ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

ბათუმის  საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის 

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის ფარგლებში BIAFF  აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, რომელიც უკვე მეოთხე წელია რაც ტარდება.

კონკურსში მონაწილოების პირობა – კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა:

–          კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება

–          რეგისტრაცია – უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე.  რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად   სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.  ცხადია კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.

–          ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით)

–          კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება

–          კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით

 

რას სთავაზობს ფესტივალი  მონაწილეებს – ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს შემდეგს:

–          აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას

–          ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ  ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები

–          ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი

–          ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება

–          ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი

 

ბლოგერების კონკურსის პრიზები  – გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:

 –          BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგლისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.

–          კავკასიის მედია სკოლის პრიზიგამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  მოკლევადიანი კურსების უფასო სწავლების ვაუჩერი

–          სასტუმრორჩეული ვილასქსელის პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის

–          კინოფესტივალის პარტნიორი ტურ კომპანიის პრიზი –  3 ბლოგერს გადასცემს 2-3 დღიან სამოგზაურო ვაუჩერს (საქართველოს ფარგლებში

–          ჰოსტელიანრის პრიზი (ბათუმი) – საუკეთესო 4 ბლოგერს გადაეცემა 5 დღიანი საგზური ჰოსტელში დასვენებისთვის.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ზვიადი ელიზიანი (ფესტივალის მენეჯერი) – ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 574 482 181

გოჩა გაბოძე  (ფესტივალის ბლოგერ-კოორდინატორი)- ელ.ფოსტა: gabo@gabo.ge, მობ: 598 359 050

 

 

კინოფესტივალის სპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“,

კინოფესტივალის მხარდამჭერები –  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „რჩეული ვილა“, “ჰოსტელი ანრი“, „HQ პროპაგანდა“,  „პერიტუს გრუპი“, კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, „ივერია ბიჩ კაფე“ (ბათუმი)

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

 

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi

One thought on “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

  1. Pingback: BIAFF | სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s