“ბიაფის” დაწყებამდე 2 დღე დარჩა

ავტორი: ლუკა გოცირიძე

ბიაფისდაწყებამდე 2 დღე რჩება და ბათუმში, ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლისას ამას თქვენც  თქვენდაუნებურად გაიგებთ: შენობების აჭრელებული კედლები, დადგმული ბანერები, ბიაფის ხალისიანი მოხალისეები ქუჩებში, გაბიაფებული ფეისბუქიც  – მთელი ქალაქი და კინომოყვარულები 13 სექტემბრისთვის ემზადება.

წელს ბიაფისიუბილეა, 10 წელი უსრულდებათ, თუმცა მე პირველად დავესწრები ამ ფესტივალს და ძალიან მიხარია. მიხარია იმიტომ, რომ ბლოგერის სტატუსით პირველად ვესწრები ღონისძიებას, ვიქნები ჟურნალისტურ რეჟიმზე გადასული, შემეძლება ფესტივალის მიმდინარე პროცესები გავაშუქო და მოვუყვე იმათ, ვინც ბიაფზე დასწრება ვერ მოახერხეს. მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვიქნები ნაწილი იმის, რაზეც მთელმა ბათუმმა 13-დან 20 სექტემბრამდე უნდა ისაუბროს.

ბათუმი, კინო და ზღვის ცხენი (რომელიც ბიაფის სიმბოლოდ იქცა) თითოეულ თქვენგანს 13 სექტემბრიდან ელის!

შეგახსენებთ, რომ ბილეთის დაჯავშნის შესახებ ინფორმაციის გაგება შეგიძლიათ ბმულიდან: http://biaff.org/ge/reservation

კინოსეანსების განრიგის სანახავად კი, ეწვიეთ ბმულს: http://biaff.org/ge/ScreeningSchedule/?mId=9

 მე კი მომდევნო პოსტამდე გემშვიდობებით: ვიდეო ინტერვიუები ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან, მოხალისეებთან და მაყურებლებთან, საინტერესო ფაქტები, სახალისო დეტალები და პირველი ემოციები! ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს და გამოგვყევით ბიაფის…

View original post 7 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s