ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის BIAFF 2013 -ის პრეზენტაცია ბლოგერებისთვის ქ. თბილისში

2013 წლის 29 მაისს, ქ. თბილისში – “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) საკონფერენციო დარბაზში (მე-2 სართული) გაიმართება BIAFF 2013 -ის პრეზენტაცია ბლოგერებისთვის, რომლის დროსაც მოხდება ინფორმაციის მოწოდება შემდეგზე:

1. BIAFF კინოფესტივალის 2013 წლის პროგრამის მონახაზი

2. კინოფესტივალზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ – ა) BIAFF კინოსკოლა – დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად, 3. BIAFF 2013-ზე დაგეგმილი ქართულ-თურქული კო-პროდუქციის შეხვედრების პლატფორმა, Film London-თან და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით დაგეგმილი ინტენსიური სამდღიანი ტრეინინგი კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პროექტების განვითარებას.

3. ბლოგერების კონკურსი BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში – მოწოდებული იქნება დეტალური ინფორმაცია წელს დაგეგმილი ბლოგერების კონკურსის შესახებ (რომელიც უკვე მეთხედ ტარდება), კონკურსში მონაწილების პირობების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

პრეზენტაციაზე დასწრება შეზღუდულია და შეხვედრა ძირითადად ბლოგერებისთვისაა განკუთვნილი.

დაინტერესებულ ბლოგერებს შუძლიათ დაადასტურონ დასწრება – BIAFF-ის ფეისბუქ ევენთ გვერდზე – https://www.facebook.com/events/521028001290018/

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 599-482181 (ზვიადი- ფესტივალის მენეჯერი), ელ.ფოსტა: marketing@biaff.org
ტელ: 598-359050 (გოჩა გაბოძე – ფესტივალის ბლოგერი)

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2013 წლის პროგრამისთვის

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2013 წლის პროგრამისთვის

BIAFF კინოფესტივალმა, რომელიც გაიმართება 2013 წლის 15-22 სექტემბერს ქ.ბათუმში, დაიწყო ფილმების მიღება წლევანდელი პროგრამისთვის. ფილმები წარმოდგენილი შეიძლება იქნეს შემდეგ საკონკურსო სექციებიისთვის:
– საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
– დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი
– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
ფილმების მიღება გაგრძელდება 2013 წ., 1 აგვისტომდე და შერჩეული ფილმების სია გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს.

Continue reading

BIAFF Film Festival Opened Film Submission for 2013 Program

 

BIAFF Film Festival Opened Film Submission for 2013 Program
BIAFF film festival which will be held during 15-22 September, in Batumi opens film submission for 2013 program. Films can be submitted for following competition sections:
– International Competition – Feature films
– International Competition – Doc films
– International Competition – Short films

Continue reading

BIAFF 2013 – ბათუმის კინოფესტივალის 2013 წლის პროგრამის, დაგეგმილი პროექტების, ვორქშოფების და სიახლეების პრეზენტაცია

16 მაისს, ქ. ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცეტნრში“ მედიის წარმომადგენლების და კინომოყვარულებისთვის გაიმართა ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და საიხლეების პრეზეტანცია.

BIAFF press conference may, 2013

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი

– ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის ჩატარების ადგილი – კინოთეატრი „აპოლო“, ბათუმის თოჯინების თეატრი. კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.

 

კინოფესტივალზე დასწრება – კინოფესტივალზე დასწრება იქნება უფასო აკრედიტირებული სტუმრებისთვის (ოფიციალური სტუმრები, პრესა, კინოს სექტორის წარმომადგენლები). გამომდინარე იქედან, რომ ადგილები კინოთეატრში არის შეზღუდული –  ჩვენი ვებ-გვერდის და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით დაიწყება წინასწარი რეგისტრაცია და რეგისტრაციით მოხდება აბონემენტების გაცემა.

Continue reading