ბლოგერი სიყვარულოვნა ფესტივალის პირველი დღის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს

სიყვარულოვნას ბლოგი

16 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე ოფიციალურად გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო ფილმების არტ ფესტივალი. დააჯილდოვეს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ელდარ შენგელია და აჩვენეს “ვარშავის ბრძოლა”. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად 16 სექტემბერს გაიხსნა ბიაფფი, პირველ დღედ მაინც 17 სექტემბერს მივიჩნევ. დღევანდელ დღეს დაგეგმილი იყო 5 ფილმის ჩვენება – 1. “ისევ მოედანზე”, 2. “ვარშავის ბრძოლა”, 3. “სიბნელეში”, 4. “სახლი კოშკურით” და 5. “ზეციური მანქანა”.

ვინაიდან და რადგანაც პეტრ ლომის “ისევ მოედანზე” 12 საათზე იყო და ამ დროს მე სულ ახალთახალი გაღვიძებული ვიყავი  და + ამას სასტუმროდან ჩექაუთს ვაკეთებდით, სწორედ ამიტომ იძულებულები შევიქმენით რომ აღნიშნული ფილმი “გაგვემაზა”. “ვარშავის ბრძოლა” გუშინ ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ისეთი საშინელი რეაქცია არ მქონია როგორც სხვებს, მეორედ ნამდვილად აღარ ვნახავდი. მესამე ფილმი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, 2 საათი და 20 წუთი, აგნეშკა ჰოლანდის “სიბნელეში” იყო. აგნეშკა ჰოლანდი კინორეჟისორის გარდა სცენარისტიც ყოფილა. მისმა 1990 წლის ფილმმა, „ევროპა ევროპა”, ამერიკის კინოაკადემიის ნომინაცია მიიღო საუკეთესო სცენარისათვის.ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ნიუ-იორკის კრიტიკოსთა პრიზი…

View original post 169 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s