არტ-კინო და ბისექსუალური არჩევანის შანსი

Sgt. Pepper's Blog

გველივით მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ასეც ვერ დავისწავლე. ბათუმის ურბანული დაგეგმარება ჩემთვის დღემდე დაუძლეველ რუბიკონად რჩება. ერთი მხრივ კარგიც არის ეს ყოველივე. თითოეულ ჩამოსვლაზე ხელახლა აღმოვაჩენ ხოლმე ქალაქს. მოულოდნელი სტრიტ-არტი ძლიერ ალამაზებს აქაურობას

აქ ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი წელსაც უვლელია: ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი. მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას გადავხედე- საინტერესო კვირეული გველოდება წინ

არტ-კინოს უპირატესობა და ნაკლიც ერთი მომენტია: იგი გარკვეულ წრეზეა გათვლილი და ამგვარად ექსკლუზიურობას ინარჩუნებს. ხელოვნების ძირითადი მიზანი დღეს-დღეობით სწორედაც რომ სოციალური პრობლემატიკის განვრცობა და მისი გადაწყვეტის გზების ძიება უნდა წარმოადგენდეს. სამწუხაროა, მაგრამ ამ მხრივ ჯერ-ჯერობით ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ: გარკვეული ჯგუფია მხოლოდ მაყურებელი და შემფასებელი მსგავსი ნამუშევრების, მასა კი- ინდიფერენტულია.

ბათუმის კინოფესტივალი ერთგვარი მცდელობაა, გააცნოს “სხვა კინო” ფართო აუდიტორიას. რამდენად მიიღებს ამას მაყურებელი და რამდენად გამოიწვევს ესა თუ ის ნაწარმოები ზოგიერთ ინდივიდში კათარზისს, მსოფხედველობის გადაფასებას- ცალკე საკითხია.

ბლოგერი მეგობრები დიდი ხანია არ მინახავს, ამიტომაც სალაპარაკო ბევრი დაგვიგროვდა. ძირითადად სოციალურ პრობლემატიკას და თვითშეგნებას გადავწვდით. ჰომოსექსუალობის “განკურნებაზეც”და მის სანაცვლო პასუხზეც

View original post 211 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s