BIAFF კინოსკოლა 2014 – ტრენინგები სცენარის განვითარებაში

 ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში (14-21 სექტემბერი, 2014 წ.), გაიმართება “BIAFF 2014 კინოსკოლის“ ტრენინგ კურსი.

 

“BIAFF 2014 კინოსკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ტრენინგ კურსი

კინოსკოლის ორგანზების პერიოდი   – BIAFF  კინოსკოლა 2014“ ჩატარდება 3 ეტაპად:

  • ეტაპი 1 – სექტემბერი, 2014 წ. –  ბათუმის კინოფესტივალის პერიოდში  6 დღიანი ვორქშოფი „სცენარის განვითარება და ადაპტაცია“ – ტრენერი – ცნობილი აზერბაიჯანელი რეჟისორი  – რუსტამ იბრაგიმბეკოვი.
  • ეტაპი 2 – ოქტომბერი, 2014 წ. –  4 (+3) დღიანი ვორქშოფი „მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისურა“ – ტრენერი – ცნობილი ქართველი რეჟისორი – მიხეილ კობახიძე. 4 დღიანი ვორქშოფის შემდეგ გათვალისწინებულია ასევე 3 დღე პრაქტიკული ხასიათის მუშაობა – მონაწილე ჯგუფების მიერ მოკლემეტრაჟიანი ფილმების თითო სცენის გადაღება და პრაქტიკული რეკომენდაციები რეჟისორის/ტრენერისგან (ამ შემთხვევაში – მიხეილ კობახიძე) – რომელიც გადაღების პროცესში სათანადო რჩევებს აძლევს სტუდენტებს და გადაღებული მასალის ანალიზს აკეთებს ჯგუფთან ერთად და რეკომენდაციებს აძლევს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
  • ეტაპი 3 – ნოემბერი, 2014 წ. –  3-4 დღიანი ვორქშოფი „პროდიუსინგი და ფილმის პროექტის მომზადება“.  ტრენერი – ქართველი პროდიუსრები (სავარაუდოდ ეს იქნება თინათინ ყაჯრიშვილი / ლაშა ხალვაში), რომლებსაც ააქვთ ძალიან  კარგი გამოცდილება კინოპროდიუსინგის და კო-პროდუქციის კუთხით.

ამ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს  წინა ეტაპის მონაწილეები და მოხდება მათ მიერ მომზადებული პროექტების სცენარების დახვეწა და საბოლოო პროექტის სახით ჩამოყალიბება.

სამეტაპიანი კურსის მიზანია –  მონაწილეებისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება  მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის მომზადების სამივე ეტაპისთვის – სცენარის განვითარება, რეჟისურა და პროდიუსინგი (პროექტის მომზადება/პრეზენტაცია). ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ გამზადებული (სცენარი, რეჟისორული ხედვა და ა.შ.) ფილმის პროექტი, რომლის წარდგენაც შეეძლებათ  დაფინანსებისთვის – საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და აჭარის  რეგიონალური კინოფონდის მოკლემეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსზე. ასევე BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტი  საჭირო  კონსულტაციებს გაუწევს მონაწილეებს უცხოეთში ფინანსირების მოძიების საკითხებზე (უცხოური კო-პროდუქციის პლატფორმები, ფონდები და ა.შ.)

ვორქშოფის I ეტაპი (რუსტამ იბრაგიმბეკოვი) ჩატარდება რუსულ ენაზე !!!  შესაბამისად აუცილებელი რუსული ენის ცოდნა

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური აპლიკაციები. ვინც ინდივიდუალურად დარეგისტრირდება, შემდეგში მისი ჩართვა მოხდება  3-4 კაციან ჯგუფში რომლებთან ერთადაც იმუშავებენ პროექტის მიმდინარეობისას.

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შემდეგი:

  • მონაწილეთა ასაკი – 17-40 წ.
  • ვის შეუძლია მონაწილეობა – სასურველია თუ აპლიკანტი იქნება ინოფაკულტეტის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან გააჩნია გარკვეული გამოცდილება კინოს სფეროში (მაგ: მინუმუმ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაინც). თუმცა აპლიკაცია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ფილმის გადაღება და გარკვეული უნარ-ჩვევები გააჩნია.
  • განაცხადის წარდგენა –  მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია და აპლიკაციის წარდგენა 2014 წლის 25 აგვისტომდე. შერჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან 1 სექტემბერს.
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა/სინოფსისი – თითოეულმა აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეის მონახაზი/სცენარის მოკლე სინოფსისი, რომლის გადაღებასაც აპირებს ტრენინგ კურსის შემდეგ.
  • რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება„BIAFF 2014 კინოსკოლის სააპლიკაციო ფორმა“ + 1 სარეკომენდაციო წერილის გამოგზავნა  ელ.ფოსტის მეშვეობით – submission@biaff.org-ზე 2013 წლის, 25 აგვისტომდეაპლიკანტმა აპლიკაციის ფორმაში (შესაბამის გრაფაში) აუცილებლად უნდა მიუთითოს  მის მიერ ადრე გადაღებული ფილმების ინტერნეტ ლინკი, სადაც შეიძლება ამ ფილმის ნახვა.  
  • უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებიც გეგმავენ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას აჭარის რეგიონში !

 

 ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ  შესაბამისი სერტიფიკატები !

 

კინოსკოლის  ტრენინგ კურსის ყველა მონაწილეს ექნება   BIAFF 2014 ბათუმის კინოფესტივალის აკრედიტაცია, რაც საშუალებას მისცემს მათ:

– დაესწრონ კინოჩვენებებს

– კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, ფესტივალის დახურვის ბანკეტს

 

კინოსკოლის პროექტი ხორციელდება აჭარის არ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

„BIAFF  კინოსკოლის“ პროექტი 2011 წელს დაიწყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით და უკვე მეოთხე წელია კინოფესტივალის ფარგლებში უცხოელი კინემატოგრაფისტების მიერ ხდება საინტერესო ტრენინგ კურსის ორგანიზება სხვადასხვა თემატიკაზე. 2011 წ. ჩატარდა ერთკვირიანი კურსი „სცენარის განვითარებაში“ ამერიკელი ტრენერის  პოლ კრონინის მიერ. 2012 და 2013 წწ.-ში კი ბრიტანულ ორგანიზაცია POSTCODE FILMS-თან თნამშრომლობით და „ბრიტანეთის საბჭოს“/აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა ერთობლივი პროექტი  KINO FUTURES, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა კინემატოგრაფებისტებს  ჩაუტარდა 6 დღიანი  პრაქტიკული ხასიათის ტრენინგ-კურსი დოკუმენტურ კინოზე. ტრენინგ კურსი ასევე მოიცავდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას და პრაქტიკულ  რეკომენდაციებს ტრენერებისგან   ისეთ საკითხებში, როგორიცაა მონტაჟი, პიტჩინგი (PITCHING) და პროდიუსინგი.

 კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org;    www.facebook.com/biaffbatumi

ტელ: 599-482181,  ელ.ფოსტა: marketing@biaff.og

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s