BIAFF – მიწურული შვებულების ჩაივით ტკბილი გაგრძელება

გვანცას კუთხე

თუ ჩემს შვებულებას საჰაერო ბუშტს შევადარებ, გამოვა, რომ თითქმის ჩაფუშულიღა მიფრიალეს თვალწინ, – საბოლოო ჩაჩუტვამდე რამდენიმე საათიღა დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინდაუკან ხეტიალი, ლოგინში უდარდელი კოტრიალი, ყავის აუჩქარებელად, პატარ-პატარა ყლუპებით სმა და მეგობრებთან ლაყბობა სულ მალე ისეთივე სანატრელი გამიხდება, როგორც მომავალ ზაფხულამდე – დასვენების დღეები. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ. არამც და არამც. უბრალოდ, შვებულების სიამ-ტკბილობებს მივტირი.

ხოდა ასე, ჩემს ბედს არც თუ ისე ხეირიანად შეგუებული კუთხეში მიდგმულ მაგიდასთან ვზივარ და ქაფქაფა ჩაით გალიპლიპებულ ჭიქას ჩავქცქერი. ვიცი, რომ ამ ჩაის დამლევი არ ვარ და საერთოდაც, უკვე დიდი ხანია აღმოვაჩინე, ჩაის და ყავას თავის შესაქცევად ვიმზადებ და თითქმის არასოდეს ვსვამ, ერთადერთი გამონაკლისის გარდა – ძილის წინა ჩაის სმაზე უარს ვერაფრით ვამბობ.

გუშინაც ვწერდი, თუ კი რამე მიყვარს, ერთ-ერთი სიზმრების მოფრატუნებამდე ჩაის დალევაა–მეთქი. მართლაც დიდებული რამ არის, სამზარეულოს რომელიმე კედელზე აკრულს აუჩქარებლად, ნება-ნება რომ შეგიძლია სხეულის თაფლითა და ლიმონით შეზავებული ჩაით ჩათბობა და ტკბობა იმით, რომ ყოველი ყლუპი ისე, თითქოს ის –…

View original post 221 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s