BIAFF ინდუსტრიული პლატფორმა – “ალტერნატიული ტალღა 2015”

biaff

ალტერნატიული ტალღის ინიციატივით, წელსპირველად, ბათუმში თავს მოიყრიან კინემატოგრაფისტები ალტერნატიული დაფინანსების, წარმოებისდა დისტრიბუციის სტრატეგიის გეგმების გასაზიარებლად.

კინემატოგრაფისტების დიდ ნაწილს არაქვს წვდომა კინოინდუსტრიაში დამკვიდრებულ დაფინანსების და დისტრიბუციის საშუალებებთან,ეს გახდა მთავარი მიზეზი ალტერნატიული საშუალებების შექმნის და მოძიების.

კინობაზარზე დამკვიდრებული წარმოებისთუ დისტრიბუციის ფორმებიც მუდმივად განიცდის ცვლილებას და ინდუსტრიას სჭირდება ამ ცვლილებებთანადაპტაცია. ბევრმა კინომოღვაწემ შეძლო გამოემუშავებინა საკუთარი ხერხები და დაემკვიდრებინაახალი ტენდენციები, ეს გამოწვეული იყო, მათი უნდობლობის დამკვიდრებული ჩვევების მიმართ,შემოქმედებითი არჩევანის ან გამოსავლის ძიების გამო.

ჩვენი ფორუმის მიზანია თავი მოვუყაროთასეთ ადამიანებს და მივცეთ მათ საშუალება გაცვალონ გამოცდილება, იდეები და ისაუბრონმათ შექმნილ პროექტებზე, ისევე როგორც მომავალში დაგეგმილი პროექტების განხორციელებისგზებზე. ეს იქნება ერთგვარი ლაბორატორია აღმოჩენების, წარმატების და წარუმატებელი გამოცდილებისგაზიარებისთვის.

ალტერნატიული ტალღა ჩატარდება15-19 სექტემბერს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე.

კინემატოგრაფისტები წარადგენენ მათწინა ნამუშევრებს ისევე როგორც ახალ პროექტებს და იმუშავებენ ჯგუფურად ქრაუდ ფანდინგის,ონლაინ გაყიდვების, დრამატურგიის განვითარების, დისტრიბუციის და ახალი ტექნოლოგიებისექსპერტებთან ერთად. მოწვეული სპეციალისტები შეეცდებიან გამოავლინონ პროექტების განვითარებისყველა შესაძლო პოტენციალი. სამუშაო გარემო იქნება უშუალო, სადაც ყოველი მონაწილე ეცდებააღმოაჩინოს რაღაც ახალი რომლის შესახებაც წესები ჯერ არ დამკვიდრებულა.

მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალიიქნება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებშიინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” მონაწილე პროექტები:

1.      “Welcome”/საქართველო/  – პროექტის ავტორი: ლიკა დაუშვილი

2.      “დაეხმარემაიას” /საქართველო/  – რეჟისორი: თამთა გაბრიჩიძე

3.     “ბუშტები” /საქართველო/  – პროექტის ავტორი: დავით მირცხულავა

4.     “ქალები რომლებიც ცურავან ენგურს” /საქართველო/ – რეჟისორი: ანა ბუკია

5.     “ნირვანა” /საფრანგეთი/  – რეჟისორი: ბენუა ფოსიე

6.      “თარჯიმანიპარიზში” /სერბეთი/ – რეჟისორი: ივა ბრდარი სცენარისტი: დუნია პეტროვიჩი

7.      “რუსულიტანკი” /თურქეთი/  – რეჟისორი:ერენ ავნიკანი,პროდიუსერი: ბესტე იამალოღლუ

ალტერნატიულიტალღის ორგანიზატორები და მოდერატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი, ტობიას პაუზინგერი,გულინ უსტუნი.

ექსპერტები: პოლ ტაილერი, არნე ლუდვიგი, დუიგუ ტარჰანი,ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი, ნიჰან კატიპოღლუ

Casestady სტუმრები: ელენაიანოვსკი /ისრაელი/, ზიგფრიდი /საფრანგეთი/.

“ალტერნატიული ტალღა” დაფინანსებულია ბათუმისსაერთაშორისო კინოფესტივალის, აჭარის კულტურის სამინისტროს, და საქართველოს ეროვნულიკინოცენტრის მიერ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფები გაიმართება კინოფესტივალისპარტნიორს სასტუმროში “ლეოგრანდი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s