უზრდელობა საზღვრებს გარეშე

Litterator's Blog

ამ რამდენიმე ხნის წინ, ვიდეო ვნახე, ხანშიშესული ომარ შარიფი, ყატარის კინოფესტივალზე, ჟურნალისტების და ფოტოგრაფების წინ, პასუხობს კითხვებს. თითქოს არაფერი უჩვეულო ამ ვიდეოში არ უნდა ყოფილიყო, პირიქით, ჩვეულებრივი, კინოვარსკვლავისთვის რუტინული მდგომარეობა იყო, ინტერვიუები, ჟურნალისტები, თაყვანისმცემლები, ფოტოგრაფები. ვიდეო ნაწყვეტში, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა კითხვა დაუსვა და მოულოდნელად, ომარ შარიფი შემოტრიალდა, ეჩხუბა, უყვირა, არც აცია, არც აცხელა და ქალბატონს სილა გააწნა.

მოგვიანებით, ეს შემთხვევა ომარ შარიფის ალცჰაიმერის საწყისი სტადიით “გაამართლეს”. შეიძლება ისიც თქვეს, ხომ იცით ომარი რანაირია, როგორი უხეშია და ა.შ. მაგრამ ეს არ ვიცი და მგონი არც უნდა იყოს საინტერესო.

ქალი ჯერ გაოგნდა, შეცბა, ხუმრობა ხომ არ არის, წითელ ხალიჩაზე, კინოფესტივალზე ომარ შარიფი რომ სილას გაწნავს, შემდეგ მოლბა, მინაზდა, ღიმილით შეხვდა, არა უშავს, ბოდიში, და ბოლოს ერთად გადაიღეს ფოტო.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე, ოთარ იოსელიანს ბუკვალურად სილა არ გაუწნავს შეკითხვის ავტორისთვის, თუმცა რამდენჯერმე საკმაოდ უხეშად უპასუხა და მოიხსენია დარბაზში მყოფი ჟურნალისტი. პრესკონფერენცია, რომელიც წესით კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარმართულიყო, უფრო მონოლოგი იყო, შიგადაშიგ მაქებარი კითხვების თუ რეპლიკების…

View original post 220 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s