FILM LONDON-ის პროექტი Microschool International ბათუმის კინოფესტივალზე

 

Film London აცხადებს ტრეინინგს ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის. პროგრამას აფინანსებს დიდი ბრიტანეთის საბჭო. ეს საპილოტე პროგრამა ხორციელდება საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან (GNFC) და ბათუმის არტ–ჰაუზ ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან პარტნიორობით.

მოცემული პროგრამა მოიცავს ინტენსიურ სამდღიან ტრეინინგს კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს პროექტების განვითარებას. Microschool International–ის ბაზა არის Film London–ის Microwave’s Microschool, ტრეინინგში მონაწილეობა ხდება შერჩევის საფუძველზე. Microschool შედგება სემინარების, მასტერ–კლასების და ინდივიდუალური სესიებისგან. ყურადღება გამახვილებულია ცალკეული პროექტების განვითარებაზე და ფილმების შექმნაზე მცირე ბიუჯეტით.

Microschool–ის მონაწილეები იყვნენ: ერან კრივი, რომელმაც ამ პროგრამის წყალობით შექმნა BAFTA-ს ნომინანტი ფილმი Shifty, ასევე ახლახანს რიდლი სკოტი, აღმასრულებელი პროდიუსერი ფილმისა Welcome to the Punch, ასევე რეჟისორი და სცენარისტი ბენ დრიუ მხატვრული დებიუტით Manors.

ექვსი ქართული ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში Microschool International, რომელიც ჩატარდება სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას. მონაწილეობა შეუძლიათ რეჟისორისა და პროდიუსერისაგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებსაც უკვე შექმნილი აქვთ კინემატოგრაფიული პროდუქცია და შეუძლიათ პროგრამაში წარადგინონ მხატვრული ფილმის სცენარის საწყისი ვარიანტი. განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 24 მაისი 2013 წ. განაცხადის შეტანა ხდება საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში.

ედრიან ვუტონი, Film London–ის და ბრიტანეთის კინოკომისიის მთავარი აღმასრულებელი, ამბობს: “მოხარული ვარ, რომ ჩვენი ახალი მოდელი შეგვაქვს ახალ ქვეყნებში. მინდა მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის საბჭოს გაწეული მხარდაჭერისთვის. Microwave–ის წარმატება ემყარება სქემას, რომელიც მოიცავს ტრეინინგის ელემენტებს, ამაში კი მთავარ როლს თამაშობს პროგრამა Microschool. პროგრამის მონაწილეებმა დიდი სარგებლობა მიიღეს მისი კარგად აწყობილი სტრუქტურის წყალობით. პროგრამის შინაარსი გამიზნულია პროექტებსა და შერჩეულ მონაწილეებზე. მოხარული ვარ, რომ ამჟამად ეს პროგრამა დამწყებ უცხოელ კინემატოგრაფისტებს შეუწყობს ხელს. მოუთმენლად ველი ამ საპილოტე პროგრამის შედეგებს, პროგრამის მონაწილეთა ფილმებს და პროგრამის განხორციელებას ახალ ტერიტორიებზე.”

Microschool International გამიზნულია კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის, რომლებსაც უკვე შექმნილი აქვთ კინემატოგრაფიული პროდუქცია და აქვთ მცირე ბიუჯეტით ფილმის შექმნის პოტენციალი. პროგრამა მოიცავს ფილმის შექმნის მთლიან პროცესს, კონცეფციიდან ეკრანზე გასვლამდე, ასევე იმ პრობლემებს, რომელთა გადალახვაც უწევთ კინემატოგრაფისტებს მცირე ბიუჯეტით მუშაობისას. პროგრამა მოიცავს საკითხთა წყებას: ფილმის ღირებულებათა ჯაჭვი, პროექტის განვითარება, პიტჩინგი და შეფუთვა, საავტორო უფლებების დაცვა და გამოყენება და სხვა.

პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ კარგად განვითარებული მხატვრული ფილმის პროექტი. ისინი ბევრ რამეს შეიტყობენ კინოინდუსტრიის შესახებ, შეიძენენ მეტ თავდაჯერებულობას და დაამყარებენ კონტაქტებს, რაც დაეხმარება მათ პროექტების განხორციელებაში.

Microschool International ხელ შეუწყობს საწარმოო სექტორის განვითარებას საქართველოში, მხარს დაუჭერს კინემატოგრაფის ბიზნესის კუთხით განვითარებას და კინემატოგრაფისტებს, რომელთაც აქვთ მათი ფილმების მაყურებლის და ბაზრის მკაფიო ხედვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

შენიშვნა

 

Film London–ის შესახებ

Film London, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არსებული კინო და მედია სააგენტო, მიზნად ისახავს ლონდონის კინოსექტორის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, სასარგებლო იქნება დედაქალაქის ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. სააგენტო თანამშრომლობს კინოსთან დაკავშირებულ ყველა ინდუსტრიასთან იმ მიზნით, რომ აქციოს ლონდონი საერთაშორისო წარმოებისა და კინოკულტურის დედაქალაქად. ამდენად, სააგენტო ხელს უწყობს ლონდონში მცხოვრებ ახალგაზრდა ნიჭიერ კინემატოგრაფისტებს. Film London დააარსეს: ლონდონის მერმა და ეროვნულმა ლატარეამ ბრიტანეთის კინოინსტიტუტთან თანამშრომლობით. სააგენტოს მხარს უჭერს ინგლისის ხელოვნების საბჭო და ორგანიზაცია Creative Skillset.

www.filmlondon.org.uk

 

 

Film London Microwave–ის შესახებ

იგი დაარსდა 2006 წელს. Microwave არის ცნობილი სქემა, რომელიც მოიცავს მცირებიუჯეტიან მხატვრულ ფილმებს. ეს სქემა შეადგინეს Film London–მა და BBC Films–მა და მას მხარს უჭერს Creative Skillset. Microwave–ის მიზანია ლონდონის ნიჭიერი კინემატოგრაფისტების აღმოჩენა და მხარდაჭერა. იგი მხარს უჭერს ნიჭიერ ჯგუფებს, რომლებსაც აქვთ ახალი და საინტერესო ისტორიები. სწავლების სქემის მიზანია მხარი დაუჭიროს კინემატოგრაფისტებს, რომლებსაც აქვთ  ორიგინალური იდეები, კარგად ჩამოყალიბებული სცენარები და მოკლევადიანი საწარმოო განრიგი. კინემატოგრაფისტებს სთავაზობენ ინტენსიურ ტრეინინგ–პროგრამას სცენარის განვითარებიდან ფილმის ეკრანებზე გამოსვლის ჩათვლით როგორც დიდ ბრიტანეთში ასევე სხვა ქვეყნებშიც.

www.filmlondon.org.uk/microwave

ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს შესახებ

ბრიტანეთის საბჭო არის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების სფეროში. იგი დაარსდა 1934 წელს. ამჟამად ფუნქციონირებს 110 ქვეყნის 216 ქალაქში მსოფლიოს მასშტაბით. მისი შტაბ–ბინა მდებარეობს ლონდონსა და მანჩესტერში, ასევე აქვს ოფისები ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში (იხ. http://www.britishcouncil.org).

British Council Film ამყარებს კავშირებს დიდი ბრიტანეთის კინემატოგრაფისტებსა და საერთაშორისო აუდიტორიას შორის. ბრიტანეთის საბჭოს გლობალურ ქსელთან თანამშრომლობით, იგი წარმოაჩენს ბრიტანული ფილმების ინოვაციას, მრავალფეროვნებას, კრეატიულობას და მნიშვნელოვნებას მთელ მსოფლიოში, ასევე ეძებს შესაძლებლობებს ბრიტანელ კინემატოგრაფისტებსა და უცხოელ კოლეგებს შორის შემოქმედებითი გაცვლა–გამოცვლისთვის (იხ. www.britishcouncil.org/film).

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ფუნქციონირებს 1993 წლიდან. მისი საქმიანობა მოიცავს ხელოვნებას, განათლებას, ინგლისური ენის სწავლებას და სასერტიფიკატო გამოცდებს, ქართველი და ბრიტანელი პროფესიონალების და აუდიტორიის დაახლოვებას და სხვა საქმიანობას (იხ. www.britishcouncil.org/ge).

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის შესახებ

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი (GNFC) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინოინდუსტრიის სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინირება შემდეგ დონეებზე: პროექტების განვითარება, ფილმების წარმოება, ფრომოუშენი და საერთაშორისო თანამშრომლობა. ეროვნული კინოცენტრი ასევე მოიცავს ადგილობრივ კინოკომისიას, რომლის მიზანია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის  მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენა.

ეროვნული კინოცენტრის მიზნებია:

  • ქართული კინოსექტორის განვითარების სტრატეგიული კურსის განსაზღვრა
  • ადგილობრივი კინოწარმოების – ეროვნული ფილმებისა და კოპროდუქციის –  მხარდაჭერა
  • უწყვეტი კინოგანათლების მხარდაჭერა
  • საერთაშორისო ბიზნეს–კონტაქტების დამყარება და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება
  • ქართული კინომემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართული პროექტების ხელშეწყობა
  • ადგილობრივი კინოფესტივალების და კინოსთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების მხარდაჭერა
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ფილმების ექსპორტის სტრატეგიის განვითარება

 

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი

არტ–ჰაუზ ფილმების ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) დაარსდა 2006 წელს. მისი დამაარსებელი და ორგანიზატორია ბათუმის ხელოვნების სახლი „არგანი“. BIAFF არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში ბათუმში (საქართველო). ფესტივალის ყურადღების ცენტრშია არტ–ჰაუზ ფილმები.

ბათუმის კინოფესტივალის მთავარი სექციებია: საერთაშორისო კონკურსი (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები), აბრეშუმის გზა, ცნობილი რეჟისორების ნამუშევრების რეტროსპექტივები, ჟიურისთან შეხვედრა და სხვა. გარდა ფილმების ჩვენებისა, ფესტივალი მოიცავს სემინარებს, მასტერ–კლასებს და ინდუსტრიულ ღონისძიებებს.

ბათუმის ფესტივალის საპატიო სტუმრები გასულ წლებში იყვნენ: ბელა ტარი, ნური ბილგე ჯეილანი, ზბიგნევ რიბჩინსკი, კრისტოფ ზანუსი, იოს სტელინგი, აბას კიაროსტამი, დარიუშ მეჰრჯუი, ოთარ იოსელიანი და სხვები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s