ბათუმის კინოფესტივალის დაწყებამდე 15 დღე რჩება. ქართული ბლოგერები წელს აქტიურად გააშუქებენ კინოფესტივალის მიმდინარეობის პროცესს. კინოფესტივალის დაწყებამდე შეგიძლიათ წაიკითხოთ მათი წინასწარი განწყობები ფესტივალის შესახებ და გაიგოთ სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.

სიყვარულოვნას ბლოგი

როდესაც მეკითხებიან ფილმები მიყვარს თუ არა ყოველთვის ვპასუხობ რომ არა, მე ფილმები არ მიყვარს და არც ვუყურებ. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს ასე თუ ისე ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და ბევრიც მიყვარს. უბრალოდ მოძებნა და ყურება მეზარება. ხო, საშინლად ზარმაცი ადამიანი ვარ და თუ მოხდა სასწაული რომ რამე ფილმი ჩავრთე და უნდა ვუყურო, აუცილებლად ფრჩხილის მოვლის საშუალებებთან ერთად ვუჯდები და ისე შევცქერი. საბოლოოდ გამოდის რომ ნახევარი ფილმი არ მიყურებია და შინაარსიც ვერ გამიგია.  დღეს ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ იმისათვის რომ მე ფილმს ვუყურო აუცილებელია გამორთული ფეისბუქი, დიდი ეკრანი და სიმშვიდე.

ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ფილმების სახელების, მსახიობების, რეჟისორების და მისთანების დამახსოვრებაა. ერთადერთი ალბათ ჯიმ ქერი ვიცი😐 რატომღაც ფილმის ყურებისას არ ვფიქრობ იმაზე თუ ვინაა ამა თუ იმ როლში და რას წარმოადგენს რეალურად ეს მსახიობი, მთავარია თავისი როლი კარგად შეასრულოს. არადა ამ დროს, ჩემს გარშემო ზეპირად იციან ყველა მსახიობის სახელი და გვარი, ასაკი, დაბადების ადგილი და ა.შ, რომელმა რეჟისორმა…

View original post 356 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s