წინ, ბათუმისკენ! ანუ – Let the journey begin

ბათუმის საავტორო კინოს მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებამდე კვირაზე ნაკლები რჩება. ქართულ ბლოგებზე წინასაფესტივალო ციებ-ცხელებაა.ფესტივალის შესახებ ბლოგოსფეროში ყოველდღიურად ახალი პოსტი ქვეყნდება. ამჯერად  ბლოგერი ნატალია მია გვიზიარებს საკუთარ მოლოდინს. 

 

კვირა დილაა, სამსახურში ვარ, ფინჯან ყავას ვსვამ და ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო.

 5 დღეში ბათუმში მივდივარ.

   ამ ქალაქს ყავის და ზღვის სურნელი აქვს. არ ვიცი, შეიძლება საერთოდაც არ არის ასე და მე შორიდან, ჩემს ფანტაზიებში წარმოვიდგინე, მაგრამ მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ჩავალ, სწორედ ასეთი იქნება.  

  თან, სექტემბერი მოვიდა, მთელი თავის დიდებულებით. 

   ის დროა, როცა ჩანთაში ერთი ბოთლი მარტინი უნდა ჩააგდო და გზას გაუდგე. თუნდაც ეს მოგზაურობა მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდეს, ბათუმი ამად ღირს. უფრო იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ მთელი ერთი კვირის განმავლობაში დარჩნენ და შესანიშნავ კინოფესტივალს დაესწრონ (მე თქვენი წინასწარ მშურს). 

    აქამდე კინოფესტივალზე არასდროს ვყოფილვარ. ახლაც, მხოლოდ გახსნას დავესწრები და ის ჯადოსნური ერთი კვირა, როცა ყველაზე საინტერესო მოხდება, ჩემ გარეშე ჩაივლის. და როცა ამას ვაცნობიერებ, მიჩნდება სურვილი, რომ ავიდე კადრების განყოფილებაში და მუხლებზე დავუდგე ხელმძღვანელობას, ვემუდარო, რომ კიდევ ერთკვირიანი შვებულება გაიმეტონ ჩემთვის. რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ, მხოლოდ ერთს ამოვიოხრებ და გავაგრძელებ ინტერნეტში ბათუმიდან უკან დასაბრუნებელი გზების მოძიებას.

   16 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, ჩაალაგეთ ჩანთები და სასწრაფოდ გაეშურეთ ამ ძალიან კარგ მოვლენაზე დასასწრებად. 

 მე კი იმედი მაქვს, რომ ჩემი ორ დღიანი მოგზაურობა საინტერესოდ ჩაივლის : )

 

ბლოგ პოსტი გამოქვეყნდა : http://konnchetina.blogspot.com/2012/09/let-journey-begin.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s