BIAFF 2013 – ბათუმის კინოფესტივალზე „მუსიკალური ფილმების” ჩვენება და PINK FLOYD-ის პროდიუსერის ვიზიტია დაგეგმილი

 

BIAFF 2013 – ბათუმის კინოფესტივალზე   „მუსიკალური ფილმების” ჩვენება  და PINK FLOYD-ის პროდიუსერის ვიზიტია დაგეგმილი

 

19 ივნისს, 16.00 სთ.-ზე ქ. ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილი  მუსიკალური ფილმების და ამ ფილმების პროდიუსერების/რეჟისორების შესახებ ინფორმირება.

პრეზენტაციას ესწრებოდა ბათუმის კინოფესტივალის მენეჯმენტი და რეჟისორი/მუსიკალური პროდიუსერი რუსეთიდან – ევგენი გორინი.

BIAFF კინოფესტივალი საინტერესო სიახლეს და სტუმრებს სთავაზობს კინოს და მუსიკის მოყვარულებს:

–          ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილია მუსიკალური ფილმების ჩვენება – ბათუმის კინოფესტივალზე  რამდენიმე მუსიკალური დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები ცალკე სექციის სახით „მუსიკალური ფილმები“. უკვე შერჩეულია 3-4 ფილმი რაც იქნება ნაჩვენები

–          ფესტივალის სპეციალური სტუმარი იქნება Joe Boyd – ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის  PINK FLOYD   პირველი სინგლების პროდიუსერი. ლეგენდარული კლუბის UFO CLUB  (ლონდონის  ფსიქოდელიური ანდეგრაუნდის ცნობილი კლუბი) დამაარსებელი და მენეჯერი. ამ კლუბში უკრავდენ  60-იანების ცნობილი როკ-მუსიკოსები.         ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • მასტერკლასი – Joe Boyd ისაუბრებს 60-70-იანი წლების ლონდონის მუსიკალური ანდეგრაუნდის, ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმების და მუსიკალური ჯგუფების შესახებ, რომლებთანაც ის მუშაობდა (Pink Floyd, Jimi Hendrix, Fairport Convention, Soft Machine), ასევე პრაქტიკული რჩევები  ადგილობრივი მუსიკოსებისთვის.  მასტერკლასი იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიება როგორც კინომოყვარულებისთვის ისე მუსიკოსებისთვისაც.
  • დოკუმენტური მუსიკალური ფილმების ჩვენება  –   jimi Hendirx  Doc,  Tonight Let’s make Love in London” – Pink Floyd-ის საკონცერტო გამოსვლის უნიკალური კადრები  კლუბ „UFO“-ში

–          ევგენი გორინის ახალი ფილმის „მუსიკის მასწავლებლის სიზმრების“ პრეზენტაცია –  რომლის ნაწილიც აჭარაში იქნა გადაღებული 2012 წ. ზაფხულში და ცნობილი ქართული ბენდის „ინსაიტის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი მონაწილეობდა. ევგენი გორინმა წარადგინა ფილმის ტრეილერი, ინფორმაცია ფიმლის კონცეფციის შესახებ და ისაუბრა გადაღების პროცესზე. აღნიშნული ფიმლის პრემიერა დაგეგმილია ბათუმის კინოფესტივალზე სექტემბერში.

სიუჟეტი სიახლის შესახებ იხილეთ:

–          აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი

–          ტვ 25-ის  სიუჟეტი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი  ტარდება  2013 წლის 15-22 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

კინოფესტივალის სპონსორებისაქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“,

კინოფესტივალის მხარდამჭერები –  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „რჩეული ვილა“, “ჰოსტელი ანრი“, „HQ პროპაგანდა“,  „პერიტუს გრუპი“, კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, „ივერია ბიჩ კაფე“ (ბათუმი)

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი“, „ბომონდი“, „თბილისი OUT” გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

საკონტაქტო ინფორმაცია –   ტელ: 599-482181, marketing@biaff.org

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s