Anna’s Blog გასული წლის ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ბლოგერების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ბლოგერი ანა გელბახიანი მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ საკუთარ მოლოდინს და წინა წლის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

anna's Blog

ზაფხული გავიდა, რომელიც, როგორც წესი საუკეთესო დროა გართობისთვის. ადამიანებს შვებულება აქვთ, არდადეგები, ზოგისთვის მართალია მთელი წელიწადი დასვენებაა, მაგრამ მაინც ზაფხულში დასვენება მაინც განსაკუთრებული რიტუალია. მე კი, ეს რიტუალი გამოვტოვე. მთელი სემესტრი პატიოსნად ვსწავლობდი და მერე მუშაობა დავიწყე. აგვისტოს ბოლოს სამსახურს მოვრჩი და წვიმიანი სექტემბერიც მოვიდა. სექტემბრის გადატანა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ქალაქში ახლადდაბრუნებული დასვენებულების წუწუნი ყველაზე რთული ასატანია და გაგრძნობინებს რომ მორჩა, რამდენიმე გრძელი თვე ვეღარ დაისვენებ.

ასეთი მომაბეზრებელი იყო ჩემთვის ყველა სექტემბერი, შარშანდელის გარდა. შარშან კინოფესტივალზე ვიყავი, დიახ, საავტორო კინოს ფესტივალზე, ბათუმში.  იქ გატარებულ დღეებზე, ფილმებზე და მასტერკლასებზე ბევრი პოსტი მიწერია და თანაც, გაგიკვირდებათ და პირველად ვიყავი ბათუმში და ცოტა შემიყვარდა კიდეც.

წელს მეორედ მივდივარ, 25 ბლოგერთან ერთად და უფრო მეტი მოლოდინი მაქვს ვიდრე შარშან. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საავტორო კინოს ხიბლი პირველად კინოფესტივალზე აღმოვაჩინე და ძალიან შემიყვარდა. ალბათ ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ კარგ ფილმს არ სჭირდება სპეცეფექტებით გადაჭედვა. შეგიძლია იჯდე დარბაზში წყნარად და უყურო წყნარ სიუჟეტს და უბრალოდ…

View original post 199 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s