, ყველა გავწიროთ თავის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გვშველის. მხოლოდ ერთეულები თუ გადავრჩებით ისიც თხემით ტერფამდე ფეკალიებში ამოვლებულნი, თანაც კარგად – ბებოს ჩურჩხელასავით. შემდეგ ვეღარავის ვუმტკიცებთ, რომ ყვავილები ვართ, ჩვენ ხომ აღარ აგვდის საამური სურნელი, როგორც ახლადდაბადებულებს. გავურბივართ სიბნელეს და სხივები თვალს გვჭრის. იქნებ ღირდა კიდეც ბოლომდე დავრჩენილიყავით წყვდიადში…

In Darkness

ბათუმის საავტორო კინოს მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) უკვე ოთხი დღეა რაც ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ვიპოვიდი კინოს, რომელსაც ვერასოდეს მივაგნებდი გუგლში ძებნით შუაღამისას, როდესაც საშინლად მეძინება და ვერ ვხვდები რას უნდა ველოდო სიზმარში – თითქოს მეშინია ტვინის ღამეული რხევებისა და ვცდილობ, სიფხიზლის დრო მაქსიმალურად გავახანგრძლივო.

არ დაგიმალავთ, და გეტყვით: ბევრ სეანსს დავესწარი, საიდანაც არცთუ აღფრთოვანებული, დაღლილი ან/და იმედგაცრუებული გამოვედი. თუმცა ფილმი, რომელზეც ახლა მინდა მოგიყვეთ, არათუ მოლოდინებს აჭარბებს საკუთარი სიკარგით, არამედ, ბევრად მირთულებს ჩემს მეხსიერებაში საუკეთესო სურათის ძებნის პროცესს. უფრო მარტივად რომ ვთქვა, მე ვნახე ფილმი, რომელმაც ჩემი ფავორიტების ფრიად მაღალ ეშელონებში დაიკავა ადგილი.

 

სრულად ნახვა: http://journaliar.wordpress.com/2012/09/20/indarkness/

BIAFF და “ნისლში” გახვეული ბათუმი

მომხდარმა ფაქტებმა… და აღარ გავიმეორებ უკვე, რომლებმაც, რაღაცნაირად დაამძიმა ბათუმის კინოფესტივალი. საერთოდ, ფილმის აღქმა, რა თქმა უნდა, თუ ის ზედაპირული არაა, დამოკიდებულია განწყობაზე. შეგიძლია, ერთ ფილმში სხვადასხვა აქცენტები, ქვეტექსტები ამოიკითხო და ყოველ ჯერზე მართალი იყო საკუთარ შეგრძნებებთან. ასე ხდება ახლა აქ. ვუყურებ ფილმებს ნაცისტურ გერმანიაზე, წამებაზე, გაუცხოებაზე და პარალელები თავისით მოდის, გონება თავისით აკავშირებს მხატვრულს და რეალურს ერთმანეთთან.

 

ცვალებადი მოღრუბლულობა ბათუმის ქუჩებში. მაინც ვერ მივხვდი, რატომ მომწონს ეს ქალაქი. ძალიან ლამაზ პატარა სახლებსა და ქუჩებს თავს დასხმიან ვეებერთელა კოშკები და აყლაყუდა ჩრდილებით თელავენ. ვეძებ, ვიკარგები, ვპოულობ, ისევ ვიკარგები… ასე გადის დღეები და ზღვაზე ჩასვლა ორჯერ ძლივს მოვახერხე. და ეს მიშლის ნერვებს. ზოგჯერ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საინტერესო ფილმები აჩვენეს. გუშინ “ნისლში” ვნახე, რომლის რეჟისორი სერგეი ლოზნიცაა (ფოტო პოსტის დასაწყისში). ერთ-ერთი პირველი, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა, ფერები იყო. თითქოს, გაფერადებულ შავ-თეთრ ფილმს ვუყურებდი. ყველაფერი ძალიან აუთენტური და დროსთან მიახლოებული მეჩვენა. თითქოს, არა ფილმს, არამედ ვიღაცის მოყოლილ რეალურ ისტორიას ვეცნობოდი.

სრულად ნახვა : http://zurriuss.ge/biaff-2/