ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში დასრულდა ბლოგერების ვორქშოფი

დასრულდა ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ვორქშიფი ბლოგერებისთვის. ვორქშოფი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თემაზე: “კულტურული ღონისძიებების გაშუქება სოციალურ მედიაში”. წარმოდგენილი პრეზენტაციები კულტურული ღონისძიებების გაშუქების წარმატებული ქართული და უცხოური ქეისების შესახებ იყო.

ვორქშოფის პირველ დღე დაეთმო დისკუსიას სოციალურ მედიაში კულტურული ღონისძიებების გაშუქების ფორმების შესახებ. ბლოგერებმა განიხილეს შემდეგი თემები: რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, სოციალურ მედიაში რა სახის აქტივობების განხორციელებაა რეკომენდირებული, როგორ შეიძლება გავზარდოთ კულტურულ სფეროში არსებული ორგანიზაციებისა და ფესტივალების ორგანიზატორების დაინტერესება სოციალური მედიით.

Image

ბლოგერებმა ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სოციალურ მედიაში აქტივობების შესახებ საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს ფესტივალის ორგანიზატორებს.

ვორქშოფს 15 ბლოგერი ესწრებოდა, ვორქშოფში მონაწილე ბლოგერების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა.

კინოფესტივალის მიმდინარეობისას დაგეგმილია კონკურსი ბლოგერებისთვის. კონკურსში მონაწილეობას შეძლებს ყველა ბლოგერი, რომელიც ფესტივალის შესახებ საკუთარ ბლოგებზე განათავსებენ მინიმუმ ერთ პოსტს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s