ფილმიები დიდი დოზით და ბევრი კოვზით

ბლოგზე zurriuss.ge ზე ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შესახებ ბლოგ პოსტი გამოქვეყნდა

როგორც იქნა, თავისუფალი ვარ! უფრო სწორედ, დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში. ერთი წელი გავიდა, რაც თბილისიდან ფეხი არ გამედგა… მაგარია თავისუფლება… მით უმეტეს, როცა დასვენება პირდაპირ ბათუმის კინოფესტივალზე მაქვს “მისჯილი”.

შემოდგომის მზე, ზღვა და ბევრი, ბევრი ფილმი – ასე იწყება ჩემი არდადეგები. უკვე მესამე დღეა, ბლოგერები ბათუმში ვართ და ზოგიერთმა ახლაღა მოვიცალეთ საპოსტაოდ… ყოველ წუთას ახალ-ახალი რამ ხდება. დაბინავება, ამობარგება, გარემოსა და ფესტივალის განრიგის გაცნობა, სმა-ჭამა დიდად შესარგი… მთელი ეს დღეები ასეთ ორომტრიალში ვართ და, მგონი, ნელ-ნელა ვლაგდებით.

ახლა ფილმები: ფესტივალი ირჟი ჰოფმანის ფილმით “ვარშავის ბრძოლა, 1920″ გაიხსნა. რაც ძალიან გამიკვირდა, არტ-ჰაუსის ფესტივალზე 3D ფილმის გამოჩენაა, ხოლო რაც ძალიან გამიხარდა, ისევ ეს ფილმია, რადგან, პირველად ვნახე ხარისხიანი სამგანზომილებიანი ფილმი და ეფექტებითაც ვისიამოვნე.

სხვა საქმეა, რამდენად მომეწონა. ზოგადად, ფილმი, როგორც პროდუქტი, არის კარგი საჰოლივუდე ნაწარმი, რომლის სპეც-ეფექტები ნამდვილად შთამბეჭდავია. მეორე მხრივ, ფილმი აგებულია ძალიან საინტერესო ისტორიულ ფაქტზე, რომელიც პოლონეთისა და ახლადჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს ეხება. სანახაობრივად უაღრესად დატვირთული და რეალისტური სურათის პარალელურად ფილმი პათოსით ისეა გაჟღენთილი, როგორც ხილის ტორტის ბისკვიტი – სიროფით. მუსიკაც, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან კარგია, პოლონური პათოსის გაძლიერებას ემსახურება. საბოლოო ჯამში, მეგონა, “აგვისტოს 5 დღეს” ვუყურებდი, ოღონდ “ვარშავის ბრძოლა, 1920″ მას ყველა ნომინაციასა და ასპექტში ხერხემალში ამტვრევს… ერთადერთი, რაც ამ მომენტამდეც ვერ გამიგია, ამ ფილმის მაინცდამაინც ახლა გადაღების მოტივია.

ფესტივალის მეორე დღეს სამ ფილმს ვუყურე, რომელთაგან ერთი დოკუმენტური იყო, ორი – მხატვრული.

პეტრ ლომის დოკუმენტური ფილმი “ისევ მოედანზე” ეგვიპტის “ხავერდოვან რევოლუციას” ეხება. მუბარაქის რეჟიმი დასრულდა და ქვეყანას სამხედრო ხელისუფლება მართავს. ანუ ყველაფერი დაახლოებით ისეა, როგორც წარმომედგინა. კვლავ ხშირია ძალადობისა და თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილს სურს, დემოკრატია ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრდეს და ისევ საპროტესტო აქციებს უბრუნდება. ამ ყველაფერმა კი ჩვენი ქვეყნის არც თუ ისე შორეული ისტორია გამახსენა…

 

სრულად ნახვა: http://zurriuss.ge/biaff/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s