ოთარ იოსელიანი წლევანდელ ,,ბიაფს” გახსნის

ავტორი: ლუკა გოცირიძე

კადრი ფილმიდან ,,ზამთრის სიმღერა”

,,აკვარელის“, „შანტრაპასა“ და „პასტორალის“ რეჟისორი წლევანდელ საიუბილეო „ბიაფს“ თავისი ახალი ფილმით, „ზამთრის სიმღერით“, ხსნის. ოთარ იოსელიანი ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება და პირადად მოისმენს იმ აღტაცებულ კომენტარებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელს ექნება.

ოთარ იოსელიანი, რომელმაც ადრე თავი მუსიკაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკა-მათემატიკის დარგშიც კი სცადა, დღეს ძალიან წარმატებული ქართველი რეჟისორია საფრანგეთში. ,,გიორგობისთვე“ რეჟისორის კარიერულ ცხოვრებაში გადამწყვეტი ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც მას საუკეთესო დებიუტისთვის ჟორჟ სადულის პრიზი და კანის კინოფესტივალის ჯილდო მოუტანა. ამ ფილმებზე დიდი აღიარება კი ,,მთვარის ფავორიტებმა“, ,,და იყო სინათლე“, ,,იყო შაშვი მგალობელი“ დაიმსახურეს. იოსელიანის კარიერა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აპრილით“ დაიწყო, მაშინ ის ვერ იფიქრებდა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან გადაიღებდა ისეთ პროდუქციას, რომელსაც მსოფლიოს გავლენიან ფესტივალებზე აღიარებდნენ. თუმცა,ეს უკვე ნაკლებად გასაკვირია, რადგან ასე იწყებენ ხოლმე ხელოვანები და აღწევენ კარიერულ მწვერვალებს.

კადრი ფილმიდან ,,ზამთრის სიმღერა”

,,ზამთრის სიმღერა“ ქართულ-ფრანგული კინოპროექტია, რომელზეც კინოსტუდიები „სტუდია 99“ და “Pierre Grise Productions“ მუშაობდნენ.ფილმის პრემიერა კი ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა.  შეგახსენებთ…

View original post 23 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s