Biaff Calling

Kate's Universe

მზე, ზღვა, განსხვავებული ჰაერი, Biaff-ი და არაჩვეულებრივი განწყობა.
ჩემი ბათუმი ასეთია.
გამარჯობა, ეს ისევ მე ვარ. 2014 წლის ბათუმი ბევრ სასიამოვნო რამეს მპირდება. გამომყევით და არ ჩამომრჩეთ😉
დღეს ჩამოვედი ქათქათა ბათუმში და ემოციები უკვე გულით დამაქვს. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი 2002 წლიდან მოყოლებული და ბოლო რამდენიმე წელია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ქალაქის სიყვარულისა არის ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი (Batumi International Art-house Film Festival – შემოკლებით Biaff).

პირველად 2012 წელს ვიყავი და სრულიად მოვიწამლე იმ ყველაფრით, რაც მაშინ ბათუმში ხდებოდა. შარშანწინდელი პოსტები შეგიძლიათ იხილოთ აგერ – http://k84u.com/tag/biaff/

რამდენიმე ეპიზოდი 2012 წელს ჩატარებული მე-7 ფესტივალიდან.

თქვენი მონა-მორჩილი აქ სურათს იღებს, სამაგიეროდ მისი უდიდებულესობა – ლეპტოპი “წითელა” წარმომადგენს მე😀

ასე ვწერდით პოსტებს

ასე ემთხვეოდა ჩვენი საყვარელი ფერები ერთმანეთს❤

ასე ვუყურებდით ფილმებს. ყელის ტკივილი, სიცხე და ათასი კატასტროფა:/

ასე “ვაბირჟავებდით” კინოთეატრის წინ, განვიხილავდით ფილმებს და ვთათბირობდით.

ასე გადავიღე სურათი ბელა ტართან,

ელდარ შენგელაიასთან…

View original post 78 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s