BIAFF დაიწყო

გლეხის ბიჭის ბლოგი

კვირას, 14 სექტემბერს მე-9 BIAFF გახსნილად გამოცხადდა. მოკლე ცერემონიალის შემდეგ აჩვენეს ე.წ. გახსნის ფილმი – ,,ამბავი სურამის ციხისა”.
ფილმი სურამის ციხის მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ ლეგენდას მოგვითხრობს. გადმოცემის მიხედვითაც, ციხის შენებისას მის კედელში ჩატანებულია ახალგაზრდა ბიჭი. თითქმის ყველამ ვიცით ეს მითი, თუმცა ფილმი მაინც გაჯადოებს და თავისი ყურებისკენ გიხმობს. მართალია, მსვლელობისას ბათუმის საზაფხულო თატრის ნახევარი დარბაზი დაიცალა, მაგრამ ჩემთვის მაინც ერთგვარი სიამოვნება იყო ს.ფარაჯანოვისა და დ. აბაშიძის ნამუშევარი – ფოტოკოლაჟის მაგვარი ფილმი, რომელიც მრავლად იყო დატვირთული რელიგიური ელემენტებით, ცრურწმენებით, ხალხის აღქმული რელიგიით.
ამბავს, რომელიც არაკონკრეტულ დროს, არაკონკრეტულ ადგილას სურამის ციხის ირგვლივ ვითარდება, ემატება იმ ადამიანთ ისტორიები, ვინც მთავარ გმირებს გზად ხვდებათ. დურმიშხანისა (ზ. ყიფშიძე) და ვარდოს (ს. ჭიაურელი) სიყვარულს და ერთადყოფნას ჯერ მონობის უღლი უშლის ხელს, ხოლო შემდეგ, დურმიშხანის გამდიდრება და ვარდოს დავიწყება. ქალს სატრფოს ძიების მეტი აღარ დარჩნია-რა და ნამდვილად ხდება მკითხავი. საბოლოოდ კი ის, რაც ჩვენ შურისძიების სახელით ვიცით, სინამდვილეში ჭეშმარიტმეტყველებად იქცევა.
ფილმის მსვლელობისას ვხვდებით უამრავ სიმბოლოკას, ლამაზ…

View original post 36 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s