BIAFF 2013 – “ქართულ-თურქული კოპროდუქციის პლატფორმა“

ბათუმის საავტორო კინოს მე-8  საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება 15- 22 სექტემბერს, 2013 წელს. BIAFF  დაარსდა 2006 წელს. მისი დამაარსებელი და ორგანიზოტორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”,  ხოლო ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

2011-2012 წლების განმავლობაში, BIAFF-მა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ორგანიზება გაუწია „BIAFF ინდუსტრიულ შეხვედრას“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ევროპულმა კინო აკადემიის, ჰ. ბალსის ფონდის (როტერდამის კინოფესტივალი), EAVE, პოლონეთის კინო ინსტიტუტის, ა. ვაიდას სკოლის, პოლონელი და თურქული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა.
BIAFF 2013 – “ქართულ-თურქული კოპროდუქციის  პლატფორმა“  ჩატარდება 19-20 სექტემბერს. ამ დღეების განმავლობაში ჩატარდება შეხვედრები ქართველ და თურქ პროდუსერებს/რეჟისორებს. შეხვედრას ასევე, დაესწრება წარმომადგენლები საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან, სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და კულტურის სამინისტროდან („აჭარის რეგიონალური კინო ფონდი), თურქეთის კულტურის სამინისტროდან.

ქართულ-თურქული კოპროდუქციის  პლატფორმის მთავარი მიზანია ურთიერთობებისა და კავშირის გაუმჯობესება თურქ პროდუსერებს და ქართველ რეჟისორებსა და პროდუსერებს შორის და ერთობლივი კინოპროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა.  მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ფილმების  დაფინანსებiს, ერთობლივი წარმოების პროცესს თურქეთსა და საქართველოში, ფინანსურ საშუალებებს, ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებს. ასევე, განისაზღვრება  სამომავლო  თანამშრომლობის პერსპექტივები და მოხდება  გამოცდილების გაზიარება ევროპულ კო-პროდუქციის კუთხით.  აგრეთვე, დაგეგმილია  მონაწილეთა მოსაზრებების შეჯამება მომავალ შეხვედრებთან და დამატებით კომპონენტებთან დაკავშირებით.

კინოფესტივალის მენეჯმენტი გეგმავს, რომ საქართველო-თურქეთის კო-პროდუქციის პლატფორმის შეხვედრებს ქონდეს ყოველწლიური ხასიათი. ასევე, მოიზიდოს მხარდამჭერები / ფონდები რაც ხელი შეუწყოს  პლატფორმის განვითარებას (შეიძლება დაემატოს  “works in progress”) რაც თავისთავად გაზრდის ეფექტურ თანამშრომლობასა და ერთობლივ წარმოებას ორ ქვეყანას შორის.

თურქეთის მხრიდან სხდომას დაესწრება  აზიზე  ტან –  სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი,  გულინ უსტინ –  „Meeting on the Bridge” (სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული სექცია) მენეჯერი, მესუთ ერკულ – თურქეთის კინო-დეპარტამნეტის დირექტორი (http://www.sinema.gov.tr) სევილ დემირჩი -პროდიუსერი (თურქეთის პროდუსერების ასოციაცია), გუნერ გულენ -პროდიუსერი, Dunya Yalan Yapim, Ozcan Alper-Nar Film, ბერტრან Glosset – პროდიუსერი, Caravan Film, იესიმ უსტაოღლუ – რეჟისორი(Ustaoglu Film), ასლი ოზგე – რეჟისორი, და ასევე იქნება  რამდენიმე სხვა პროდიუსერიც, რომელთა ვინაობაც განისაზღვრება  აგვისტოს ბოლოს.

შეხვედრები ორგანიზებულია  სტამბულის კინოფესტივალთან  თანამშრომლობით და   საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.

 

ყველა, ვისაც მონაწილეობის მიღება სურს  “BIAFF 2013 – საქართველოს და თურქეთის კოპროდუქციის პლატფორმის შეხვედრაზე, დაგვიკავშირდით  ელ – info@biaff.org;  ყველა მონაწილე მიიღებს BIAFF ფესტივალის აკრედიტაციას რომლითაც ექნებათ კიონფესტივალზე ნებისმიერი კინოჩვენების, ღონისძიების მასტერკლასის, ბანკეტზე  დასწრების უფლება

 

კინოფესტივალის სპონსორები -საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“, საქართველოს კულტურის და ძეგლების სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კინოფესტივალის  მხარდამჭერებ-პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, ბრიტანული საკონსულო, იტალიის საელჩო, ისრაელის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, “ჰოსტელი ანრი“, „HQ პროპაგანდა“, „პერიტუს გრუპი“, კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო პიაზზა ინნ,

კინოფესტივალის  გენერალური მედია პარტნიორი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა / ფორტუნა +, პალიტრა მედია, აჭარა TV9,  „Tbilisi OUT “, გაზეთი “Georgia Today”. ონლაინი სააგენტოები – “ინტერპრესნიუსი” (www.ipn.ge), Publicity Group (www.publicity.ge), www.newswire.ge, Film New Europe (www.filmneweurope.com).

 

ახალი ამბები ფესტივალის შესახებ გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე (www.biaff.org) ასევე  Facebook-ის გვერდზე – www.facebook.com/biaffbatumi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s