ირაკლი კვირიკაძის მასტერკლასი

გლეხის ბიჭის ბლოგი

IMG_20140919_154639

19-20 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა მასტერკლასი სახელწოდებით ,,ვორქშოპი სცენარისტებისთვის”.

ირაკლი კვირიკაძე ის რეჟისორი და სცენარისტია, რომლის ხელსაც ეკუთვნის ისეთი ფილმების შექმნა, როგორებიცაა: ,,ქვევრი”, ,,ქალაქი ანარა”, ,,მოცურავე” და ,,ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში”.  ამ ფილმთა სცენარის ავტორიც თავად არის და ბევრი ისეთი ფილმისა, როგორებიცაა : ბო-ბო, ჟანგიანი რაინდი, შეყვაებული კულინარის 1001 რეცეპტი, ზაფხული, ანუ დაკარგული 27 კოცნა, მამა, მეტეოიდიოტი და სხვა.

მასტერკლასზე ველოდებოდი სცენარის შექმნის, შეკვრა-განვითარების აგების შესახებ წაკითხულ ლექციას, თუმცა იგ ამას მხოლოდ რადენიმე სიტყვით შეეხო.

ძირითადად, მისი საუბრები მიმართული იყო საკუთარი კინოს გადაღების, თავისი სტუდენტების ნამუშევრებისკენ. ფრიად საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. რამდენიმე დეტალიც გაგვიმხილა კინოში ეპოქის შექმნისა და დეკორაციების მნიშვნელობის შესახებ.

წარმოადგინა ისეთი ფილმები, როგორებიცაა რატი ონელის ,,თეო” და მისი სტუდენტების ნამუშევრები, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს.

საინტერესო იყო მასთან შეხვედრა და საუბარი, თუმცა როგორც აღვნიშნე, მოლოდინი სულ სხვა იყო. მიუხედავად ამისა, გული არ მწყდება, მასთან შეხვედრის შანსი რომ ხელიდან არ გავუშვი. პირიქით.

View original post

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s