ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა (BIAFF) დაიწყო ფილმების მიღება 2015 წლის პროგრამისთვის

BIAFF კინოფესტივალმა, რომელიც გაიმართება 2015 წლის 13-20 სექტემბერს ქ.ბათუმში, დაიწყო ფილმების მიღება წლევანდელი პროგრამისთვის. ფილმები წარმოდგენილი შეიძლება იქნეს შემდეგ საკონკურსო სექციებიისთვის:
საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
ფილმების მიღება გაგრძელდება 2015 წ., 1 აგვისტომდე და შერჩეული ფილმების სია გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს.

მოთხოვნები საკონკურსო ფილმების მიმართ:
ა) მხატვრული და დოკუმენტური ფილმები:
ფილმი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი
გადაღების პერიოდი – 2014 ან 2015 წწ
ბ) მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
ასაკი – 35 წლამდე
ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 35 წთ-მდე
ჟანრი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური (და ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმები
გადაღების პერიოდი – 2014 ან 2015 წწ

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფილმებს, რომელთა საჯარო ჩვენება არ მომხდარა საქართველოში. არასაკონკურსო სექციებისთვის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ფილმებს, რომლებიც არ ყოფილა ნაჩვენები საქართველოში კინოგაქირავების ქსელში ან ქართულ სატელევიზიო არხებზე.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ხდება ციფრული ვერსიებით – DCP, Blue-ray ან DVD (მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემთხევევაში).
ბათუმის კინოფესტივალზე ფილმის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
შეავსოთ შემდეგი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა – BIAFF 2015 SUBMISSION, ხოლო სელექციისთვის ფილმი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ონლაინ ბმულით – ჩამოსატვირთი ბმული ან ინტერნეტში ფილმის ნახვის ბმული (მაგ: Vimeo, youtube).
ან ფილმის საჩვენებელი ვერსია (blue-ray, DVD და ა.შ.) უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი
ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ.3
ტელ: 599-482181, 591019790

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s