ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2013 წლის პროგრამისთვის

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2013 წლის პროგრამისთვის

BIAFF კინოფესტივალმა, რომელიც გაიმართება 2013 წლის 15-22 სექტემბერს ქ.ბათუმში, დაიწყო ფილმების მიღება წლევანდელი პროგრამისთვის. ფილმები წარმოდგენილი შეიძლება იქნეს შემდეგ საკონკურსო სექციებიისთვის:
– საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
– დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი
– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
ფილმების მიღება გაგრძელდება 2013 წ., 1 აგვისტომდე და შერჩეული ფილმების სია გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს.

მოთხოვნები საკონკურსო ფილმების მიმართ:

ა) მხატვრული და დოკუმენტური ფილმები:
– ფილმი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი
– გადაღების პერიოდი – 2012 ან 2013 წწ

ბ) მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
– ასაკი – 35 წლამდე
– ჟანრი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური (და ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმები
– გადაღების პერიოდი – 2012 ან 2013 წწ.
– ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 35 წთ-მდე

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფილმებს რომელთა საჯარო ჩვენება არ მომხდარა საქართველოში. არასაკონკურსო სექციებისთვის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ფილმებს, რომლებიც არ ყოფილა ნაჩვენები საქართველოში კინოგაქირავების ქსელში ან ქართულ სატელევიზიო არხებზე.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ხდება ციფრული ვერსიებით – DCP, Blue-ray ან DVD (მოკლემეტრაჟიანი ფილმები), ინგლისურ ენოვანი სუბტიტრებით.

ფილმის წარდგენისთვის საჭიროა:

– შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა – იხილეთ შემდეგ ბმულზე – http://biaff.org/ge/submission
– ფილმის კოპია – სელექციისთვის ფილმი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ონლაინ ბმულით (ჩამოსატვირთი ბმული ან ონლაინზე ფილმის ნახვის ბმული) ან ფილმის DVD კოპია უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი
ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ.3
ტელ: 574 482181, 579 190375

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: submission@biaff.org
ტელ: +995 574 482181
კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორია – ქ. ბათუმის მერია. მხარდამჭერები – ავიაკომპანია „აირზენა”, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, „ბრიტანეთის საბჭო”, “სასტუმრო რედისონ ბლუ – ბათუმი“, „პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი” და ა.შ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s