BIAFF 2013 – ბათუმის კინოფესტივალის 2013 წლის პროგრამის, დაგეგმილი პროექტების, ვორქშოფების და სიახლეების პრეზენტაცია

16 მაისს, ქ. ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცეტნრში“ მედიის წარმომადგენლების და კინომოყვარულებისთვის გაიმართა ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და საიხლეების პრეზეტანცია.

BIAFF press conference may, 2013

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი

– ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის ჩატარების ადგილი – კინოთეატრი „აპოლო“, ბათუმის თოჯინების თეატრი. კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.

 

კინოფესტივალზე დასწრება – კინოფესტივალზე დასწრება იქნება უფასო აკრედიტირებული სტუმრებისთვის (ოფიციალური სტუმრები, პრესა, კინოს სექტორის წარმომადგენლები). გამომდინარე იქედან, რომ ადგილები კინოთეატრში არის შეზღუდული –  ჩვენი ვებ-გვერდის და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით დაიწყება წინასწარი რეგისტრაცია და რეგისტრაციით მოხდება აბონემენტების გაცემა.

2013 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში 20-22 ქვეყნიდან. მოწვეული სტუმრები წარმოდგენილია ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან. კინოფესტივალზე ორგანიზებული იქნება მასტერკლასები მოწვეული რეჟისორების მიერ.

 

კინოფესტივალის პროგრამა

  • საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული კინო
  • საერთაშორისო კონკურსი – დოკუმენტური კინო
  • საერთაშორისო კონკურსი – მოკლემეტრაჟიანი ფილმები
  • „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ (SILK ROAD) –  კავკასია, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია და ა.შ.
  • დიდოსტატთა კოლექცია
  • მასტერკლასები და ვორქშოფები

 

ბათუმის კინოფესტივალზე გარდა კინოპროგრამისა წარმოდგენილი იქნება სხვა დამატებითი ღონისძიებები და სიახლეები:

  1. BIAFF Industry Meetings 2013 –  კინოცენტრის ხელშეწყობით, 2011 წელს კინოფესტივალზე   დაიწყო „ინდუსტრიული შეხვედრების“  სექცია, რომელიც წელსაც გრძელდება. 2013 წ.  დაგეგმილია  ორდღიანი  „ქართულ-თურქული ინდუსტრიული პლატფორმის“ ორგანიზება, რომლის კოორდინაცია მოხდება სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტთან ერთად. ინდუსტრიული შეხვედრების  მიზანია უცხოელ და ქართველი კინემატოგრაფისტებს  შორის კონტაქტების დამყარება და კო-პროდუქციის განვითარების ხელშეწყობა
  2. BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი – მხარდამჭერი „ბრიტანეთის საბჭო“, პარტნიორები – აჭარის არ განათლების და კულტურის სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, კავკასიის მედია სკოლა, შ. რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  პროექტის ფარგლებში შეირჩევა ოთხი 3-4 კაციანი  გუნდი, რომელსაც ჩაუტარდება პრაქტიკული ხასიათის ტრენინგები დოკუმენტურ კინოში. ეს იქნება კომბინირებული გადაღების პროცესთან და ერთი კვირიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გადაიღებენ საშუალოდ 10 წთ.-იან მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს, წინასწარშერჩეულ თემატიკაზე. ტრენინგები ხორცილდება  ბრიტანული პარტნიორი ორგანიზაციის (Postdoc Films) ტრენერების და მოწვეული რეჟისორების მიერ.

აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა 2012 წლის კინოფესტივალზე და წელსაც გაგრძელდება.

  1. Film London-ის სამდღიანი ტრენინგ პროგრამა კინოწარმოების სფეროში – Microwave’s MICROSCHOOL  BIAFF 2013-ზე, Film London-თან და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით დაგეგმილი ინტენსიური სამდღიანი ტრეინინგი კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პროექტების განვითარებას. Microschool International–ის ბაზა არის Film London–ის Microwave’s Microschool, ტრეინინგში მონაწილეობა ხდება შერჩევის საფუძველზე. Microschool შედგება სემინარების, მასტერ–კლასების და ინდივიდუალური სესიებისგან. ყურადღება გამახვილებულია ცალკეული პროექტების განვითარებაზე და ფილმების შექმნაზე მცირე ბიუჯეტით

ექვსი ქართული ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში Microschool International, რომელიც ჩატარდება სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას. მონაწილეობა შეუძლიათ რეჟისორისა და პროდიუსერისაგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებსაც უკვე შექმნილი აქვთ კინემატოგრაფიული პროდუქცია და შეუძლიათ პროგრამაში წარადგინონ მხატვრული ფილმის სცენარის საწყისი ვარიანტი. განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 24 მაისი 2013 წ. განაცხადის შეტანა ხდება საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში.

  1. ბლოგერების კონკურსი BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში   – კინოფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება ბლოგერების კონკურსი – 3  ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. 2013  წელს გამარჯვებული  ბლოგერების  ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მიწვეული იქნებიან კინოფესტივალის გახსნის და დახურვის წვეულებაზე.   კინოფესტივალი აწარმოებს მოლაპარაკებას  სხვადასხვა კომპანიებთან  და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე კომპანია  შემოურთდება პროექტს და  შესაძლებლი იქნება სხვა პრიზების დაწესებაც.

ბათუმის კინოფესტივალი უკვე მეოთხე წელია ატარებს ბლოგერების კონკურსს და საკმაოდ წარმატებით შუქდება ფესტივალი ბლოგერების მიერ სოციალურ მედიაში (ბლოგები, Facebook)

  1. კინოჩვენებები ღია ცისქვეშ (OUTDOOR CINEMA)  – წელს პირველად კინოფესტივალის არსებობის მანილზე (და რეალურად არც ბათუმში ყოფილა მსგავსი  პრეცედენტი), ჩვენც პოლონელ პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ  ფესტივალის ფარგლებში გარე ჩვენებების ორგანიზებას  ბათუმის პლიაჟზე ან ბულვარში (ცენტრალურ ადგილას).  ჩვენი პოლონელი პარტნიორებია კომპანია „Outdoor Cinema Sp. z o.o“. ისინი უზრუნველყოფენ ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო აპარატურის კომპლექტის (ეკრანი, პროექტორი, საუნდ-სისტემა) ჩამოტანა-ინსტალაციას და ფილმების გაშვების ტექნიკურ ორგანიზაციას. შესაბამისად მათი ჩართულობა უზრუნველყოფს ჩვენების მაღალ ხარისხს და სათანადო ორგანიზაციას.

დამატებითი ინფოსთვის იხილეთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის ვებ-გვერდი – http://outdoorcinema.pl/en/,  და ასევე მათ მიერ პოლონეთში ორგანიზებული ორთვიანი საზაფხულო კინოფესტივალის საიტი  – http://english.orangekinoletnie.pl/

კინოფესტივალის სპონსორებიბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“

კინოფესტივალის მხარდამჭერები –  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა“,  კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, „ივერია ბიჩ კაფე“ (ბათუმი)

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  ტელეარხი STYLE  TV (www.style-tv.ru), პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org;  ტელ: 574-482181б 597-998272

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s