მზადება კინოფესტივალისთვის

ალბათ გაგიკვირდებათ და ამასთანავე გაგიხარდებათ, თუ ვიტყვი, რომ წელს ბათუმში ჩემი ვიზიტი განსაკუთრებული იქნება. აგერ უკვე მე-7 წელია იმართება ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Batumi International Art-house Film Festival  – BIAFF), რომელსაც მე პირველად დავესწრები ბლოგერის ამპლუაში.

თვით ფესტივალი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ არაერთი საავტორო კინოს მასპინძელი ყოფილა.
2006 წელს – 35 ფილმი 22 ქვეყნიდან.
2007 წელს – 40 ფილმი 18 ქვეყნიდან.
2008 წელს – 50 ფილმი 20 ქვეყნიდან.
2009 წელს – 52 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 35 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 21 ქვეყნიდან.
2010 წელს – 45 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 22 ქვეყნიდან.
2012 წელს კი წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში 20-22 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვნების სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი – ქალაქ ბათუმის მერია. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში. ფესტივალის ძირითადი ინტერესის სფეროს საავტორო ფილმი წარმოადგენს.

გაგაცნობთ წლევანდელი ჟიურის წევრებს. მაშ ასე:

თავჯდომარე  – ელდარ შენგელაია (Eldar Shengelaia), საქართველო.
წევრი – სერგეი ლავრენტიევი (Sergey Lavrentiev), რუსეთი.
წევრი – ნიკ ჰოლდსვორთი (Nick Holdsworth), დიდი ბრიტანეთი
წევრი – ჯიორჯი პალფი (Gyorgy Palfi) უნგრეთი
წევრი – რაცარდ ბრილსკი (Ryszard Brylski), პოლონეთი

სიმართლე რომ გითხრათ, დამოუკიდებელ ფილმებთან ცოტათი ფრთხილად ვარ ხოლმე. განსხვავებულნი, სპეციფიურნი და უფრო მეტად საინტერესონი არიან. ახლა, როდესაც მეძლევა შანსი, რომ ვნახო ახალი და საინტერესო ფილმები, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

 

სრულად ნახვა: http://k84u.com/2012/09/15/preparation/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s