BIAFF 2015 – იწყებს აპლიკაციების მიღებას კინოფესტივალის ვოლუნტერების პოზიციაზე

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2015 წლის 13-20 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

 

­­­კინოფესტივალის ჩატარების ადგილი – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.

 

 

რას მოიცავს ინტერნშიფი – სტუდენტებს, კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ კინოფესტივალის მენეჯმენტს კინოფესტივალის პერიოდში და კინოფესტივალამდე ინტერნშიფის გავლისთვის სხვადასხვა პოზიციებზე:

  • კინოფესტივალის სტუმრებთან ურთიერთობა და ლოჯისტიკა – კინოესტივალის სტუმრების მიღება, განთავსება, გაცილება, კინოფესტივალის დროს სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;
  • საინფორმაციო ცენტრი (განთავსებული იქნება კინოთატრ აპოლოში)– საჭირო ინფორმაციის მიწოდება კინოფესტივალზე, პროგრამაზე, პროგრამაში ცვლილებაზე და ა.შ.;
  • ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმეებში დახმარება;  
  • პრესასთან/მედიასთან ურთიერთობა – გულისხმობს PR /მედია კოორდინატორის დახმარება შემდეგში – ყოველდღიური პრეს-რელიზების მომზადება, თარგმნა, ვებ-გვერდზე დადება, მაილინგ ლისტებზე და სოციალურ ქსელში გავრცელება, კინოფესტივალის შესახებ ყოველდღიური დაიჯესტის მომზადებაში დახმარება, კინოფესტივალზე მყოფი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტების მონიტორინგი, და მათი გავრცელება სოციალურ ქსელებში; მედიასთან ურთიერთობის კოორდინაციაში დახმარება -პრესკონფერენციების ორგანიზებაში / კოორდინაციაში დახმარება, ჟურნალისტების ინფორმირება და მოწვევა პრეს-კონფერენციებზე, მასტერკლასებზე და ა.შ.   საჭირო შემთხვევაში – ინტერვიუების ჩაწერა; Facebook, Twitter, BIAFF ვებ-გვერდზე – მუდმივად სიახლეების გავრცელება, დაშეარება, კინოფესტივალზე გამოქვეყნებული სტატიების სოც. ქსელებში გავრცელება

 

რას სთავაზობს კინოფესტივალი სტუდენტებსკინოფესტივალის ფარგლებში ინტერნშიფის გავლის მსურველებს ვთავაზობთ შემდეგს:

  • ნებისმიერ ჩვენებაზე, მასტერკლასზე დასწრება
  • გახსნა/დახურვის ცერემონიაზე დასწრება და დახურვის ბანკეტზე დასწრება, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება
  • ფესტივალის კატალოგში და ვებ-გვერდზე მოხსენიება ვოლუნტერების სიაში
  • მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.
  • ოფიციალური სერტიფიკატი – რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა გაიარა ინტერნშიფი კინოფესტივალზე
  • სარეკომენდაციო წერილი – საჭირო შემთხვევაში (სამომვალოდ) ფესტივალი ყველა ვოლუნტერს გაუწევს მხარდაჭერას სარეკომენდაციო წერილით.
  • კინოფესტივალზე ვოლუნტერის სახით ჩართულობა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ საინტერესო გამოცდილება, გახდენ მნიშნველოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მონაწილე, ურთიერთობა ქონდეთ მრავალ საინტერესო სტუმართან და ა.შ.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ info@biaff.org

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პტელ: 599-482181

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s